• თბილისი
  • 34°C
  • 21 აგვისტო, 2017
article

"საქართველოში ნარკომომხმარებელთა რიცხვი უნდა შემცირდეს"

ნარკოტიკებთან დაკავშირებით დღევანდელი მდგომარეობა არავისთვის არ არის დამაკმაყოფილებელი, ჩვენ უნდა მივიღოთ ცვლილებები.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „ჯემ ფესტზე“ მომხდარ არაერთ დანაშაულს და ინციდენტს შეეხება. 

​ირაკლი კობახიძის თქმით, ამ საკითხზე საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა მიზანი ყველას ერთი აქვს - საქართველოში ნარკომომხმარებელთა რიცხვი უნდა შემცირდეს. 

"ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერი უნდა გაკეთდეს. რაც შეეხება მიზნის მიღწევის გზებს, საჭიროა დისკუსია, რათა ჩამოყალიბდეს სწორი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, პარლამენტი თავის ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამ საქმეში. პარლამენტი მზად არის თავად გახდეს პლატფორმა ასეთი დისკუსიის და ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ ცვლილებები. დღევანდელი მდგომარეობა არავისთვის არ არის დამაკმაყოფილებელი. აზრთა სხვადასხვაობას საფუძველი აქვს. ყველას თავისი არგუმენტები აქვს. თუმცა ჩვენ ნარკოტიკებთან მიმართებაში სწორი პოლიტიკა უნდა შევიმუშავოთ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.