• თბილისი
  • 36°C
  • 22 ივლისი, 2017
article

„ქართული ოცნება“ სოფელ ურაველში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს ეხმაურება

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" სამართალდამცავებს მოუწოდებს, ახალციხეში მომხდარ სამართალდარღვევაზე დროული რეაგირება მოახდინონ. 

მომხდარს „ქართული ოცნება“ განცხადებით ეხმაურება: 

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს. 


პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მომხდარის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და ვინც უნდა იყოს დაპირისპირების მხარე, ძალადობის ყოველგვარ ფაქტს კატეგორიულად გმობს.

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, სამართალდარღვევის ფაქტზე დროული რეაგირება მოახდინონ. ასევე, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, მსგავსი ფაქტები პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას ინფორმაციით, ახალციხის რაიონის სოფელ ურაველში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს და მისი ოჯახის წევრებს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი, გუბერნიის და გამგეობის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.