• თბილისი
  • 6°C
  • 24 ნოემბერი, 2017
article

იან კელი: საქართველოს ვეხმარებით, რომ მოხდეს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება

„მქონდა შესაძლებლობა, მენახა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, ნამდვილად შოკირებული დავრჩი იმით, რა ახლოს არის ეს ავტომაგისტრალთან“, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, შემაძრწუნებელია, რომ ეს ყველაფერი ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრებაზე.

„მოგეხსენებათ, მე ზუსტად ვესტუმრე იმ ადგილს, მქონდა შესაძლებლობა, მენახა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. ნამდვილად, შოკირებული დავრჩი იმით, რა ახლოს არის ეს ადგილი ავტომაგისტრალთან. შემაძრწუნებელია, რომ ასეთი რამ ხდება და ის ნეგატიური გავლენა ადამიანურ დონეზე არის ძალიან მაღალი, თუნდაც ის, რომ ფერმერები ვეღარ შედიან თავის მიწის ნაკვეთებში, ხალხს არ შეუძლია თავისუფლად გადაადგილდნენ და ნახონ.

მხარდაჭერა გულისხმობს იმას, რომ დავეხმაროთ საქართველოს გახდეს სრულად მტკიცე და დემოკრატიული ქვეყანა, მოხდეს ჟენევის მოლაპარაკებებზე პროგრესის მიღწევის ხელის შეწყობა და „ბორდერიზაცია“ არანაირად არ უწყობს ხელს პროგრესს ამ ფორმატის. მხარდაჭერა გულისხმობს ასევე იმას, რომ მივეხმაროთ საქართველოს, რომ შეაკავოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენენიტეტის დარღვევა. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს საქართველოს დახმარებით, რომ განვითარდეს, გახდეს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ქვეყანა. გარდა ამისა, ჩვენ საქართველოს ვეხმარებით, რომ მოხდეს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება”, - განაცხადა ელჩმა.