• თბილისი
  • 36°C
  • 22 ივლისი, 2017
article

„ვიდრე საგამოძიებო მოქმედებები არ დასრულდება, ყველამ თავი შეიკავოს სხვადასხვა სახის ბრალდებისგან“

დავით ნარმანიამ მერიის თანამშრომლის, ოთარ აბესაძის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.  თბილისის მერმა ოპოზიციას და სხვა პირებს მოუწოდა, გამოძიებას დაელოდონ, რადგან გამოძიებას თავისი საპროცესო პირობები და დღის წესრიგი აქვს. 

„საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შესაბამისად, გამოძიება გვეტყვის თავის სათქმელს. ვიდრე საგამოძიებო მოქმედებები არ დასრულდება, ყველამ თავი შეიკავოს სხვადასხვა სახის ბრალდებისგან. გამოძიებას აქვს თავისი დღის წესრიგი, თავისის საპროცესო პირობები და მხოლოდ ამის მერე შეგვიძლია გავაკეთოთ გარკვეული შეფასება", - განაცხადა ნარმანიამ.

შეგახსენებთ, ოთარ აბესაძეს ბრალი ოფიციალურად 13 ივლისს წარუდგინეს. დედაქალაქის მერიის თანამშრომელს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სამი ათასი დოლარის ოდენობით ქრთამის აღებას ედავება.