• თბილისი
  • 6°C
  • 24 ნოემბერი, 2017
article

„ქართველთა მარში“ და რუსული პროპაგანდა

პროპაგანდა, როგორც  ინფორმაციის მიწოდების ფორმა, გულისხმობს ნებისმიერი საკომუნიკაციო ფორმის გეგმაზომიერ გამოყენებას ადამიანთა გონებაზე, ემოციებსა და ქცევაზე ზემოქმედების მიზნით. აუდიტორიის დასარწმუნებლად პროპაგანდისტებმა შეიძლება განსხვავებული მეთოდები გამოიყენონ. 

საქართველოში რუსულ პროპაგანდის გავლენა დღეს საკამოდ აქტუალური თემაა. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი  ხისტი და რბილი ძალის, ასევე  ჰიბრიდული  ომის წარმოებას  საკმაოდ კარგად ახერხებს.  

რუსეთი საქართველოს ტერიტორიების მითვისებით კვლავ დაკავებულია.

საგულისხმოა, რა კავშირი აქვს „ქართველთა მარშს“ და რუსულ პროპაგანდას? 

ე.წ „მარშის“ მონაწილეთა ქმედებები,  სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლების დისკრედიტაციისკენ არის მიმართული,  „მარშის“ ორგანიზატორი სანდრო ბრეგაძე ამბობს: „თუ გაიმარჯვებს „ქართველთა მარში“ მაშინ ჩვენი სამშობლო ეროვნული განვითარების გზით წავა, თუ დამარცხდა, გარყვნილება, ღალატი, ჰომოსექსუალიზმი, ეკლესიის და რწმენის წინააღმდეგ ბრძოლა გაშლის ფრთებს“.

ისმის კითხვა, რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი ნაწილი ხომ არის სწორედ „ქართველთა მარში“? 

იქედან გამომდინარე, რომ რუსულმა მხარემ ყოველთვის კარგად იცოდა საქართველოსთან მიმართებით,  როგორ მოეხდინა ზეგავლენა სხვადასხვა მეთოდებით, იგივე რბილი ან ხისტი ძალისა, ან ჰიბრიდული ომის გამოყენებით, არ გამოირიცხება, რომ „ქართველთა მარში“, სწორედ რუსული პროპაგანდის ელემენტებს შეიცავდეს.

რუსეთის მთავარი იარაღად,   რომელსაც დიდი გავლენის მოხდენა  და საზოგადოების ფორმირება  შეუძლია,  შესაძლოა პროპაგანდა წარმოვიდგინოთ.  

აუცილებლად უნდა აღინიშნოს საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ფაქტი, რომელიც მოქალაქეთა ჯგუფებმა ადგილზე მისვლით გააპროტესტა. ამის პარალელურად  კი „ქართველთა მარშის“ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობდა, რომელთა მონაწილეებმაც საკუთარი ტერიტორიების დაკარგვაზე მძაფრად უცხოელების კომპაქტური  ჩასახლება და მასთან დაკავშირებული პრობლემები აღიქვეს...