• თბილისი
  • 34°C
  • 26 ივლისი, 2017
article

მარი ლე პენი საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

"ეროვნული ფრონტის“ ლიდერის მარინ ლე პენის  განაცხადებით,   ის მონაწილეობას  საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს, რომელიც საფრანგეთში ორ ტურად - 11 და 18 ივნისს ჩატარდება.  ის თავის კანდიდატურას წარადგენს.

„მივიჩნევ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩვენმა პარტიამ უნდა გააძლიეროს თავისი ყოფნა ადგილებზე და ასევე შეეცადოს უფრო მეტი ადგილი მოიპოვოს პარლამენტში. მე ახალ კამპანიას ვიწყებ და ჩემს კანდიდატურას ვაყენებ. ჩვენი პარტია და მისი წარმომადგენლები სრულად მობილიზებულნი არიან“, - განაცხადა მარინ ლე პენმა. 

ლე პენი კენჭს ენე-ბომონის თემიდან იყრის, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების დროს ამომრჩეველთა ხმების 58 % მიიღო.
“დიდად არ მიყოყმანია, უბრალოდ ველოდებოდი შესაძლებლობას ამის შესახებ სახალხოდ განმეცხადებინა. ღრმა კავშირები მაქვს ამ მეშახტეთა ქალაქის მცხოვრებლებთან“,- თქვა მან.

7 მაისს, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში "ნაციონალური ფრონტის" ლიდერი მარინ ლე პენი, ცენტრისტ ემანუელ მაკრონთან დამარცხდა.

11 და 18 ივნისს საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი და მეორე ტური გაიმართება. ფრანგები მაჟორიტარული სისტემით პარლამენტის 577 წევრს აირჩევენ.