• თბილისი
  • 32°C
  • 25 ივლისი, 2017
article

ირაკლი კობახიძე სტანისლავ კარჩევსკის შეხვდა

ვარშავაში მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტის ფარგლებში, პოლონეთის სენატის მარშალს, სტანისლავ კარჩევსკის შეხვდა. 

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა პოლონეთისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობებისა და საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. 

სტანისლავ კარჩევსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე, აქტიურად აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერას.

შეხვედრაზე ისაუბრეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის შესახებ, რომელიც 26-29 მაისს თბილისში გაიმართება და რომელსაც პოლონეთის დელეგაცია დაესწრება.

მხარეები გაცვლით ვიზიტებზე შეთანხმდნენ.