რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ამინდი
  თბილისი11°-19°
  ქუთაისი14°-26°
  ბათუმი14°-19°
"საფრანგეთში მოსალოდნელია ახალი ტერაქტები"

14:02 21.04.2017
["პრესა.ჯი"]
პარიზში მომხდარ ტერაქტში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენის პოლიციაში გამოცხადდა. იმის შესახებ, ცნობს თუ არა პოლიციაში მისული ეჭვმიტანილი თავს დამნაშავედ, ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. 

თვითმხილველების თქმით, პოლიციელებს ცეცხლი მანქანიდან გადმოსულმა კაცმა გაუხსნა, რომელიც თითქოს ავტომატით იყო შეიარაღებული. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც საფრანგეთის ტელევიზიით, არჩევნების წინ პრეზიდენტობის კანდიდატთა ბოლო დებატები იმართებოდა. 

„ეროვნული ფრონტის“ ლიდერისა და საპრეზიდენტო კანდიდატის მარინ ლე პენის განცხადებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების პერიოდში შესაძლოა, რომ ექსტრემისტებმა ახალი ტერაქტები განახორციელონ. „დიახ, საფრანგეთში ახალი ტერაქტები მოსალოდნელია“, - აღნიშნა ლე პენმა. 

„ჩვენ ვიცით, რომ ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ საფრანგეთში ერთი ტერორისტი გამოაგზავნა ტერაქტის განსახორციელებლად. ის ჯერ კიდევ დაკავებული არ არის. ეს კი ნიშნავს, რომ ტერორისტული საფრთხე საფრანგეთში მაქსიმალურ დონეზეა“, - განაცხადა „ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა. 

მისი განმარტებით, „შანზ-ელიზეზე მომხდარი ტერაქტი არ იყო განხორციელებული საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე გავლენის მოსახდენად“.
ბეჭდვა  
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



გამოკითხვა
თქვენი აზრით, ქვეყანაში მძიმე დანაშაული:
  
ტოპ ათეული
1. "გაავრცელეთ!!! ბევრმა არც კი იცის!!! არადა ძალიან სასარგებლოა"
2. რა დაწერა 4 შვილის დედის მკვლელობაში ბრალდებულმა რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში?
3. "საბოლოოდ მოვეფერები შენს გაყინულ ხელებს" - ეკა ყურშიტაშვილის სევდიანი წერილი
4. „რის მეოთხე სტადია, რა მეოთხე სტადია“ - გია მაისაშვილის ეს წერილი ძალიან გაგახარებთ
5. "ეს წაიკითხეთ ყველამ, ვისაც ბანკების კრედიტები გაქვთ"
6. პარანორმალური მოვლენა და შეშინებული მოსახლეობა - რა ხდება შამგონაში? (ვიდეო)
7. "15 წლის სკოლის მოსწავლე 40 წლის ბაბულიკამ გააუპატიურა... რეაქცია ნული"
8. "ხალხო, წაიკითხეთ! შოკი მაქვს! სახლების ფანჯრებზე წმინდანები გამოისახა"
9. „თან მღეროდა და თან ცრემლები მოსდიოდაო. ასე სცა პატივი პუბლიკასაც, შვილსაც და პროფესიასაცო“
10. 112-ის ოპერატორის სწრაფმა რეაგირებამ 24 წლის გოგონა სუიციდისგან იხსნა
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901