რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ამინდი
  თბილისი11°-19°
  ქუთაისი14°-26°
  ბათუმი14°-19°
"ქართული ოცნება" პლებისციტსა და შალვა ნათელაშვილის ულტიმატუმს შორის...

12:35 21.04.2017
["პრესა.ჯი"]
​საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველო”  ხელისუფლებას მოუწოდებს საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო დამტკიცებამდე, პრეზიდენტის არჩევის წესთან და პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, პლებისციტი ჩაატაროს.

აღნიშნული წინადადებით „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია გამოვიდა, თუმცა საპარლამენტო უმცირესობის მეორე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ ხელისუფლება პლებისციტის ჩატარების იდეას არ გაიზიარებს.

„ცვლილებები, რომელიც „ქართული ოცნების“  მიერ შემუშავებულ პაკეტშია, არის საზიანო ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებისთვის. ჰკითხონ ახლა ჩვენს მოქალაქეებს პლებისციტის გზით, უჭერენ თუ არა ისინი მხარს მაგალითად ამ ორ საკვანძო საკითხს - პრეზიდენტის არჩევას პარლამენტის მიერ და პროპორციულ სისტემას ურჩევენ, სადაც თანაბრად ნაწილდება მანდატები თუ ამ სისტემას, სადაც პირველ ადგილზე გასული იღებს ყველაზე მეტ მანდატს სხვების ხარჯზე,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ნაციონალურ მოძრაობის“ წევრის  ნიკა მელიას თქმით, კონსტიტუციის წარდგენილი პროექტი ხელისუფლების ინტერესებზეა მორგებული და „ქართული ოცნება“ კომპრომისებზე არ წავა.

„ეს არის ცვლილებები ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის მეტი კეთილდღეობისთვის და სწორედ ამას ემსახურება პრეზიდენტის პირდაპირი არჩევითობის გაუქმება, გაუნაწილებელი მანდატების არასამართლიანად გადანაწილება,“ - თქვა ნიკა მელიამ.

ამასთან, ხვალ იწურება ულტიმატუმის ვადა, რომელიც „ლეიბორისტულმა პარტიამ“ „ქართულ ოცნებას“ კონსტიტუციის პროექტში ცვლილებების კენჭისყრამდე წაუყენა.

„რა შედეგები მოსდევს პროცესს, როდესაც პოლიტიკურ ძალას მხარს არ უჭერს არც თავისი ქვეყანა და არც გარე სამყარო, ამის მაგალითებია სადამ ჰუსეინი, კადაფი და უფრო ადრე ჩაუშესკუ,“ - ამბობს შალვა ნათელაშვილი.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და მის მიერ შემუშავებული პროექტის იმ ვარიანტს, რომელსაც კენჭი კომისიის ბოლო სხდომაზე უნდა ეყაროს, მმართველი პარტიის გარდა, კომისიაში შემავალი ყველა პარტია გაემიჯნა.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების მიხედვით, კომისიამ კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საბოლოო ტექსტის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდა მიიღოს.

კომისიის დასკვნითი სხდომა კვირის ბოლოს გაიმართება.
ბეჭდვა  
კომენტარები:
2017-04-21 13:03:10
ასე რა ტოოო! ეხა მე ვერ გეტყვით, რო ეგ მამენტალნა შედეგს დადებს, მაგრამ დასაწყისი კაია ტოოო! ისევ შალვა რა, ძველი გვარდია. შენთანა ვართ ბ-ნო შალვა!

!2017-04-21 13:06:16
...გადაწყვეტილება სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდა მიიღოს....
აი ეს კი მომეწონა თუ სწორად გავიგე...სრული შემადგენლობა... ესეიგი ყველა უნდა მონაწილეობდეს! ...აბა როგორ დაამტკიცებენ ?

2017-04-23 14:34:26
თქვე დედა მოთხნულებო ვინ გეკითხებათ თქვენ პრეზიდენტის არჩევა არ არჩევას. ხალხს კითხეთ და ჩაატარეთ რეფერენდუმი.

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



გამოკითხვა
თქვენი აზრით, ქვეყანაში მძიმე დანაშაული:
  
ტოპ ათეული
1. "გაავრცელეთ!!! ბევრმა არც კი იცის!!! არადა ძალიან სასარგებლოა"
2. რა დაწერა 4 შვილის დედის მკვლელობაში ბრალდებულმა რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში?
3. "საბოლოოდ მოვეფერები შენს გაყინულ ხელებს" - ეკა ყურშიტაშვილის სევდიანი წერილი
4. „რის მეოთხე სტადია, რა მეოთხე სტადია“ - გია მაისაშვილის ეს წერილი ძალიან გაგახარებთ
5. "ეს წაიკითხეთ ყველამ, ვისაც ბანკების კრედიტები გაქვთ"
6. პარანორმალური მოვლენა და შეშინებული მოსახლეობა - რა ხდება შამგონაში? (ვიდეო)
7. "15 წლის სკოლის მოსწავლე 40 წლის ბაბულიკამ გააუპატიურა... რეაქცია ნული"
8. "ხალხო, წაიკითხეთ! შოკი მაქვს! სახლების ფანჯრებზე წმინდანები გამოისახა"
9. „თან მღეროდა და თან ცრემლები მოსდიოდაო. ასე სცა პატივი პუბლიკასაც, შვილსაც და პროფესიასაცო“
10. 112-ის ოპერატორის სწრაფმა რეაგირებამ 24 წლის გოგონა სუიციდისგან იხსნა
სარეკლამო ადგილი - 83
252 x 60
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901