რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ამინდი
  თბილისი11°-19°
  ქუთაისი14°-26°
  ბათუმი14°-19°
„კვალი, რომელმაც პარიზში მომხდარ ინციდენტს შესაძლოა ნათელი მოჰფინოს, ტერორისტული ხასიათისაა“

11:39 21.04.2017
["პრესა.ჯი"]
საფრანგეთში  ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ევროპის სახელმწიფოებიდან  ყველაზე მეტი ტერაქტი მოხდა.  პარიზში, შანზ-ელიზეზე, მომხდარი სროლების შედეგად ერთი პოლიციელი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს.   ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები, გავრცელებული  ინფორმაციით, ერთი პოლიციელი მოკლულია, ერთი დაჭრილი. 

ინციდენტის ადგილი ბლოკირებული იყო პოლიციის მიერ. პარიზის პრეფექტურა მოქალაქეებს, ინციდენტის ადგილთან მიმოსვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, პირი, რომელმაც პარიზში პოლიციელებს ესროლა, წარმოშობით ფრანგი იყო. დაჯგუფება ”ისლამურ სახელმწიფოში” კი მას ბელგიელად” მოიხსენიებენ. 

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა პიერ-ანრი ბრანდემ ჟურნალისტებთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდამსხმელის სამიზნე პოლიციელები იყვნენ. მან  უარყო გავრცელებული ინფორმაცია მეორე გარდაცვლილი პოლიციელის შესახებ.

მომხდარს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ,  საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის განცხადებით, „კვალი, რომელმაც პარიზში მომხდარ ინციდენტს შესაძლოა ნათელი მოჰფინოს, ტერორისტული ხასიათისაა, „ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენი პოლიცია მიზანშია ამოყვანილი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა პოლიციელებმა, ჟანდარმებმა და სამხედროებმა თავიანთი ფუნქციები შეასრულონ. ჩვენი თანამოქალაქეები დაცულები არიან და დაცულები იქნებიან“, - აღნიშნა ოლანდმა. პრეზიდენტის თქმით, საარჩევნო პერიოდში უსაფრთხოების სამსახურები მაქსიმალურად მობილიზებულნი იქნებიან, რათა საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოება უზრუნველყონ. საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ფრანსუა ფიიონმა პარიზში მომხდარი ტერაქტის გამო საპრეზიდენტო კანდიდატებს წინასაარჩევნო შეხვედრების გადადებისკენ მოუწოდა.

იმავე  შინაარსის განცხადებას ავრცელებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

მან მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა. „ის, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, სინამდვილეში საშინელებაა, მაგრამ მეჩვენება, რომ ეს ტერორისტული აქტია“- აღნიშნა მან.

„პარიზში შანზ-ელიზეზე თავდასხმის შემსრულებელი ბელგიელი აბუ იუსეფია, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი მებრძოლი“, - ნათქვამია ტერორისტული დაჯგუფების განცხადებაში.

მომხდარის გამო პარიზში გაძლიერდა უსაფრთხოების ზომები, პოლიცია დედაქალაქის მასშტაბით ინტენსიურად პატრულირებს. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ბეჭდვა  
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



გამოკითხვა
თქვენი აზრით, ქვეყანაში მძიმე დანაშაული:
  
ტოპ ათეული
1. "გაავრცელეთ!!! ბევრმა არც კი იცის!!! არადა ძალიან სასარგებლოა"
2. რა დაწერა 4 შვილის დედის მკვლელობაში ბრალდებულმა რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში?
3. "საბოლოოდ მოვეფერები შენს გაყინულ ხელებს" - ეკა ყურშიტაშვილის სევდიანი წერილი
4. „რის მეოთხე სტადია, რა მეოთხე სტადია“ - გია მაისაშვილის ეს წერილი ძალიან გაგახარებთ
5. "ეს წაიკითხეთ ყველამ, ვისაც ბანკების კრედიტები გაქვთ"
6. პარანორმალური მოვლენა და შეშინებული მოსახლეობა - რა ხდება შამგონაში? (ვიდეო)
7. "15 წლის სკოლის მოსწავლე 40 წლის ბაბულიკამ გააუპატიურა... რეაქცია ნული"
8. "ხალხო, წაიკითხეთ! შოკი მაქვს! სახლების ფანჯრებზე წმინდანები გამოისახა"
9. „თან მღეროდა და თან ცრემლები მოსდიოდაო. ასე სცა პატივი პუბლიკასაც, შვილსაც და პროფესიასაცო“
10. 112-ის ოპერატორის სწრაფმა რეაგირებამ 24 წლის გოგონა სუიციდისგან იხსნა
სარეკლამო ადგილი - 84
252 x 60
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901