• თბილისი
  • 33°C
  • 29 ივნისი, 2017
article

"ჩვენი პოზიციაა, რომ პროპორციული სისტემა ძალაში შემდეგ არჩევნებზე შევიდეს"

გუშინდელ დახურულ სხდომაზე, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის, ქუთაისში, გვიან საღამოს გაიმართა რეფორმებსა და საკანონმდებლო ინიციატივებზე ისაუბრეს. 

"ის რეფორმები და საკანონმდებლო ინიციატივები განვიხილეთ, რომლებიც ინიცირებულია, მათ შორის ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. რაც მთავარია, მსჯელობა გვქონდა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დავგეგმოთ საჯარო განხილვები კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც უახლოეს დღეებში დაიწყება და მთელი საქართველოს მასშტაბით მოსახლეობას საშუალება ექნება, რომ ახალი კონსტიტუციის პროექტს გაეცნოს“-განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბარში. 

მისივე თქმით, მმართველ გუნდში შეთანხმება მიღწეულია და სამუშაო ვერსიაში ჩვენი პოზიცია იქნება წარმოდგენილი შემაჯამებელი სხდომის შემდეგ, რომ პროპორციული სისტემა ძალაში შემდეგ არჩევნებზე შევიდეს. 

„რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, წინასწარი სამუშაო ვარიანტი იქნება, რომ მომდევნო არჩევნები არსებული კანონმდებლობის და მოდელის შესაბამისად ჩატარდეს, ხოლო შემდეგი არჩევნები ახალი მოდელით ჩატარდეს, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ შეიმუშავა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.