რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
სარეკლამო ადგილი - 24
468 x 100
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272812345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ამინდი
  თბილისი2°-12°
  ქუთაისი5°-17°
  ბათუმი7°-12°
პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა პარლამენტს დაჩქარებული წესით მოუწევს

17:09 20.03.2017
["პრესა.ჯი"]
პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა პარლამენტს დაჩქარებული წესით მოუწევს.

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა, რაც არ უნდა ეწეროს პრეზიდენტის შენიშვნებში ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა დისკუსიის დროც აღარ დატოვა.

ეკა ბესელიას თქმით, პრეზიდენტის ვეტო აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით მისთვის  მოულოდნელი არ იყო. 

”პირველი, რაც მაწუხებს, ის არის ვადები, რომელიც შეზღუდულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ და ეს ვადა 31 მარტს იწურება. 

პრეზიდენტმა ბოლომდე გამოიყენა ვადა, რაც მგონია, რომ ამ პროცესს უქმნის საფრთხეს. აქ საქმე ეხება უსაფრთხოების სისტემას და სისტემას, რომლითაც ჩვენ მთელი ქვეყნის მოსახლეობის დაცვის გარანტიებზე გვევალება პასუხისმგებლობა. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, მოგვიწევს ძალიან სწრაფ რეჟიმში მივიღოთ გადაწყვეტილება. 

ეს იმას ნიშნავს, რომ რაც არ უნდა ეწეროს ამ შენიშვნებში, დისკუსიის დროც აღარ დატოვა პრეზიდენტმა იმიტომ, რომ ეს არის ამ თვის ბოლო სასესიო კვირა, ეს კი ნიშნავს, რომ პარლამენტმა ამ კვირაში გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. 

როდესაც დღეს იგზავნება ვეტო, ეს ნიშნავს, რომ დისკუსიის დრო უბრალოდ აღარ არის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ კანონს მივიღებთ და მოსახლეობას საფრთხეების წინაშე არ დავტოვებთ”, - განაცხადა ბესელიამ. 

პრეზიდენტმა ე.წ. მოსმენების კანონს დღეს ვეტო დაადო. შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტს მისი მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნდება.
ბეჭდვა  
კომენტარები:
2017-03-20 17:37:03
წადი შენი..

2017-03-20 17:37:36
წადი შენი ბოსელია დედაც..

2017-03-21 10:27:39
ასეთი გოიმი, უტიფარი და უზნეო პარლამენტი ეხლა რომ გვყავს"არჩეული"(რასაკვირველია ქოცებს ვგულისხმობ), ქვეყნისთვის უბედურების მომტანია.

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



გამოკითხვა
დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს, რომელ ოპოზიციურ პარტიას დაუჭერდით მხარს?
  
ტოპ ათეული
1. "მეგრელად რომ იბადები, უკვე გეშლება... ტრაკზე მაკოცეთ, ვისაც არ გევასებით"
2. მაია ასათიანი: დაანებეთ თავი ჩემი გარდაცვლილი შვილის სახელით სპეკულირებას!
3. "კლასიკური ასკარიდა "კარფურის" სამწვადეში" - დააკვირდით, რას აჭმევთ ბავშვებს
4. "თითქოს დამნაშავე არავინაა, მაგრამ პატარა გოგონას მიმართ ყველა დამნაშავეა"
5. ია ფარულავა თეა წულუკიანზე: როდის მოასწრო ბავშვის გაჩენა, ახლა არ გათხოვდა?
6. "ტვინს მიგასხმევინებ! მეგრელობა რჩეულთა ხვედრია!" - გურამ შეროზია ეკა ყურშიტაშვილს
7. "დღეს დილით, გაჩერებაზე მდგომ და სკოლაში მიმავალ პატარა გოგოს ბეემვე დაეჯახა და მოკლა"
8. “მე ერთი შვილი არ მომკვდომია”: წერილი ციხიდან – რას ნანობს „მეტრონომთან“ მაგდა პაპიძე
9. "ჩცდ"-ში გაპარული შეცდომა - კენედის დაავადება მხოლოდ კაცებს ემართებათ
10. პატრიარქი: "აღდგომას, ღვთისადმი მადლიერების დღეს, მოზვერი და 7 ცხვარი დაიკვლება"
სარეკლამო ადგილი - 84
252 x 60
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901