რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
სარეკლამო ადგილი - 24
468 x 100
სარეკლამო ადგილი - 82
252 x 100
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272812345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ამინდი
  თბილისი5°-18°
  ქუთაისი5°-13°
  ბათუმი6°-11°
დავით დეფი: ასე უმწეო, მართლა მეცოდებით ბატონო პრეზიდენტო

15:33 20.03.2017
[ნათია ნიკოლაძე]

"საქართველოს პრეზიდენტის ოჯახი, მოქალაქეებს, საზოგადოებას სთხოვს, ნარკოტიკის ჩადებას გადაგვარჩინეთო. პრეზიდენტის ოჯახზეა ლაპარაკი მეგობრებო, პრეზიდენტის

 მისდამი კითხვა თავისით იბადება - მოქალაქეებისგან რას ითხოვთ ბატონო პრეზიდენტო, ანალოგიურ შემთხვევაში (ელისო კილაძე, ხატია დეკანოიძე და ა.შ.). 

მოქალაქეებმა ვის სთხოვონ დახმარება ან რა განცდაა, როცა თქვენ თვითონ ივანიშვილის ნებით ხართ ერთ დროს თავისუფალი, ახლა კი სამარცხვინოდ დაკნინებული ქვეყნის პირველი პირი. 

ეჰ ჩემო პრეზიდენტო, მართლაც ეჰ. 

ხშირად მითქვამს ახია-მეთქი თქვენზე, მაგრამ ასეთ დონეზე უმწეო, მართლა მეცოდებით, მეცოდებით როგორც მოქალაქეს, როგორც მწერალს, პოეტს, როგორც მამას და საერთოდ, როგორც კაცს.  

ვიცი ერთხელაც, ისევ ჩვენი დასაცავი გახდება პრეზიდენტის ინსტიტუტი. 

მე ადრეც მზად ვიყავი ამისთის და ახლაც ასეა. ივანიშვილის პარანოიდალურად სამარცხვინო რეჟიმს ადრე თუ გვიან ბოლო მოეღება, ასე ყელამდე ქაქში ქვეყანა ვერ იარსებებს, მაგრამ როცა ეს დღე დადგება, მაშინ თქვენ სად იქნებით? 

და რას იტყვით?

რა მექნა, აღარაფრის უფლება მქონდაო?

და საერთოდ არ შეგრცხვებათ? არაფრის და არავის შეგრცხვებათ? 

ძალიან საწყენია. დრო გადის", - წერს პოეტი დავით დეფი მარგველაშვილზე.

შეგახსენებთ რომ რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის (რომელიც არაერთ სისხლიან საქმეში ფიგურირებს: ტარყაშვილის მკვლელობა, სირაძის დაჭრა) მეგობარი, მიხეილ თათარიშვილი 18 აბი სუბოტექსის შეძენის ბრალდებით დააკავეს. 

ამის შემდეგ, მარგველაშვილის შვილმა, ანა მარგველაშვილმა გამოაქვეყნა დაკავებამდე ჩაწერილი ვიდეო, სადაც გოგოჭური და თათარიშვილი აცხადებენ რომ მათი დაკავება იგეგმება.  

აღსანიშნავია რომ ანა მარგველაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, პრეზიდენტის სიძე პოლიციას "ძაღლებად" მოიხსენიებს.

ვიდეოს გამოქვეყნებას სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ერთნი ემხრობიან იმ აზრს რომ თათარიშვილს სუბოტექსი ჩაუდეს, მეორენი კი აცხადებენ რომ "ეს იყო დანაშაულის ჩადენის წინ გაკეთებული ვიდეო-ალიბი", რათა იმ შემთხვევაში, თუ "ჩავარდებოდნენ", საქმეს პოლიტიკური ელფერი მისცემობა. 

"ეგრე ყველა ჩაწერს მსგავს ვიდეოს წინასწარ და მერე წავა და გაასაღებს ან იყიდის ნარკოტიკებს. ხოლო თუ დაიჭერენ, აყვირდება ჩამიდესო", - წერს სოც-ქსელის აქტიური მომხმარებელი, რომელიც პრეზიდენტის გარემოცვას მწვავედ აკრიტიკებს. 

საინტერესო დეტალი: პრეზიდენტის სამჯერ გასამართლებული ცოლის ძმა ჯერ კიდევ ორი-სამი თვის წინ, მეოთხედ დააკავეს, ამჯერად, ნარკოტიკების შეძენა-მოხმარებისა და იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით.

ხოლო, რამდენიმე წლის წინ, პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური, მეგობართან ერთად რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხვდა დიაგნოზით - ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით მიღება.

 


ბეჭდვა  
კომენტარები:
2017-03-20 16:08:38
ამაში ის ხათრიანი ამომრჩეველია დამნაშავე რომელმაც უჯარო მთავარსარდალი აირჩია. რაც დაიმსახურეთ იმნაირი პირველი პირიც ყავს ქვეყანას.

2017-03-20 16:08:42
და მაინც,

ასე უმწეო ქოცი პრეზიდენტია საცოდავი,

თუ გამოქოცებული და იმავდროულად გამომართლმადიდებული ბნელეთში ჩაძირული, ერთ დროს საქართველოდ წოდებული, მართლა მშრომელი და შემოქმედი ხალხი?

2017-03-20 16:16:49
ეჰ ხათრიანობას რა ვუთხარი 90 პრ ჩინოვნიკების ესე ხათრიანობით არ არის დანიშნული ზოგი ნათესავია ზოგი ძმაკაცი, ვირის ამბავი ხომ გაგიგიათ ხათრიანი კაცის ხელში რაც დაემართა? ესეა ქვეყანაც მეწველ ძროხას დაამსგავსეს.

2017-03-20 16:20:06
ქართველობა საცოდავია, თუ გამოკლევებული?

2017-03-20 16:22:25
იმ ავადსახსენებელი კომუნისტების დროს როგორც მამაპაპისგან გამიგია ევროპის განვითარებულ სახემწიფოებსაც კი ჯობნიდა ეკონომიურად პატარა საქართველოს რესპუბლიკა, მაგრამ მაშინ თურმე მონები ვიყავით რუსეთის, მაგრამ ეხლა ხომ ვართ თავისუფალი ქვეყანას ქაღალდზე? საკუთარი პრეზიდენტიც კი გვყავს რომელიც ხალხს დახმარებას თხოვს, პარადოქსულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ მოიძებნება

2017-03-20 16:27:43
ჯაყოს ხიზნები მახსენდება - თეიმურაზ ხევისთავის მიმართ ნათქვამი.

ვინ იყვნენ მისი წინაპრები და რას დამსგავსებია, როგორ დაჩიორებულა, ეს ვითომ განათლებული და ყოველად ღირსება დაკარგული ცოცხალი ლეში.

2017-03-20 16:31:31
იმ ავადსახსენებელი კომუნისტების დროს როგორც მამაპაპისგან გამიგია ევროპის განვითარებულ სახემწიფოებსაც კი ჯობნიდა ეკონომიურად პატარა საქართველოს რესპუბლიკა
====================================== ==================
ხედავთ! როგორი განათლებული და ღირსეული მომავალი თაობა ეზრდება საქოცეთს!

თუმცა მაინც მგონია რომ ეს იდიოტი - მძიმე მარაზმულ მდგომარეობაში მყოფი სტალინისტი ბებრუცუნა უნდა იყოს.

ოკრიბელი2017-03-20 16:37:55
.
ასEთი ამYაYEბული ოჯახით, ჯერ არ ჰYოლია საქართVEლოს პრეზიდენტი.
.

2017-03-20 16:56:38
იმ ავადსახსენებელი კომუნისტების დროს როგორც მამაპაპისგან გამიგია ევროპის განვითარებულ სახემწიფოებსაც კი ჯობნიდა ეკონომიურად პატარა საქართველოს რესპუბლიკა, მაგრამ მაშინ . .. .
////////////
იმ კომუნისტების გამო იყო რომ რუსეთს ჩვენი ეროვნული შემოსავლის 94 % მიქონდა და მხოლოდ 6%-ს გვიტოვებდა ჩვენ და ის იყო თქვენი მოსაწონი დროება. ვინ გაცალა დამოუკიდებლობა? და მთელი ჩვენი 100% -ის შერგება? აგერ გყავს 25 კილომეტრში ეგ შენი რუსები. რაღა უნდა გააკეთოს მეტი რუსეთმა ამაზე მეტი, რომ ბევრი ტვინჩაცემენტებული რაიმეს მიხვდეს რატომ ვართ ასე.

2017-03-20 17:10:03
ეტყობა ჩემ კომენტარს ვერ მიხვდით, მე რუსეთზე კი არ მაქ ნოსტალგია არც მათი მომხრე ვყოფილვარ არასოდეს, პირიქით მიბრძოლია რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ საქმე იმაშია რომ ქვეყანას თუ რკინის მართველი არ ეყოლება რომელიც ხალხის არჩეული იქნება გინდა მონარქი დაარქვით გინდაც პრეზიდენტი მანამდე ქვეყანა მეწველი ძროხს მდგომარეობაში დარჩება. რაც შეეხება ასაკს როდის იყო ბაბუები კომპიუტერში ერკვეოდენ ბაბუაჩემს მობილურზე თითის დაჭერა ვერ ვასწავლე.

2017-03-20 17:17:12
კომუნისტებს რა მიქონდა და რამდენი სულ არ მაინტერესებს, არ იყო ამდენი სიბინძურე ხალხში ყველას ერთმანეთი უყვარდა 9 აპრილს ბავშვი ვიყავი მაგრამ ერი შეკრული იყო ერთ მუშტათ, აი ეს მაწუხებს ჩემო ტკბილო ხალხო, ერთმანეთს ქუჩაში ხოცავენ უმიზეზოდ გათიშულები დადიან ნარკოტიკებით არავის არაფერი აინტერესებს ტოტალიზატორში თამაშის გარდა და უაზრო ღრეობების მეტი ქალი ქალს აღარ გავს და კაცი კაცს ამას ეძახით თავისუფლებას? მიმიფურთხებია თუ ეს ვინმეს მოწონს.

2017-03-20 17:29:26
თუ რამე სიმართლეს იტყვი ან ქოცად მოგნათლავენ ან ნაცად, პირველ რიგში ჯერ ქართველი უნდა იყო, და შენი ქვეყანა და ხალხი გიყვარდეს, ამ ქვეყნად მუდმივად არავინ ვიცხოვრებთ მაგრამ რომ წახვალ ისე უნდა წახვიდე შენი სახელი მომავალ თაობებს ახსოვდეთ როგორც ქვეყნის და ხალხის კეთილდღეობისთვის მებრძოლი, ბედნიერი არიან ის მებრძოლები ვინც თავისი სიცოცხლე ქვეყნის მთლიანობას შეწირეს ხოლო უბედურები ვინც გადარჩა არც არავინ უფასებს ქვეყნის სიყვარულს და არც არავინ სცემს პატივს, ბრძოლაში არწივები იყვნენ ეხლა კი საცოდავ ბეღურებს დაამსგავსეს რომლებიც საზრდოსაც კი შიშით კენკავენ.

2017-03-20 17:31:55
. . . .მე რუსეთზე კი არ მაქ ნოსტალგია არც მათი მომხრე ვყოფილვარ არასოდეს, ... მაგრამ მაშინ თურმე მონები ვიყავით რუსეთის --შენ არ წერ იქვე?

..... რაც შეეხება ასაკს როდის იყო ბაბუები კომპიუტერში ერკვეოდენ ბაბუაჩემს მობილურზე თითის დაჭერა ვერ ვასწავლე".

აუცილებლად უნდა მოესწრო ამბებს? არც 12-ე საუკუნეს მოსწრებია დღევანდელი ვინმე, მაგრამ ვიცით. წიგნი და სხვა საშუალებები უცხო ხილია?

აცა-ბაცა აზროვნება ჰქვია მაგას. ფილტვი,. ..ფილტვი და უნარები. იმიტომაც იყურებით რუსეთისკენ.

2017-03-20 17:35:54
ევროპა-ამერიკის ყბადაღებული (ავადმყოფურად გსიამოვნებთ სისულელეების როშვა) ცისფერობა რა მოსატანია რუსეთის ლოთობა - უწესობასთან? ყველა ნორმალური რუსი იგივეს გეტყვით.

2017-03-20 18:02:05
დღევანდელობა კი არა, თვით თამარ მეფის პირველი ქმარიც იური-რუსი უწესო-უვარგისი იყო რა დროში.

დეფის2017-03-20 19:43:50
ამასაც რომ თავი რაღაცა მიაჩნია, დეფი ხარ თუ ... გAAჯVი და გასრიალდი რა!!

2017-03-20 20:52:00
.

.2017-03-20 20:53:28
"



ჩარეცხილი ნაცების ჩარეცხილი კარის უნიჭო მელექსე პლასტელინას მოძღვრავს )




"

2017-03-20 23:24:01
კარგზე კარგია, როცა ადამიანს არავინ უშლის აზრის გამოთქმას, წაკითხვას, დაწერას, ა ზ რ ო ვ ნ ე ბ ა ს ! ძალიან მაგარია, როცა დამახინჯებულ ისტორიას არ გვასწავლიან. კიდევ ბევრი საინტერესო რამაა მოსაწონი, კიდევ ბევრი რამ მოვიპოვეთ ჩვენი ბრძოლით....და ეს ძაან მომწონს. არ მომწონს ის, როცა ადამიანს უჭირს იმის დანახვა, რა ვერ მოვახერხეთ, მოპოვებულს რატომ ვერ მოვუარეთ, ახლა რას ვემართლებით ამ ე.წ. მთავრობას? ვიცით? იმას ვედავებით ქუჩის მოსახვევებიდან რომ აგვყარა? იმას ვედავებით პრეზიდენტი ხათრით რომ აგვარჩევია?რა გვინდა----დამოუკიდებლობა? გვაქვს. თავისუფლება? ვართ თავისუფლები. ინტეგრირება ევროპაში? არჩევანის უფლება? ბიზნესის წამოწყება?....რა გვინდა, რაააა?
სამწუხაროა, მაგრამ არ ვიცით რატომ ვიბრძვით, რატომ ვართ უკმაყოფილო, რატომ არ ვჩერდებით...მოდი ასე მოვიქცეთ: ჯერ კარგად გავარკვიოთ რომელ წყობაში ვცხოვრობთ{ჩემი აზრით ეს კომუნისტური ფეოდალიზმია}, მერე ის გავარკვიოთ,... ამისთვის ვიბრძოდით? მერე მოვიაზროთ....ვინ ჩაიდინა ეს ყოველივე? ვინ გადაუხვია და რატომ გადაუხვია სწორი გზიდან? ვინ დაიჯერა ფანტასმაგორიული ტყუილები, არარსებულის შესრულება ვინ გაცვალა ხმაში....ვ ი ნ ? იქნებ ჩვენ თვითონ გავიპაზორეთ თავი, ჰააა?
ახლა, ახლა ვიცით რა გვინდა? ვიცით, რომ უჩინარ არსებასთან ბრძოლა შეუძლებელია და ტყუილად მუშტების ქნევას ემსგავსება ეს ე.წ. ბრძოლა? წაიკითხეთ ქართული ხალხური ზღაპარი "უჩინმაჩინის ქუდი"



უტვინოდ, მოუაზრებლად არაფერი გამოვა.

2017-03-21 01:00:52
არანაირი რკინის მმართველი და დიქტატორი არ სჭირდება ქართველებს.შეისმინეთ,ხალხო,რომ დემოკრატიული საქართველო ძალიან პატარა ასაკისააა,ჩვილ ბავშვს ჰგავს,რომელიც ეხლა ცდილობს ფეხზე გავლას.იმ რკინის ხელმა რაც მოიტანა,აჰა,ხელისგულზე გიდევთ და მოგწონთ რამე?ადამიანი არაა ცხოველი ,რომ რკინის კეტით აიძულო ცხოვრება.ის დრო თუ საუკეთესო იყო,რატომ დაინგრა და გაქრა ის უჯიშო წარმონაქმნი?არ შეიძლება ხელოვნურად ისტორიის დაჩქარება ან შენელება.ისტორია კანონზომიერი მეცნიერებაა და ყოველი მცდელობა რაიმე მახინჯი მოდელის შექმნისა,მთავრდება ადამიანების განადгуреბითა და სასტიკი კრახით.და ყოველნაირი პროპაგანდა,რომ ის დრო სჯობდა,არის უვიცობისა და გაუგონარი იდიოტიზმის გამოვლინება.კარგი რომ 5ოფილიყო,ასე არ დალპებოდა და გაქრებოდა.

2017-03-21 01:17:02
სამწუხაროდ,იმ მახინჯმა წარმონაქმნმა,დაგვიტოვა მძიმე მემკვიდრეობა,ჩვენს მაგივრად აკეთებდა,ფიქრობდა,შემოქმედდებდა პარტია,პროლეტარიატი მხოლოდ ყლაპავდა,გადააჩვიეს ხალხი აზროვნებას,ფიქრს,ინიციატივას,თუ ვინმე გაბედავდა განსხვავებული აზრის გამოხატვას,მას განადგურების დახვეწილი ასორტიმენტი ელოდა.ამიტომ,ბიბლიური მოსეს ისტორია აქტუალურია,როგორც არასდროს.სანამ იმ თაობის ხალხს,რომლებიც ერთკაპიკიან ასანთს მისტირის,არ ჩაანაცვლებს ახალი თაობა,რომელსაც ეცოდინება,რომ მხოლოდ საკუთარი ძალის ,გონების ,აზროვნებისა და მუშაობის შედეგად ექნება კარგი ცხოვრება,არ დაელოდება ყველა წვიმის და თოვლის შემდეგ,სახელმწიფო კომპენსაციას,დაიცავს საკუთარ უფლებებს და აუცილებლად შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას,აი,ასეთ თაობას ექნება,ძლიერი განვითარებული და საამაყო სახელმწიფო.

New york2017-03-21 01:26:40
"დავით დეფი"))))) დეფი-уლეფი))))

2017-03-21 10:37:53
ბიბინას შტერის მხარდამჭერები ძალიან გონებასუსტები ხართ,გონებრივად ჩამორჩენილები მხოლოდ იგინებით რადგან მსჯელობა არ შეგიძლიათ

2017-03-21 11:17:45
ბიბინას შტერის მხარდამჭერები ძალიან გონებასუსტები ხართ,გონებრივად ჩამორჩენილები მხოლოდ იგინებით რადგან მსჯელობა არ შეგიძლიათ
======================================= ==========================
საქართველო, ქართველები გაყოფილია ორ ნაწილად;

1. ქოცებათ (სტალინისტები, ორთოდოქსი კომუნისტები, დღეისობით ტრანსფორმირებულნი ორთოდოქს მართმადიდებლებად, წითელ ინტელიგენტებად) ერთი სიტყვით რუსეთუმეები.

2. დანარჩენებად, ანუ დასავლური ცივილიზაციის მომხრეები.

დღეს 21-ე საუკუნეში, კაცი რომ სტალინისტი და ორთოდოქსი, ანუ ფუნდამენტალისტი იქნიბა - რაზე უნდა მეტყველებდეს ეს მოვლენა? მის დიდ ინტელექტზე, თუ სრულ უინტელექტობაზე.

ასე რომ პრინციპში, საქართველო გონებრივი ფაქტორით, ანუ განათლებულობა-პროფესიონალურობის (სრომის უნარიანობის) ფაქტორის გავლენის მიხედვით არის დაყოფილი.

2017-03-21 11:52:26
რა ვიცი აქუს ტელევიზიაში კარგად იჯდა და სააკაშვილს ხან აგინებდა და ხან დასცინოდა. სააკაშვილის დამცველი არ ვარ და არც ვიქნები, მაგრამ ასეთი გამოშტერება შეიძლება? კარგად იძახოდა მე ვარ თითოეული თქვენთაგანის უფლებების დამცველიო და ისე წავიდა საქმე თავად გახდა დასაცავი.ეხლა ცალ მავთულზეა დაკიდებული და ეს მავთული დროა. მალე ეს მავთულიც გადაიჭრება და დამთავრდა მარგველაშვილის პრეზიდენტობა, რომელიც ისტორიაში შევა როგორც უუნარო და არაფრის მაქნისი პრეზიდენტი

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



გამოკითხვა
დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს, რომელ ოპოზიციურ პარტიას დაუჭერდით მხარს?
  
ტოპ ათეული
1. "მოძღვარმა ჯერ ლოცვები წაიკითხა, შემდეგ ლიფი ამიწია, ზეთი მაცხო და ორივე მკერდზე მაკოცა"
2. "მე - მაია ასათიანმა, არ ვიცოდი და არც არავის უთქვამს ჩემთვის"
3. "ძალიან სამარცხვინო და გამაღიზიანებელია, როცა ხარ ნანუკა ჟორჟოლიანი" - გურამ შეროზია
4. ქრისტეს სისხლის ანალიზის გამაოგნებელი შედეგები – მეცნიერებმა მისი ღვთაებრივი წარმოშობა დაადასტურეს
5. "ვახტანგ რჩეულიშვილის მდგომარეობა მძიმეა, გათიშული წევს რეანიმაციაში"
6. ნიკა ჭავჭავაძე: გუშინ ნანუკა ჟორჟოლიანი დამესხა თავს!
7. "ნიშნობაზე დედაჩემი ნაწყენი დარჩა" - რა არ მოეწონა ლევან ჯიბღაშვილის დედას?
8. ყაზბეგზე მომხდარი ავარიის დროს, საჭესთან სექს-სიმბოლო დიანა ოვანოვა იჯდა
9. ულამაზესი ნანიკო ხაჩიური, რომელიც უმძიმეს დაავადებას სასწაულებრივად გადაურჩა, დაქორწინდა (ფოტოები)
10. 27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
სარეკლამო ადგილი - 84
252 x 60
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901