• თბილისი
  • 20°C
  • 20 ოქტომბერი, 2017
article

პრეზიდენტმა ე.წ. მოსმენების კანონპროექტს ვეტო დაადო

ე.წ. მოსმენების კანონპროეტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  

პრეზიდენტმა ე.წ. მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა და ის პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს გადაუგზავნის. გიორგი მარგველაშვილის თქმით, კანონპროექტში არის რიგი საკამათო საკითხები, თუმცა ძირითადად ორი ხარვეზი გამოიკვეთა.

„პირველი არის სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც წარმოდგენილი კანონპროექტით არ არის უზრუნველყოფილი, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მეორე არის კანოპროექტში გაუმართლებელი და არაპროგნოზირებადი ხარკები, რომელიც ეს კანონპროექტის საკომუნიკაციო კომპანიებს აკისრებს,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.