• თბილისი
  • 23°C
  • 27 მაისი, 2017
article

ისტორიული გადაწყვეტილება - ბრიუსელში ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა

ევროკავშირის მინისტრებმა საბოლოოდ დაუჭირეს მხარი  ბრიუსელში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის საკითხსა და განახლებულ შეჩერების მექანიზმს. ხელმოწერის ცერემონიალი ბრიუსელში დღეს გაიმართა.

ინფორმაციას რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი საკუთარ ტვიტერზე წერს.

დღეს საკითხი ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრებმა განიხილეს და მათი დღევანდელი გადაწყვეტილება ტექნიკური ხასიათის იყო.

განახლებულ დოკუმენტზე ოფიციალური ხელმოწერის ცერემონიალი პირველ მარტს ბრიუსელში გაიმართება.

ამის შემდეგ გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება და დოკუმენტის გამოქვეყნებიდან ზუსტად ოც დღეში, ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ.