• თბილისი
  • 26°C
  • 25 სექტემბერი, 2017
article

რატომ არ ესწრებოდა ობამას გამოსვლას პრეზიდენტის უმცროსი ქალიშვილი?

10 იანვარს, ჩიკაგოში გამართულ შეხვედრას, რომელზეც ბარაკ ობამა უკანასკნელად წარსდგა სიტყვით საზოგადოების წინაშე, პრეზიდენტის რანგში, არ ესწრებოდა მისი უმცროსი ქალიშვილი საშა ობამა.

საერთაშორისო მედია, რა თქმა უნდა, დაინტერესდა რამ შეუშალა ხელი ქვეყნის "პირველ ქალიშვილს" დედასა და უფროს დასთან ერთად დასწრებოდა მამის გამოსამშვიდობებელ სიტყვით გამოსვლას.

მიზეზი არც მეტი არც ნაკლები საშას გამოცდა აღმოჩნდა.

საქმე იმაშია, რომ საშა ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობს. ის ვაშინგტონში მდებარე პრესტიჟული სკოლის Sidwell Friends-ის მოსწავლეა და 11 იანვარს მნიშვნელოვანი გამოცდა ჰქონდა.

დიახ, მიუხედავად იმისა, რომ საშა ქვეყნის პრეზიდენტის ქალიშვილია, ის მაინც ვერ გააცდენს სკოლას.

Sidwell Friends-ი ჰილარი და ბილ კლინტონების ქალიშვილი ჩელსი კლინტონუს და აშშ-ის სხვა ლიდერების შვილების სკოლაც იყო.