• თბილისი
  • 32°C
  • 25 ივლისი, 2017
article

პოლიტიკიდან შესაძლოა დავით ბაქრაძეც წავიდეს

სარეკლამო ადგილი - 203
200 x 120

ენმ-ში მიმდინარე დაპირისპირების შესახებ, რუსთავი 2-ის სატელევიზიო ეთერის შემდეგ განცხადება არ გაუკეთებია უმცირესობის ლიდერს, დავით ბაქრაძეს.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია რომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე პოლიტიკიდან წასვლაზე ფიქრობს.

ბაქრაძის გარემოცვის ვერსიით, მან, შესაძლოა, მალე პოლიტიკური ტაიმ-აუტი აიღოს.

შეგახსენებთ რომ დავით ბაქრაძემ, ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე დაპირისპირებისას ბოკერიას მხარე დაიკავა და ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილს გაემიჯნა.

ის, თავდაპირველად, 20 იანვრის ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ საკუთარი კანდიდატურის დაყენებასაც აპირებდა, თუმცა, მოგვიანებით გადაიფიქრა.

შეგახსენებთ რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე, ირაკლი ალასანია და რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი პოლიტიკიდან წავიდნენ.

შეუერთდება თუ არა, ალასანია-უსუფაშვილს დავით ბაქრაძე, მას შემდეგ, რაც ენმ-ს დატოვებს, უახლოეს დღეებში უნდა გახდეს ცნობილი.

„ბაქრაძეზე ყველაზე მეტი მცდელობები მქონდა, რომ დატოვე და წამოდი-თქო. მეგონა უფრო მოწესრიგებული კაცი იყო.

სტრასბურგში შევხვდი და მთელი საათი ვაწყვებოდი, არა გრცხვენია, რას ამბობ, ადექი, წამოდი-ნაციონალებიდანთქო“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე თვის წინ.