რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272812345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ამინდი
  თბილისი4°-16°
  ქუთაისი8°-18°
  ბათუმი11°-12°
CNN: რუსული სპეცსამსახურები, შესაძლოა, დონალდ ტრამპის შესახებ მაკომპრომეტირებელ მასალებს ფლობდნენ

15:05 11.01.2017
["პრესა.ჯი"]
ამერიკული ტელეარხი CNN ავრცელებს ექსკლუზიურ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა რუსული სპეცსამსახურები ამერიკის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შესახებ მაკომპრომეტირებელ მასალებს ფლობდნენ.

ტელეარხის ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია უშიშროებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელებმა გასულ კვირას აშშ-ს პრეზიდენტს, ბარაკ ობამასა და დონალდ ტრამპს მიაწოდეს, თუმცა ინფორმაცია შეხვედრის შესახებ არ გასაჯაროებულა.

ტელერახი ინფორმაციას რამდენიმე მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს და აღნიშნავს, რომ CIA-ის, FBI-ის, NSA-სა და ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელებმა ტრამპსა და ობამას 35-გვერდიანი საიდუმლო ანგარიშის ორგვერდიანი მიმოხილვა გადასცეს.

საიდუმლო დოკუმენტი, CNN-ის ცნობით, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსი ჰაკერების ჩარებას ეხება. მასში საუბარია იმაზეც, რომ რუსული სპეცსამსახურები წინასაარჩევნო პერიოდში ფლობდნენ ინფორმაციას როგორც ჰილარი კლინტონის, ისე დონალდ ტრამპის შესახებ, თუმცა, მათ მხოლოდ კლინტონის მაკომპრომეტირებელი მასალები გაასაჯაროვეს.

ცნობილია ისიც, რომ ამერიკულ სპეცსამსახურებს ამ ინფორმაციის ოფიციალური დასტური არ აქვთ, თუმცა მათი ეჭვი ბრიტანეთის დაზვერვის, MI6-ის ყოფილი თანამშრომლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. 

ამერიკული სპეცსამსახურებისთვის, MI6-ის ყოფილი თანამშრომლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სარწმუნოდ იქნა მიჩნეული, რადგან მას 1990-იან წლებში ჰქონდა რუსეთში მუშაობის გამოცდილება, გარდა ამისა, ის ევროპაში ფლობს კერძო სადაზვერვო-საგამოძიებო კომპანიას და მნიშვნელოვან ინფორმაციაზეც მიუწვდება ხელი. 

CNN-ის ცნობით, ამერიკის სპეცსამსახურების ლიდერებმა ობამასა და ტრამპს მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სადაზვერვო წრეებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ტრამპისა და რუსეთის კავშირების შესახებ. ტრამპის თანაშემწეებსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის კი აქტიური კავშირი იყო სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში.

ექსკლუზიური ინფორმაციის CNN-თან კომენტირებაზე ყველა მხარემ უარი თქვა. კონკრეტულ მასალას არც დონალდ ტრამპი გამოხმაურებია, თუმცა მან ტვიტერზე დაწერა რომ "ცრუ ახალი ამბები არის პოლიტიკური კუდიანებზე ნადირობა".

ოფიციალური მოსკოვის განცხადებით კი, ამერიკული სპეცსამსახურების მიერ მუდმივი აპელირება იმაზე, რომ რუსეთი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია, არის "სიცრუე" და ეს ემსახურება ორ ქვეყანას შორის "ურთიერთობების გაუარესებას".
ბეჭდვა  
კომენტარები:
2017-01-11 15:15:17
ამერიკის პრეზიდეტი რა დღეში ყავს პუტინს და ბიძო და მისი სასტავი რა დღეში ეყოლება

2017-01-11 15:33:53
გიჟის უნდა გეშინოდეს

2017-01-11 16:39:44
ტრამპის სიძლიერე სწორედ იმაშია, რომ კომპრომატების იმ უხვმა რაოდენობამ, რომლებიც დღემდე გამოუქვეყნეს მას ვერაფერი დააკლო. უქვეყნონ რამდენიც უნდა. ხალხმა ისეთი აირჩია როგორიც არის სინამდვილეში. მოიყირჭნენ ვითომ უმწიკვლო რეპუტაციის პოლიტიკოსებისგან.

2017-01-11 17:01:13
რა სიძლიერე რის სიძლიერე. ბრიყვი სააკაც გამოდის ამერიკის ტელევიზიებში და პუტინის დასმული პრეზიდენტის მეგობრად აცხადებს თავს. ამით პირდაპირ დარტყმას აყენებს საქართველოს როგორც მისი ყოფილი პრეზიდენტი. გარდა იმისა რომ ამერიკის ნახევარზე მეტი დასანახად ვერ იტანს ტრამპს, ამ ანგარიშის მიხედვით ტრამპი პირდაპირ კავშირში იყო პუტინთან. ნახევარი ამერიკის გადაკიდება უნდა 3 მილიონიან ქვეყანას???

2017-01-11 17:32:36
ბოლო პოსტი ისეთი ჭკვიანია , რომ ის არ უნდა იპოსტებოდეს სოცქსელებში. მან დიდ-დიდი სიბრძნეები ხორბლის მარცვალზე უნდა დაწეროს და ის მარცვალი ქოთანში ჩათესოს, ვითომ კანაფია. მერე მოსავალი უნდა აიღოს და ისევ დააწეროს ხორბლებს და ისევ დათესოს....თან პირდაპირ ბოტ. ბაღში. მხოლოდ გაკრეჭილი გურუ დააფასებს ამ სიბრძნეს. გაკრეჭილი ისაა, სანდომიანად რომ იცინის. თმაგაკრეჭილი არ იგულისხმება.

Tramalis mgeli2017-01-11 19:41:50
Kvela putinis makebaris dedas sheveci.

Tramalis mgeli2017-01-11 19:42:01
Kvela putinis makebaris dedas sheveci.

Tramalis mgeli2017-01-11 20:09:40
Saakashvili brikvi kiara jkviania she kvero. gamovida ak eksperti kvela rom politikosobs imitomaa chveni sakme kardad.

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



გამოკითხვა
დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს, რომელ ოპოზიციურ პარტიას დაუჭერდით მხარს?
  
ტოპ ათეული
1. "მეგრელად რომ იბადები, უკვე გეშლება... ტრაკზე მაკოცეთ, ვისაც არ გევასებით"
2. მაია ასათიანი: დაანებეთ თავი ჩემი გარდაცვლილი შვილის სახელით სპეკულირებას!
3. "კლასიკური ასკარიდა "კარფურის" სამწვადეში" - დააკვირდით, რას აჭმევთ ბავშვებს
4. "თითქოს დამნაშავე არავინაა, მაგრამ პატარა გოგონას მიმართ ყველა დამნაშავეა"
5. ია ფარულავა თეა წულუკიანზე: როდის მოასწრო ბავშვის გაჩენა, ახლა არ გათხოვდა?
6. "ტვინს მიგასხმევინებ! მეგრელობა რჩეულთა ხვედრია!" - გურამ შეროზია ეკა ყურშიტაშვილს
7. "დღეს დილით, გაჩერებაზე მდგომ და სკოლაში მიმავალ პატარა გოგოს ბეემვე დაეჯახა და მოკლა"
8. “მე ერთი შვილი არ მომკვდომია”: წერილი ციხიდან – რას ნანობს „მეტრონომთან“ მაგდა პაპიძე
9. "ჩცდ"-ში გაპარული შეცდომა - კენედის დაავადება მხოლოდ კაცებს ემართებათ
10. პატრიარქი: "აღდგომას, ღვთისადმი მადლიერების დღეს, მოზვერი და 7 ცხვარი დაიკვლება"
სარეკლამო ადგილი - 84
252 x 60
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901