• თბილისი
  • 29°C
  • 23 სექტემბერი, 2017
article

"სათითაოდ ხდება ყველა ქოთნის აღწერა, დალუქვა, მასზე რაღაც ოქმის შედგენა"

ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის ოფისში ექსპერტ-კრიმინალისტების მუშაობა გრძელდება.

როგორც პარტრიის ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია,რომელიც ჩხრეკას ადვოკატის სტატუსით ეწრება, წერს,  ჩხრეკისას პოლიციელები აგრესიას არ გამოხატავენ. ისინი სათითაოდ აღწერენ და ლუქავენ მარიხუანას თოთეულ ნერგს.

"სათითაოდ ხდება ყველა ქოთნის აღწერა, დალუქვა, მასზე რაღაც ოქმის შედგენა. იმ ტემპით,რა ტემპითაც ეს მოქმედებები ახლა მიმდინაროებს, როგორც მე ვხვდები, ეს წაიღებს მთელ დღევანდელ დღეს. მშვიდი მდგომარეობაა. გული მწყდება იმაზე, რომ ჩვენს მცენარეებს წაიღებენ და არ ვარ დარწმუნებული, რომ მაინცდამაინც სათანადოდ მოუვლიან"-წერს ხვიჩია.

შსს გირჩის ოფისში დღეს დილით მოსამართლის განჩინების საფუძველზე შევიდა. სამართალდამცავ ორგანოს ჰყავს მოწმეც, შსს-ს თანამშრომელი ოთარ შარმანაშვილი, რომელიც 31 დეკემბერს პარტიის ოფისში მარიხუანის დათესვის პროცესს ესწრებოდა. საგულისხმოა ისიც, რომ ეს პროცესი რამდენიმე ტელევიზიის პირდაპირ ეთერში და გირჩის ფეისბუქის გვერდზე live-ით გადაიცემოდა.

მარიხუანა პარტიის წევრებმა და მხარდამწერებმა 31 დეკემბერს დათესეს. 

პროცესს წინ უძღოდა პარტიის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, რომელმაც მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა და მოსთხოვა, მომხდარიყო ნებისმიერი ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია და მარიხუანის ლეგალიზაცია.