• თბილისი
  • 35°C
  • 22 აგვისტო, 2017
article

ლინკოლნ მიტჩელი: "რუსთავი 2" გამაღიზიანებელი და დამთრგუნველია ხელისუფლებისთვის"

ლინკოლნ მიტჩელი საქართველოს თემაზე მომუშავე ანალიტიკოსია, წარსულში ის "ქართული ოცნების" მრჩეველი იყო, ამიტომაც მისთვის უცხო არაა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ მიტჩელი ახლა ამერიკაშია და კოლუმბიის უნივერსიტეტში მოღვაწეობს, ის მაინც ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე დაძაბულ პროცესებს.

სიტყვის თავისუფლების ხარისხი, "რუსთავი 2"-ის საქმე და ჩვენი ქვეყნის დასავლური პერსპექტივები მან Presa.ge-სთან შეაფასა.

- ბატონო მიტჩელ, პირველ რიგში მინდა სიტყვის თავისუფლების შესახებ გკითხოთ, რამდენად მნიშვნელოვანია მისი დაცვა საქართველოსთვის, ახალი დემოკრატიის ქვეყნისთვის, რომლისათვისაც ყველა ეს პროცესი ჯერ ახალია?

- სიტყვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის. მის გარეშე ჩვეულებრივი მოქალაქეები ვერ მიიღებენ ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს და ვერ იმონაწილევებენ საკუთარი მთავრობის ფუნქციონირებაში.

სიტყვის თავისუფლების არარსებობა ბევრად ადვილს ხდის სახელმწიფოსთვის, მოახდინოს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება და მოიხვეჭოს ძალაუფლება. ახალი დემოკრატიის ქვეყნებში, ისეთი, როგორიც საქართველოა, სიტყვის თავისუფლების ჩამოსაყალიბებლად ბარიერების არსებობა მნიშვნელოვანია, მაგრამ სიტყვის თავისუფლების არსებობის აუცილებლობაც ცალსახაა. 

- თქვენი აზრით, შეცვლის თუ არა, ეს პროცესები დასავლეთის დამოკიდებულებას საქართველოსადმი და როგორ?

- ეს მოვლენები ნამდვილად შეცვლის დასავლეთის დამოკიდებულებას. 2012 წლის არჩევნების შემდეგ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნარატივს დიდი გავლენა ჰქონდა დასავლეთზე, მათზე, ვინც დიდ ყურადღებას აქცევს საგარეო პოლიტიკას, თუმცა არ არიან ექსპერტები საქართველოს საკითხში. ეს მოვლენები აძლიერებს ამ ნარატივს.

პოლიტიკის რეალური მიმართულებები ნათელი არაა, თუმცა ამის გამო დასავლეთი არ შეწყვეტს საქართველოს დახმარებას და არ დაასრულებს ნატო-ს მისიას.

- თქვენ იყავით "ქართული ოცნების" მრჩეველი, საკუთარი გამოცდილებით, როგორ ფიქრობთ, შეძლებს პარტია ამ პროცესის დარეგულირებას?

- "ქართული ოცნება" ბრძნულად მოიქცევა თუ მიხვდება, რომ მათ გააკეთეს ძალიან ბევრი იმისთვის, რომ "რუსთავი 2"-ს შეექმნა მათგან "ანტი-ქართული ოცნება" ამ სასამართლო საქმიდან, მათ გააკეთეს მეტი ამის ხელშესაწყობად, ვიდრე თავად "რუსთავი 2"-მა."რუსთავი 2" გამაღიზიანებელი და დამთრგუნველია ხელისუფლებისთვის, თუმცა მას მცირე გავლენა აქვს. უფრო მეტიც, გავლენაც რომ არ ჰქონდეს, მაინც არ უნდა ხდებოდეს მისი შევიწროვება.

- თქვენი აზრით, როგორ შეგვიძლია გადავჭრათ მედია გამჭვირვალობასთან დაკავშირებული რიგი პრობლემები?

- ზუსტად არ ვიცი რამდენად მასშტაბურია ეს პრობლემა. გამჭვირვალობის ნაკლებობის პოლიტიკა მედიაში წინა ხელისუფლების მიერ იყო შექმნილი, რათა დაემალათ, რომ ისინი აკონტროლებდნენ მედიას. ცხადია, ამის აღქმა მნიშვნელოვანია, მაგრამ ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ აუცილებლად ისმოდეს ოპოზიციური მედიის ხმა.