მთავარი | სიახლეები | ბიზნეს პრესა (BP.GE) | English | არჩევნები | პოლიტიკა | საზოგადოება | გმირები | კრიმინალი | დიასპორა | მედიცინა | სამხედრო | სპორტი | ხელოვნება | ლიტერატურა | ყვითელი | | ავტომარიაჟი | ბლოგები | ვიდეო | აფიშა | განრიგი | გურმანი | ვაკანსია 

გა­დას­ცა თუ არა ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ღეს­ტ­ნე­ლი მო­ჯა­ჰე­დი რუ­სეთს?
რა­ტომ ჭი­ა­ნურ­დე­ბა 17 მა­ი­სის მოვ­ლე­ნე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა ?
„ი­ვა­ნიშ­ვი­ლი VS წუ­ლუ­კი­ა­ნი“ - უწო­და თუ არა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტ­რ­მა პრე­მი­ერს „ქონ­დ­რის კა­ცი“?
ვა­ნუ­ა­ტუ აფ­ხა­ზეთს და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მ­წი­ფოდ აღარ აღი­ა­რებს
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ამინდი
  თბილისი10°-25°
  ქუთაისი14°-31°
  ბათუმი14°-23°
კრემლი მოლდოვას მოთხოვნას უყენებს: ნატოზე უარი საკუთარი ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ...

კრემლის იმპერიალისტური მიზნები
14:32 30.07.2012
[თეა ინასარიძე]

მოსკოვმა დაასახელა პირობები, რომლის სანაცვლოდაც მზად არის არაღიარებული ტერიტორია თავის ქვეყანას დაუბრუნოს. მოლდოვასა და დნესტრიპირეთისათვის რუსეთის ეს განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღიად განაცხადა, რომ შესაძლებელია კიშინიოვისა და ტირასპოლის კონფლიქტის გადაწყვეტა, თუკი მოლდოვა მის პირობებზე იქნება თანახმა.

რუსეთი,  რომელიც მოლდოვა-დნესტრიპირეთის კონფლიქტში შუამავალ მხარედ მონაწილეობს და თავის სამშვიდობო ჯარებს პოლიტიკური მანიპულაციებისთვის იყენებს, აცხადებს, რომ მოლდოვა-დნესტრისპირეთის კონფლიქტის გადაწყვეტა შესაძლებელი ყოფილა. თუმცა საამისოდ კიშინიოვისგან მყარ გარანტიებს ითხოვს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ამის შესახებ ღიად განაცხადა. მისი თქმით, პრობლემა უნდა გადაწყდეს მოლდოვას შემადგენლობაში დნესტრიპირეთის განსაკუთრებული სტატუსის რეგიონად შესვლით.

ასეთი განცხადება მოსკოვს მანამდე არასოდეს გაუკეთებია. არაღიარებული დნესტრისპირეთი, ისევე როგორც სხვა სეპარატისტული რეჟიმები პოსტსაბჭოთა სივრცეში, მოსკოვის მფარველობის ქვეშ იყო და იმედებს ამყარებდა, რომ რუსეთი მის დამოუკიდებლობას აღიარებდა. აღნიშნული განცხადება კი კარასინმა არაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენელთა თანდასწრებით გააკეთა.

როგორც „კომერსანტს“ დნესტრიპირეთის დარეგულირების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებების საქმის კურსში მყოფმა წყარომ უთხრა, რუსეთი დნესტრიპირეთის დაბრუნების სანაცვლოდ მოლდოვას პირობას უყენებს. კერძოდ: მოლდოვამ ნეიტრალიტეტის პირობა უნდა დადოს და უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე. ასევე, აღიაროს რუსების განსაკუთრებული უფლებები და რუსულ ენას მეორე სახელმწიფო ენის სტატუსი მისცეს.

კარასინმა დნესტრიპირეთის მოლდოვასთვის დაბრუნების შესაძლებლობაზე ტირასპოლში, სამშვიდობო ოპერაციის 20 წლისთავის აღსანიშნავ კონფერენციაზე ისაუბრა. მოგვიანებით გამართულ პრესკონფერენციაზე კი დნესტრიპირეთის ე.წ. პრეზიდენტის ევგენი შევჩუკის თანდასწრებით უფრო დააკონკრეტა: „ჩვენ დნესტრიპირეთის მომავალს მოლდოვას ნეიტრალური სახელმწიფოს შემადგენლობაში ვხედავთ“ - განაცხადა კარასინმა.

თავად  შევჩუკი აცხადებს, რომ მოლდოვასთან გაერთიანებასა და რაიმე ფედერაციაში შესვლაზე საუბრები ჯერ ნაადრევია.

თუმცა მოსკოვი უკვე ჩქარობს. მოლდოვა რუმინეთთან ურთიერთობებს ააქტიურებს და ნატოსკენ ისწრაფვის. ორ ქვეყანას შორის უკვე არსებობს სამთავრობათაშორისო შეთანხმება სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც რუმინეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, „დაეხმარება ჩვენს არმიებს შორის სპეციალური ურთიერთობების განვითარებას, ურთიერთობებისა, რომლებიც ევროპული მისწრაფებებში  პარტნიორობაზე იქნება დაფუძნებული“. ამ თანამშრომლობის პერსპექტივებმა მოსკოვი საგონებელში ჩააგდო. პირდაპირი ინტერვენცია, როგორც ეს ცხინვალში 2008 წელს გააკეთა, ახლა წარმოუდგენელია, არადა, როგორც რუსეთის პრემიერმა დიმიტრი რაგოზინი აცხადებს, „რუმინეთი - ეს არის კიდეც ნატო. იქ მყოფი ამერიკული ბაზა, თავისი არსით, ეს არის ნატო-ს ანტისარაკეტო თავდაცვის ბაზა. თუ რუმინეთის ტერიტორიაზე სამხედრო ინფრასტრუქტურა გაძლიერდება, ხოლო მოლდოვა რუმინეთთან სამოქალაქო ქორწინებაში შევა, სიტუაცია შეიცვლება“ - განაცხადა მან.

ბეჭდვა  
კომენტარები:
2012-07-30 14:40:32
აეწვათ ერთი ადგილი ღრუსებს!

2012-07-30 14:50:29
ყველას პატრონი ჰყავს ჩვენს გარდა

ახალციხელი2012-07-30 14:51:14
2012-07-30 14:40:32
აეწვათ ერთი ადგილი ღრუსებს!
--
და სეტურსა და მის კიკუებს..

2012-07-30 14:55:55
კიდევ ერთხელ აჭმევს მოლდავეთს-ამას რუსეთი საქართველოში არჩევნების წინ აკეთებს, რათა ხელისუფლების მომხრე ქართველი ამომრჩეველი დააეჭვიანოს თავის არჩევის სიმართლე/სისწორეში.
სიმართლე კი ასეთია-220 წლის ბოოოოზს ვერაფერი ვერ გამოასწორებს და ეს ყველაფერი მორიგი ფარსია....

2012-07-30 14:58:01
თუ შეხვალ ევრაზიაში(ახალი სსრკ), რა მნიშვნელობა ექნება დნესტრიპირეთი მოლდავეთის ფარგლებში შევა თუ ორივე-მოლდავეთიც და დნესტრისპირეთიც რუსეთის ფარგლებში შევლენ?

გუჯა2012-07-30 15:05:23
მტლიანად უნდატ მოლდოვა.მარტო დნესტრისპირეტი რა პონტია.

2012-07-30 15:09:02
'ყველას პატრონი ჰყავს ჩვენს გარდა"

შენცა გყავს პატრონი-იბანა....გაგვიძღვება რუსეთის საქართველოსთან "ძმობის" "დიდი" მომავლისაკენ...

2012-07-30 15:16:57
დააკვირდით რას აბბობს "აღიაროს რუსების განსაკუთრებული უფლებები", რუსების თუ რუსეთის????????????? ეგ რაღა ნეიტრალურია?

2012-07-30 15:19:41
პატრონი გვყავს. საქართველოს პატრონი საქართველოს პრეზიდენტია. და ახლა თუ 2008 წლის ომზე შემჭამთ,ჩემი აზრი ასეთია "სამშობლო ვიღაცამ უნდა დაიცვას".

2012-07-30 16:19:35
მაგარი პრეზიდენტია .არსად არ დაგეკარგოს

დათო(საბერძნეთი)2012-07-30 16:26:18
საინტერესოა გამოთქმა ––– ნეიტრალური სახელმწიფო...

ცნობისათვის ნეიტრალურ შვეიცარიას ჯარიც ჩვენზე ძლიერი ჰყავს,შეიარაღებაც და რეზერვიც...

ახლა თუ ნეიტრალურში რუსულ ბაზებს გულისხმობენ(სომხეთის მსგავსად) ეს სხვა კამპოტია მაშინ და არც ესაა ნეიტრალურობა...

ტიტობერი2012-07-30 16:29:12
ნუ შეჭამეთ ტვინი პატრონი პატრონი. ჩვენზე უკეთესი ჩენი პატრონი ჯერ არ არსებობს. ჩვენ თვითონ უნდა ვუპატრონოთ ჩვენს თავს და ჩვენს ქვეყანას

2012-07-30 16:30:20
დააკვირდით რას აბბობს "აღიაროს რუსების განსაკუთრებული უფლებები", რუსების თუ რუსეთის????????????? ეგ რაღა ნეტრალურობაა?
დაუმატეტ რუსული ენის სტატუსიც და ისიც რომ რუსეტს ტავისი დაპირება ტავისი ნებიტ რსადაც არ შეუსრულებია

ჩვენი ნეიტრალურობაც ეგრე შეჭამეს ჯერ გამოგვაცხადებინეს და ატ ტვეში ოკუპაცია მოგვახვიეს ტავს, ეგენი სანდოები არ არიან!

ტოლა2012-07-30 16:32:06
უსახელო-არარავინ არ შეგჭამს,დიახაც საქართველოს პატრონი პრეზიდენტია,მოსწონთ თუ არა ზოგიერტებს.და კარგა ხანი იქნება ჩვენი პატრონი პრეზიიდენტობის მერეც.

ტიტობერი2012-07-30 16:32:29
მთავარი ის კი არა არის შენ გამოაცხადო ნეიტრალიტეტი, ამაზე პირველ რიგში შენი მეზობლები უნდა დაგთანხმდნენ და რეალურად შეასრულონ კიდევაც. რუსეთს კი არასდროს არავის მიმართ არც ერთი პირობა არ შეუსრულებია, თუ მიწინააღდეგეში ძალა არ დაინახა და იგრძნო. სილა ესტ უმა ნე ნადო ––– ძალა გაქსვ ონება აღარ არის საჭირო –– აი რუსული ყველაზე ყველაზე გამოთქმა

ჩვენი თავი ჩვენადვე2012-07-30 16:33:14
ჩვენი თავის პატრონები ჩვენ უნდა ვიყოთ ტუმცა მოკავშირეებიც გვჭირდება,(რადგან არც ჩინეტივიტ ეკონომიკური ზალა გვაქვს და არც მატსავიტ ბევრნი ვარტ)

ბოროტი რობოტი2012-07-30 17:20:11
"პატრონი გვყავს. საქართველოს პატრონი საქართველოს პრეზიდენტია. და ახლა თუ 2008 წლის ომზე შემჭამთ,ჩემი აზრი ასეთია "სამშობლო ვიღაცამ უნდა დაიცვას"."

საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს პრეზიდენტი და არა პატრონი... პრეზიდენტის უფლება-მოვალეობანი აღწერილია კონცტიტუციაში, სიტყვა "პატრონი"-ს განმარტება კი ეძიეთ ლექსიკონებში.

2012-07-30 17:37:49
ბოროტი რობოტი

გამგებმა გაიგო

კუ2012-07-30 17:46:37
ქართველებს ნატომ შეიძლება წაგვართვას და დაგვაკარგვინოს ერთადერთი, ეს არის მხოლოდ რუსების მონობა და მშვიდობა. ნატო არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენისა და განმტკიცების საიმედო ერთადერთი მტკიცე გარანტია. გავაგებინოთ ყველა საქართველოს მოქალაქეს თუ რას ნიშნავს ნატოსკენ სწრაფვა. გთხოვთ გაეცნოთ და განავრცოთ მოსახლეობაში თუ რა ვალდებულება და მოვალეობა ეკისრება ნატოს კავშირს მეგობარი ქვეყნების მიმართ.

კუ2012-07-30 17:46:47
ის მოქალაქე ვინც ებრძვიან საქართველოს ნატოში გაწევრიანებას არის მოღალატე. იმ ქართველებს ვისაც რუსებთან ერთად უნდა ცხოვრება არავინ უშლის წავიდნენ ცხინვალის გავლით რუსეთში საცხოვრებლად.

კუ2012-07-30 17:48:46
რუსეთის ტერიტორიული პრობლემები
გაითვალისწინეთ რომ რუსეთს ამჟამად აქვს სერიოზული ტერიტორიული პრობლემები. მოსალოდნელია რომ რუმინეთი ალბათ შეიერთებს მოლდავეთს. პოლონეთი ოფიციალურად არ აცხადებს მაგრამ სერიოზული ტერიტორიული პრეტენზიები აქვს ბელორუსიასთან. რუსეთს ტერიტორიული პრეტენზიები აქვს იაპონიასთან რომელიც ამას ოფიციალურად აცხადებს. ასევე ოფიციალური პრეტენზიები აქვს ესტონეთს. რუსეთის მეზობელი ჩინეთი რომელიც ორი მილიარდია ოფიციალურად საერთოთ არაფერს არ ამბობს. მაგრამ ჩინეთის ყველა არაოფიციალური მოქმედება სინამდვილეში ოფიციალურ პრეტენზიებზე მეტის მიმანიშნებელი მნიშვნელობის არის. დასავლეთი უკრაინა პოლონელებთან უფრო ახლოს არიან ვინემ რუსებთან. მოსალოდნელია ასევე უკრაინა პოლონეთის შესაძლებელი გაერთიანება. მოსალოდნელია ნატოს ახალი სამხედრო კავშირის შექმნა რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოებთან. ნატოს მისია არის მიმართული მხოლოდ რუსეთისაგან თავდასაცავად. დასავლეთის კიდის ქვეყნებმა დაკარგეს თავდასხმის საშიშროების საფრთხე რუსეთისაგან. ამიტომაც მათი ნატოში ყოფნას არავითარი ფუნქცია აღარ გააჩნია. უახლოეს დროში ნატო შეიცვლის თავის გეოგრაფიულ ფორმას. ეს ყველაფერი წინასწარ შედგენილი და გათვლილია დასავლეთის პოლიტიკოსების მიერ. გონებრივად ფიქრით რომ არ იწვალოთ გუგოლში თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ მომავლის მასალებს და გთხოვდით რომ გაითვალისწინოთ.

კუ2012-07-30 17:48:53
რუსეთს არ სჭირდება ეკონომიურად ძლიერი განვითარებული საქართველო. რადგანაც მაშინ რუსეთი ვერ შესძლებს ჩვენს დამორჩილებას, ანუ საქართველოზე გავლენის მოპოვებას. დაუშვებელია და მიუღებელია რომ განვითარებული ემორჩილებოდეს განუვითარებელს. ასეთი აზროვნება და ცნება პრაქტიკულად სინამდვილეში ხომ არის მიუღებელი და შეუთავსებელი. რუსების მეგობრული ურთიერთობიდან გამომდინარე ცნობილი არის რომ მან შენ არ უნდა მოგცეს განვითარების საშუალება. რუსეთმა მიზანმიმართულად უნდა ღატაკად გაქციოს, იმიტომ რომ შენ საკუთარი გაჭირვების გამო იძულებული შეიქმნა რუსეთზე დამოკიდებული. თუ საქართველო რუსეთისგან დამოუკიდებლად განვითარდება მაშინ ხომ ჩვენ მასზე აღარ ვიქნებით დამოკიდებული. აქედან გამომდინარე ჩვენ ამის მერე აღარ ვიქნებით რუსეთის გავლენის სფეროში.

კუ2012-07-30 17:49:06
რასმუსენი: „ჩვენ არ ვჩქარობთ ავღანეთის დატოვებას“ იფიქრეთ რას ნიშნავს ეს.ნატოს ეს განცხადება პოლიტიკოსები ვალდებულნი არიან საკუთარი დაპირებები შეასრულონ. ვის მიმაღთ არის ეს ნათქვამი დაუკვირდით.

კუ2012-07-30 17:49:16
რუსეთს ეშინია მომავალი კავკასიის :: ეს არის მომავალი მნიშვნელოვანი გარემო ქართველებისათვის. როგორი იქნება ჩვენი ადგილი ამ ახალ გარემოში. კავკასიური სახლის მშენებლობას საქრთველოს პირველი პრეზიდენტი ცდილობდა. ამიტომაც რუსებმა ის ფიზიკურად გაანადგურეს. საქართველოს ხელისუფლება დარწმუნებული ვარ საიდუმლოდ დასავლეთთან ერთად მუშაობს მომავალი ერთიანი კავკასიის შექმნაზე მოქმედებს გააზრებულად. უახლოეს დროში რუსეთი უნდა დაიშალოს. რუსეთს ყველაზე დიდი საფრთხე კავკასიიდან ემუქრება. ვარაუდით რუსეთის დაშლა დაიწყება კავკასიიდან. რუსეთმა ეს იცის. ამიტომაც ის თავის გადარჩენას საქართველოს განადგურებაში ხედავს. როგორი იქნება მომავალი კავკასიური კონფედერაცია და ვინ იქნება მის რიგებში. რომელი ხალხებით იქნება წარმოდგენილი. ჩამოთვალეთ.

კუ2012-07-30 17:49:35
ვლადიმერ პუტინი და ბარაქ ობამა ერთმანეთს 18-19 ივნისს მექსიკაში შეხვდნენ

კუ2012-07-30 17:49:42
ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 67-ე წლისთავი მიულოცა

2012-07-30 17:49:59
Вооруженные силы Швейцарии состоят из Сухопутных войск и Военно-воздушных сил. Сухопутные войска состоят из 9 боевых бригад (2 танковых, 4 пехотных и 3 альпийских (горно-пехотных)), а также из вспомогательных бригад и соединений, учебных соединений. ВВС Швейцарии включают в себя эскадрильи истребителей, вертолетные соединения, соединения наземного ПВО, авиационные базы и обслуживающий персонал.

კუ2012-07-30 17:50:57
მოსკოვში ოპოზიციის მიერ გამართულ აქციებზე ადამიანებს აკავებენ. რუსეთის ოპოზიცია მილიონიანი მარშისთვის ემზადება

კუ2012-07-30 17:51:13
ნატო რუსეთის გენშტაბის განცხადებებს არადამაჯერებლად მიიჩნევს.

კუ2012-07-30 17:51:24
რუსეთმა შესაძლოა, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ევროპულ ობიექტებზე გამაფრთხილებელი დარტყმა განახორციელოს.

კუ2012-07-30 17:51:34
მოსკოვი ნატო-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ერთობლივი სისტემის შექმნას სთავაზობს.

კუ2012-07-30 17:51:48
ნიკოლაი მაკაროვი: "უმაროვის ქართულ სპეცსამსახურებთან კავშირის შესახებ განცხადებები უსაფუძვლოდ არ კეთდება".

კუ2012-07-30 17:52:22
სერგეი მინასიანი: "საქართველო თურქეთსა და აზერბაიჯანზე ძალიან არის დამოკიდებული იმისთვის, რომ სომხების გენოციდი აღიაროს"

კუ2012-07-30 17:53:11
ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის პროექტები შეისწავლეთ

კუ2012-07-30 17:53:29
ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრი ბაღათურიას მოუწოდებს, "ქართულ-ჩერქეზული ურთიერთობების გაფუჭებას ნუ ეცდება"

კუ2012-07-30 17:53:40
სტეფან ელგერზმა: "სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ნატო-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია"

ანზ2222012-07-30 19:52:48
მოლდოვისა არ ვიცი მაგრამ, ახლა ჩვენი უარი ნატოზე უდრის მთლიანად ჩვენი ქვეყნის წინსვლას უფსრკულისაკენ, საიდანაც უკვე ვეღარასოდეს ამოვალთ,რომც საჭირო გახდეს აფხაზეტის დაკარგვა, მაინც ნატო უნდა ვარჩიოთ,

სოლომონ2012-07-30 20:01:40
ანზ222-აბა დაფიქრდი რა სისულელეს ამბობ?ნატოს რა დამსახურება აქვს ჩვენს წინაშე რომ მის სანაცვლოდ დავთმოთ ყველაფერი?ომის მერე იარაღით დახმარებას დაგვპირდნენ და არ შეასრულეს უკვე 4 წელი გავიდა თანაც რამდენი ქართველი ჯარისკაცი შეეწირა ნატოს მიზნებს,მორჩა რა ცოტა სხვასაც კითხეთ გვინდა კი ეს ნატო?სულ ტყუილად ვისჯებით მაინც არასოდეს მიგვიღებენ ან თუ მიგვიღებენ მალევე დაიშლება ეგ ალიანსი

ზურა2012-07-30 20:18:12
ისემც თქვენი

ბოროტი რობოტი2012-07-30 20:27:04
"კუ 2012-07-30 17:53:40
სტეფან ელგერზმა: "სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ნატო-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია""

დღეს რამბლერზე:
Визовый режим между РФ и США упрощен ... ესეც აშშ-ს პრიორიტეტები!

მაგაშია საქმე2012-07-30 22:04:14
Визовый режим между РФ и США упрощен ... ესეც აშშ-ს პრიორიტეტები!
.......................
ეგ კარგია რაც უფრო მეტი რუსი ნახავს ამერიკის დ. ცივილიზაციის გემოს მიტ უფრო სწრაფად დაინგრევა რუსული არაფრისმომცემი იმპერია

შმაგი (უკრაინა)2012-07-31 03:44:21
‎"В кровавом болоте московского рабства, а не в суровой славе норманской эпохи стоит колыбель России. Сменив имена и даты, увидим, что политика Ивана III и политика современной московской империи являются не просто похожими, а и тождественными...
"Россия порождена и воспитана в противной и униженной школе монгольского рабства. Сильной она стала лишь потому, что в мастерстве рабства была непревзойденной. Даже и тогда, когда Россия стала независимой, она и далее осталась страной рабов. Петр I соединил политическую хитрость монгольского раба с величием монгольского владетеля, которому Чингисхан завещал покорить мир...
Политика России - неизменна. Русские методы и тактика менялись, и будут меняться, однако главная цель российской политики - покорить мир и править в нем - есть и будет неизменной. "Московский панславизм - всего лишь одна из форм захватничества".

Карл Маркс.

რასადე2012-07-31 05:01:03
რუსეთი ეუბნება მოლდოვას იმასაც, რასაც რუსეთი საქართველოს 1920 წელს ეუბნეოდა, ანუ რომ გასულიყო საქართველოში მყოფი უცხოური ჯარი, და ნეიტრალობა! მიიღო საქართველომ 1921 წლის ომი, ანუ რუსეთის სეტევა, სასტიკი დამარჩხება, ახალი აუტონომიები, ხო მანამდე კი რამდენიმე თვით ადრე მაგრევე მოაწერინეს ხეი, გადასცეს ყველას საქარ.-მიწები. კაროცჰე გადაგდეს!

არ უნდა რუსეთის პოლ.-ელიტას ახალი რამის მოფიქრება, იმეორებს ყველაფერს.

ნახეთ, ტკბილი შოკლოლადების მოლოდინში არ მიიღოთ კომბალა-მუშტი.
უკრაინელებს უკვე ეგონათ მაგდაგვარი.

2012-07-31 08:42:40
წვინტლიანი სომეხი,მაგარი გყავთ.

ჯერ ვნახოთ2012-07-31 08:50:07
რუსეთი მსგავს ბევრ დაპირებას იძლეოდა.

ვნახოთ.
ჯერ შედეგი დავინახოთ და აი მერე კი მივხვდებით დავუშვით თუ არა ნატოსა და ევროკავშირში უვაზელინოდ შეტენვის უტოპიური ოცნების მიყოლით

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. „ტაბურეტკიანი მამაოს“ აღსარება
2. პოლიციამ გურჯაანელთა მიტინგი ძალის გამოყენებით დაშალა
3. "პოლიცია გვიშველე" - რა ხდებოდა 17 მაისს ყვითელ ავტობუსში (ვიდეო)
4. ივანიშვილის ხელისუფლებამ დაღესტნელი მოჯაჰედი რუსეთს მიჰყიდა?
5. ამნისტირებული პატიმრის მიერ კიდევ ერთი გაუპატიურებული - ამჯერად ხელვაჩაურში
6. ასეთი იქნებოდა ბარბი რეალურ ცხოვრებაში
7. სააკაშვილის დიპლომატიამ გაჭრა - ვანუატუ აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღარ აღიარებს
8. ჟვანია შუბლაძეს: მე რომ სტუდიაში შიშველი შემოვიდე და დავიწყო სექსუალური მოძრაობები...
9. სასულიერო პირი აქციის მონაწილეებს: დაგხოცავთ, თქვენი დედა მოვტ--ნ (ვიდეო)
10. „ყველა მოძალადე და ძალადობის წამქეზებელი უნდა დაისაჯოს“
ბლოგები
რო­გორ აღ­მოგ­ვა­ჩი­ნა ევ­რო­პამ (ნა­წი­ლი მერ­ვე – დას­კ­ვ­ნა, “ნა­პი­რე­ბი”)
რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962