რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები: 599 877 908
და­ემ­შ­ვი­დო­ბე­ბით ნაღ­ვ­ლის ბუშ­ტის გა­უ­საძ­ლის ტკი­ვილს და შეძ­ლებთ მი­ირ­თ­ვათ, რაც მო­გე­სურ­ვე­ბათ...!
”ა­ვერ­სის კლი­ნი­კამ” ის­ნის რა­ი­ონ­ში ახა­ლი მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი ფი­ლი­ა­ლი გახ­ს­ნა
პრე­მი­ერ­-­მი­ნის­ტ­რის გან­ც­ხა­დე­ბა
სა­გან­გე­ბო ბრი­ფინ­გი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში
ყველა სიახლე
"ავერსსა" და PSP-ში მედიკამენტების გაძვირებას კატეგორიულად უარყოფენ
15:41 02.02.2011

ფარმაცეპტული კომპანიების, "ავერსისა" და PSP-ს წარმომადგენლები მათ ქსელში მედიკამენტებზე ფასების ზრდას კატეგორიულად უარყოფენ .

თუმცა, საწინააღმდეგოს ამბობენ ის ადამიანები, რომლებსაც "ინტერპრესნიუსი" აფთიაქებში გაესაუბრა.

მათი ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში ზოგიერთი მედიკამენტი საგრძნობლად გაძვირდა.

"რადენიმე დღის წინ "ავერსის" ქსელში კონკრეტული მედიკამენტი ათ ლარად შევიძინე, თუმცა დღეს ეს წამალი მთელი ხუთი ლარით გაძვირებული დამხვდა. ეს დაუშვებელია. ვფიქრობ, რომ მედიკამენტებზე ფასს ხელოვნურად ზრდიან", - განაცხადა ერთ-ერთმა მყიდველმა.

ამასთან, კომპანია "ავერსის" მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, დალი ბრეგვაძის განცხადებით, არც ერთ მედიკამენტზე კომპანიას ფასები არ გაუზრდია.

"არც ერთ წამალზე ჩვენს კომპანიას ფასი არ გაუზრდია და არც ერთი მედიკამენტის დეფიციტი "ავერსს" ამ ეტაპზე არ აქვს", – აღიშნა ბრეგვაძემ.
მედიკამენტებზე ფასების ზრდას უარყოფს კომპანია PSP-ეც. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, მარიკა ლომთაძის განცხადებით, მედიკამენტებზე მათ კომპანიას ფასები არ გაუზრდია და არც აპირებს.

"ჩვენ ბოლო პერიოდში ფასები არ გაგვიზრდია და არც ვაპირებთ. პირიქით. მომხმარებელს ფასდაკლების სერვისებს ვთავაზობთ"," – განაცხადა მარიკა ლომთაძემ.

ინტერპესნიუსი

გამოკითხვა
როგორ ფიქრობთ, გასულ წლებთან შედარებით, თქვენი ეკონომიკური მდგომარეობა:
  
ბლოგები
კა­ტე­ხიზ­მო: „მრგვა­ლი მა­გი­და – თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო“ - პარ­ტი­ა?
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901, 599 877-908