მთავარი | სიახლეები | ბიზნეს პრესა (BP.GE) | English | არჩევნები | პოლიტიკა | საზოგადოება | გმირები | კრიმინალი | დიასპორა | მედიცინა | სამხედრო | სპორტი | ხელოვნება | ლიტერატურა | ყვითელი | | ავტომარიაჟი | ბლოგები | ვიდეო | აფიშა | განრიგი | გურმანი | ვაკანსია 

ვის ინ­ტე­რე­სებ­შია უკ­რა­ი­ნუ­ლი სცე­ნა­რი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში?
თა­კო სა­ლა­ყაია ამა­ღამ თბი­ლის­ში ბრუნ­დე­ბა
ქუ­თა­ის­ში სა­სა­მარ­თ­ლოს შე­ნო­ბას­თან სიტ­ყ­ვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და
ა.შ.შ პო­ლი­ტი­კურ ან­გა­რიშ­ს­წო­რე­ბას და­უშ­ვებ­ლად მი­იჩ­ნევს
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ამინდი
  თბილისი17°-29°
  ქუთაისი20°-33°
  ბათუმი21°-28°
ОДКБ-ს სამხედროები, კავკასიის რეგიონში კოლექტიური ძალების გამოყენებაზე ივარჯიშებენ

წრთვნები კავკასიაში
08:35 27.06.2012
[თეა ინასარიძე]

რუსეთის მიერ დაგეგმილი მასშტაბური სამხედრო წრთვნების „კავკაზ 2012“-ის პარალელურად, შემოდგომაზევე იწყება კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) ფარგლებში დაგეგმილი ოპერატიული რეაგირების კოლექტიური ძალების წრთვნაც.

 „ურთიერთქმედება 2012“-ის თემა „კავკასიის რეგიონში ოპერატიული რეაგირების კოლექტიური ძალებისა და კოლექტიური უსაფრთხოების სისტემების გამოყენებაა“. წრთვნა სომხეთის ტერიტორიაზე ჩატარდება. მთელს ამ პროცესს სომხეთის თავდაცვის მინისტრი ხელმძღვანელობს.

ОДКБ-ს გენერალური მდივანი ნიკოლაი ბორდიუჟა წრთვნების დეტალების შესათანხმებლად უკვე ჩავიდა ერევანში, სადაც სომხეთის პრეზიდენტსა და უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა.

ოპერატიული რეაგირების კოლექტიური ძალების პირადი შემადგენლობა 20 ათას ითვლის, საიდანაც ნახევარი რუსი სამხედრო მოსამსახურეები არიან. ОДКБ-ს სამხედრო კომპონენტი შედგება შენაერთებისა და დანაყოფებისგან, რომლებიც მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში არიან - იუწყება სომხური მედია.

წრთვნების სამხედრო-პოლიტიკური ეტაპი კი უკვე დაიწყო.  ერევანში უშიშროების საბჭო შეიკრიბა, რომელზეც სომხეთის ირგვლივ შექმნილ სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციაზე და მომავალ სავარაუდო ნაბიჯებზეც იმსჯელეს - წერს სააგენტო „რეგნუმი“. რა თქმა უნდა, საბჭოს სხდომის შედეგები საჯარო ინფორმაცია არ გამხდარა. თუმცა სააგენტო დასძენს, რომ შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიმართონ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო პერიოდში საზღვარზე გართულებული სიტუაციის ფონზე, გამომწვევად გაიჟღერა ОДКБ-ს ხელმძღვანელის ნიკოლაი ბოირდიუჟას განცხადებებმა. მან ინტერვიუ მისცა სომხეთის პირველ არხს, სადაც აღნიშნა, რომ სომხეთს, როგორც ორგანიზაციის წევრს, აქვს უფლება დახმარებისათვის მიმართოს ОДКБ-ს, მათ შორის, სამხედრო დახმარებისთისაც - დააზუსტა ბორდიუჟამ და ისიც დასძინა, რომ ჯერჯერობით, სომხეთის წევრობა ამ ორგანიზაციაში აზერბაიჯანისთვის შემაკავებელი ფაქტორია და ამდენად, რაიმე სხვა ძალების ჩართვა ამ დაპირისპირებაში მიზანშეწონილი არ არის.

ბორდიუჟას თქმით, ОДКБ არა მარტო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, არამედ მთლიანად კავკასიის რეგიონში ადევნებს თვალს მოვლენათა განვითარებას. ხოლო თუ მთიანი ყარაბაღის პრობლემასთან დაკავშირებით სიტუაცია გამწვავდება, ანუ სომხეთს დახმარება დასჭირდება, „ჩვენი პრეზიდენტები გააანალიზებენ ვითარებას და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ“ - განაცხადა ბორდიუჟამ.

ОДКБ სამხედრო-პოლიტიკური კავშირია, რომლის წევრებიც არიან რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. ორგანიზაციას, როგორც წესი, მოსკოვი თავისი ინტერესების განხორციელებისთვის ინსტრუმენტად იყენებს.

ბეჭდვა  
კომენტარები:
კუ2012-06-27 09:40:18
ჩვენ რას ვუპირისპირებთ ამას. რას ვფიქრობთ და რას ვაკეთებთ

კუ2012-06-27 09:44:54
პატრიარქმა ილია მეორემ პენტაგონს მიმართოს თხოვნით რო ამერიკამ სამხედრო გემები შემოიყვანოს ჩვენს პორტებში საქართველოს დასაცავად..

კუ2012-06-27 09:56:49
საით მივდივართ რა არის ჩვენი მიზანი აუცილებლად გავარკვიოთ რა გვინდა, რომ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება.

კუ2012-06-27 10:00:35
შევისწავლოთ საქართველოს განვლილი გზა. დავადგინოთ სიჩქარეში რა გამოგვრჩა რომ შევავსოთ ცარიელი ადგილები.

2012-06-27 10:11:36
ბიძინამ ტანკები და ჯარი რად გვინდაო.

კუ2012-06-27 10:13:06
მიაქციეთ ყურადღება იმ გარემოებას რომ კლინტონი პირველად ჩავიდა ერევანში, ხოლო ამის მერე ის ჩამოვიდა საქართველოში და ამის მერე ის მიემგზავრება აზერბაიჯანში. უკვე მისახვედრია რომ დასავლეთი კავკასიის რეგიონს განიხილავს მხოლოდ ერთიანობაში. დასავლეთი არ განიხილავს კავკასიის სახელმწიფოებს ცალკე. საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი განიხილება ერთიანობაში, რაც იმის მანიშნებელია რომ დასავლეთი კავკასიის მომავალი კონფედერაცია გარდუვალი არის.

კუ2012-06-27 10:13:23
ძაან საინტერესოა ასევე ბატონი ბიძინას მრავალ მნიშვნელოვანი პოლიტიკური აზრიანი შეფასებები და კომენტარი ამერიკასა და საქართველოზე.

კუ2012-06-27 10:18:48
სახალხო მოძრაობა უნდა გააქტიურდეს. სახალხო დიპლომატია უნდა ამუშავდეს. სომხეთიდან რუსები შემოგვიტევენ. სომეხ ხალხს მოვუწოდოთ რომ არ დაუშვან რუსების საქართველოში შემოჭრა მეზობელი სომხეთის ტერიტორიიდან.

კუ2012-06-27 10:22:16
ჟურნალისტებო გაუკეთეთ ორგანიზება და ამერიკის კონგრესმენებს მიწერეთ ქართველი ხალხის სახელით რომ დაგვიცვან რუსეთის აგრესიისაგან. მარტო პრეზიდენტი მიშა ვერაფერს გახდება თქვენი მხარდაჭერის გარეშე. იმოქმედეთ მენახირეებო.

2012-06-27 10:24:39
რუსები ნამდვილად გამოთხრიან ჩვენც გვავნებენ და თავის ხალხს ხომ გაწყვიტავენ.გიტლერივით თავის ბუნაგში ამოხდება სული პუტიას,ვინც ომს იწყებს ის ყოველთვის წაგებულია.

კუ2012-06-27 10:26:38
ხალხო ნუ ელოდებით მარტო მიშას რა შეუძლია ერთ ადამიანს იმოქმედეთ. აგზავნეთ წერილები საქართველოს შველაზე. გეუბნებით შედეგიანი იქნება.

კუ2012-06-27 10:31:08
რუსები ხუთი მხრიდან შემოგვიტევენ. ზღვიდან, ჰაერიდან, სასომხეთიდან,აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან. ამერიკამ თუ გემი ჩაყენა ფოთში ზღვიდან დაცულები ვიქნებით. სომხებთან სახალხო დიპლომატიით შეიძლება წარმატებას მივაღწიოთ. აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გავაჩერებთ იმედი მაქვს. ჰაერსაც მოვიგერიებთ.

ვაი ჩვენს პატრონს2012-06-27 10:37:13
პატივცემულოო კუ ამერიკას და ევროკავშირს როომ ფეხებზე ვკიდივართ რით ვეგარ გაიგო შენაირმა კუებმა:) ყველაზე ცუდი კიდე რა არის იცი კუ ჩვენი ბედი ჩვენ მაღალს არ აღელვებს და შენ გინდა ამერიკამ დაგიცვას საზარბაზნე ხორცი ვართ ამ არანორმალული კაცის ხელში რით ვეგარ გაგვიგია ძალან ცუდ თამაშ თამაშობს და ვატყობ თან გადაიყოლებს ამ ხალხს და შენ თუ ფიქრობს ჩვენ მიშიკოს ძალიან აღელვებს ჩვენი ბედი მაგრათ ცდები და მეორე კიდე ძალიან გთხოვ ილია მეორეს ნუღა ახსენებ ესეთ პოლიტიკურ პროპაგანდებში და ნუ იტყი იქნებ ილია მეორემ პენტაგონს ან რაიმე სხვა გაერთიანებას მიმართოს მან ჩვენზე კარგათ იცის ვის და როგორ უნდა მიმართოს ჩვენზე მეტად შესტკივა გული ჩვენ ქვეყანაზე

კუ2012-06-27 10:38:04
ობამა და პუტინის შეხვედრას მიაქციეთ ყურადღება. ორ საათზე მეტი ისაუბრეს. სამი ძირითადი თემა იყო საქართველო რუსების მხრიდან და სიRია და იRანი ამერიკის მხრიდან. არ გაგვცვალონ და გაგვყიდონ მეშინია. შეიძლება ვივარაუდოთ გემები არ ჩააყენოს ფოთში ამერიკამ რუსებს სთხოვოს. ეს ისე ვარაუდით.

2012-06-27 10:38:22
რა უნდა დავუპირისპიროთ კუ აბა ამხელა ძალას და თანაც 5 მხრიდან რომ შემოგიტევენ? მარტო ჩვენ ვერაფერს გავხდებით, სერიოზული მოკავშირე გვინდა, რომელიც ყველანაირად დაგვეხმარება, თვით სამხედრო ძალითაც კი, მაგრამ ჩვენს გამო რუსეთს ვინ დაუწყებს ომს.

კუ2012-06-27 10:42:20
დაუკვირდით რუსები საქართველოს და ჩვენი პრეზიდენტის წინააღმდეგ უამრავ მასალებს აგროვებენ. ამ მასალების მიზანი არის მხოლოდ ომის დასაწყებად გამოყენება.

კუ2012-06-27 10:44:50
რა უნდა დავუპირისპიროთ კუ აბა ამხელა ძალას და თანაც 5 მხრიდან რომ შემოგიტევენ? მარტო ჩვენ ვერაფერს გავხდებით, სერიოზული მოკავშირე გვინდა, რომელიც ყველანაირად დაგვეხმარება, თვით სამხედრო ძალითაც კი, მაგრამ ჩვენს გამო რუსეთს ვინ დაუწყებს ომს.
-------------------------------------------
თურქეთი აკავებს რუსეთს. საქართველოს აღებით თურქები კარგავენ დერეფანს აზერბაიჯანში და შუა აზიაში.ს.

კუ2012-06-27 10:47:30
ვაი ჩვენს პატრონს
--------------------------------------

მოვისმინოთ საქართველოს რელიგიის მართლმადიდებლური მსახურების პოზიცია ცხინვალში ჩასული უფროსი ძმის რუსული მართლმადიდებლური მსახურების მიმართ. შეგახსენებთ! რომლებმაც ცხინვალში 16 – 17 - ტე საუკუნეში დაღუპული რუსი მეომრების ძვლები ჩაიტანეს. რუსული ჯარის გასამხნევებლად საქართველოს წინააღმდეგ ომისათვის.


ამაზე რას მეტყვი თუ უყვარს ილიას პასუხი რატო არ გასცა.

კუ2012-06-27 10:48:35
ვაი ჩვენს პატრონს
--------------------------------------
ფ აქტები სახეზეა მართლმადიდებელი მამები ებრძვიანსაქართველოს. სამი თვის განმავლობაში 27 მამაო ჩასული იყო კრემლში. მოგიწოდებთ დავასახელოთ მათი გვარები დავხერხოთ ასეთი მამაოები.

კუ2012-06-27 10:49:11
ვაი ჩვენს პატრონს
--------------------------------------

მომიყვანეთ ფაქტები მართლმადიდებელი რელიგიის თანამშრომლობის ხელისუფლებასთან. საქართველოს პირველ პრეზიდენტთან და დღევანდელ საქართველოს ხელისუფლებასთან.
მიჩვენეთ ფაქტები 2008 წლის აგვისტოს პატრიარქის მოწოდება ერის წინაშე ჩვენი მტრის რუსების წინააღმდეგ.
ქართველების რწმენას რუსები მართავენ. გეკითხებით რატომ?

კუ2012-06-27 10:49:36
ჩემი სურვილია რომ ჩვენი მართლმადიდებლური რელიგია ჩადგეს ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და ერის სამსახურში. მართლმადიდებელმა რელიგიამ უნდა აქტიურად ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან.

კუ2012-06-27 10:50:25
ვაი ჩვენს პატრონს
--------------------------------------
რ ა მეშლება შევიცვლი აზრს დამიმტკიცე

კუ2012-06-27 10:52:45
მუსულმანი ქართველობა უნდა დავიყენოთ გვერდში

2012-06-27 10:58:53
მოდის გუგუნით რუსეთი

2012-06-27 11:00:44
ამ ზაფხულს რუსეთი ბოლომდე შემოვა სამხრეთ კავკასიაში.

ნიკოლოზი2012-06-27 14:45:34
მიდით ხო ბიძინას ულოკეთ ერთი ადგილი!!რუსებს რო შემოგიგორებთ შემოდგომაზე მაგას ნახავთ მერე!იძახეთ მერე Bიძინაო....

2012-06-28 13:39:09
ხუთი მხრიდან კიარადა ყველა მხრიდან დაგვესხმებიან თავს.
სომხეთი ახსენეთ, აფხაზეთიც, სამაჩაბლოც, ზღვაც და ჰაერიც,
მაგრამ დარჩა კიდევ საიდანაც მათ ძალუძთ შემოგვიტიონ და ჩვენი წელში გატეხვაც მოახერხონ.
ეს არის დაღესტნიდან კახეთში, მამისონიდან რაჭაში, ყაზბეგის მხარე,

იტყვით ეხლა მაგ მიმართულებებს სტრატეგიულად გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვთო
მაგრამ ყველა მხირიდა რომ შემოგვიტევენ ეს ჩვენს ძალებსაც ხლიჩავს და ქაოსს იწვევს.
მოკლედ ძალიან გაგვიჭირდება მაგრამ უნდა მოვიგერიოთ

ამაში კი ტერიტორიულმა რეზერვმა უნდა ითამაშოს დიდი როლი

ზორბეგი2012-07-02 20:06:27
კუ - კ-არდ-უ გამოდი, ამოგვიცნეს!

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. „ტაბურეტკიანი მამაოს“ აღსარება
2. საქართველოს ყველა რეგიონში მასობრივი საპროტესტო აქციები იწყება
3. ნაციონალური მოძრაობა საგანგებო რეჟიმზე გადადის: აქცია და სპეც-განცხადება
4. პოლიციამ გურჯაანელთა მიტინგი ძალის გამოყენებით დაშალა
5. ვანო მერაბიშვილი დააკავეს
6. პოლიციის გენერალი ვანო მერაბიშვილის შესახებ...
7. მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესის დაწყებამდე ინციდენტი მოხდა (ვიდეო)
8. "პოლიცია გვიშველე" - რა ხდებოდა 17 მაისს ყვითელ ავტობუსში (ვიდეო)
9. ჟურნალისტი პოლიციას: რატომ არ მოქმედებთ? პასუხი: ბრძანება არ გვაქვს
10. ივანიშვილის ხელისუფლებამ დაღესტნელი მოჯაჰედი რუსეთს მიჰყიდა?
ბლოგები
ლა­ზა­რეს შა­ბა­თი - ქე­ბაჲ და დი­დე­ბაჲ ქარ­თუ­ლი­სა ენი­საჲ
რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962