მთავარი | სიახლეები | ბიზნეს პრესა (BP.GE) | English | არჩევნები | პოლიტიკა | საზოგადოება | გმირები | კრიმინალი | დიასპორა | მედიცინა | სამხედრო | სპორტი | ხელოვნება | ლიტერატურა | ყვითელი | | ავტომარიაჟი | ბლოგები | ვიდეო | აფიშა | განრიგი | გურმანი | ვაკანსია 

ვის­თან იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ვაჩ­ნა­ძე და გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი კან­ცე­ლა­რი­ა­ში ?
„სა­ბას“ თა­ნამ­შ­რომ­ლებ­მა მთავ­რო­ბას აქ­ცია მო­უწ­ყ­ვეს .
პა­ცი­ენ­ტი ოპე­რა­ცი­ის დროს თავს გი­ტა­რა­ზე დაკ­ვ­რით ირ­თობს
რა­ტომ არ სურს ივა­ნიშ­ვილს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა?
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ამინდი
  თბილისი16°-27°
  ქუთაისი17°-29°
  ბათუმი17°-23°
სეპარატისტები, თურქეთიდან, „ომის ვეტერანთა“ „დიდ გადმოსახლებას“ იწყებენ

08:40 31.05.2012
[თეა ინასარიძე]

37 რეპატრიანტმა გულრიფშის რაიონის სოფელ მაჭარაში ბინები მიიღეს. სოხუმის რეჟიმის წარმომადგენლის თქმით, მათ შორის აჭარიდან ჩასულებიც არიან.
თუმცა, რეპატრიაციის ე.წ. სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელის ზურაბ ადლეიბას განცხადებით, რეპატრიანტთა უმრავლესობა თურქეთიდანაა, ამასთან, ბინები გადაეცათ სირიიდან, ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან და აჭარიდან ჩასულებსაც.

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი რეპატრიანტებზე დიდ დემოგრაფიულ იმედებს ამყარებს. როგორც ადლეიბამ აღნიშნა, მათ შორის, ვინც ბინები მიიღეს, რამდენიმე უცოლო მამაკაციცაა, რომლებსაც პირობა დაუდიათ, რომ აუცილებლად შეირთავდნენ ცოლებს, როგორც კი ბინას მიიღებდნენ. „იმედია, ისინი თავის სიტყვას შეასრულებენ“ - განაცხადა ადლეიბამ რეპატრიანტებისთვის ბინის გასაღებების გადაცემისას.

ზოგიერთი რეპატრიანტი აფხაზეთში ჯერ ნიადაგის მოსასინჯად ჩავიდა, - ოჯახების გარეშე. ახლა, როცა ბინები მიიღეს, ცოლ-შვილსაც ჩაიყვანენ. რამდენიმე მათგანი უკვე გაემგზავრა თურქეთში, რომ საბოლოოდ გადმოსახლდეს აფხაზეთში. აფხაზეთში გადმოსახლებულთა უმრავლესობა იმ ნიშნით შეირჩა, რომ მათ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში აქვთ მონაწილეობა მიღებული და „ომის ვეტერანებად“ იწოდებიან.

„ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ დავბრუნდით ჩვენს სამშობლოში, ეს იყო ჩვენი წინაპრების ოცნება“ - განაცხადა აიდინ აკოლბამ, რომელიც მიიჩნევს, რომ აფხაზეთში დაბრუნება „აფსნითვის“ თავდადებით დაიმსახურა.

თურქეთში აფხაზური კულტურული ცენტრების ფედერაციის ხელმძღვანელის თქმით კი თურქეთში, მათ რიგებში არიან ბიზნესმენები, რომლებსაც ასევე „სურთ და შეუძლიათ დახმარება აღმოუჩინონ თავის სამშობლოს“. სწორედ აღნიშნული ფედერაცია იღებს თავის თავზე საბავშვო ბაღის მშენებლობას დრანდაში, სადაც „აპსნიპრესის“ ინფორმაციით ასევე არაერთი რეპატრიანტი ცხოვრობს. სწორედ დრანდაში მიმდინარეობს სირიიდან გადმოსახლებული 27 ადამიანისთვის ბინების მშენებლობა. ისინი ჯერჯერობით სასტუმრო „აიტარში“ ცხოვრობენ და აფხაზურს სწავლობენ.

ბეჭდვა  
კომენტარები:
ვიტალი2012-06-06 15:10:23
ფუფ....აფსუა ჩაფსუები ნახეთ!

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. რუსთავში, რამდენიმე საათის წინ, შვილმა მშობლები დახოცა
2. სკანდალური ფოტო-მასალა ახალაიას სასამართლოზე
3. საქართველოს ყველა რეგიონში მასობრივი საპროტესტო აქციები იწყება
4. „ტაბურეტკიანი მამაოს“ აღსარება
5. გაუხმაურებელი სკანდალი და საკადრო წმენდა შსს-ში - ვინ შეცვლის ღარიბაშვილს?
6. „ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარს ამბობს“
7. მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესის დაწყებამდე ინციდენტი მოხდა (ვიდეო)
8. ნაციონალური მოძრაობა საგანგებო რეჟიმზე გადადის: აქცია და სპეც-განცხადება
9. პოლიციამ გურჯაანელთა მიტინგი ძალის გამოყენებით დაშალა
10. პოლიციის გენერალი ვანო მერაბიშვილის შესახებ...
ბლოგები
ლი­ბე­რა­ლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში
რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962