• თბილისი
  • 29°C
  • 23 სექტემბერი, 2017
article

კვლავ მწვავედ დგას პოლიციის მიერ დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის პრობლემა

სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2016 წელს ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა, რომ კვლავ მწვავედ დგას პოლიციის მიერ დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის პრობლემა. 

როგორც უჩა ნანუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშით წარდგომისას განაცხადა, 2015 წელთან შედარებით, საანგარიშო პერიოდში დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებულ პირთა რაოდენობა შემცირებულია, თუმცა გაზრდილია დაზიანებით შესახლებულ პირთა და პოლიციის მიმართ პრეტენზიების რაოდენობა. 

​​სახალხო დამცველმა იზოლატორებში მოთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურების ინსტრუქციის დამტკიცება, იზოლატორებში შემოსული საჩივრების განხილვის 5-დღიანი ვადის დაწესება, კონფიდენციალური საჩივრით მიმართვის მიზნით იზოლატორში მოთავსებული პირის კონვერტით უზრუნველყოფის საკითხის ნორმატიულ დონეზე დარეგულირება და ვიდეოჩანაწერის შენახვის მინიმალური ვადის განსაზღვრა დადებითად შეაფასა.