• თბილისი
  • 26°C
  • 25 სექტემბერი, 2017
article

ავერსის კლინიკა მარნეულში მრავალპროფილურ 100 საწოლიან სამედიცინო ცენტრს ხსნის

11 მაისს 13:00სთ–ზე ავერსის კლინიკა მარნეულში  მრავალპროფილურ 100 საწოლიან  სამედიცინო ცენტრს ხსნის.

ავერსის კლინიკის მარნეულის  ფილიალი 10 წელია  წარმატებით ფუნქციონირებს  ქვემო ქართლის რეგიონში. დღემდე ავერსის კლინიკის მარნეულის ფილიალში 63 000-ზე მეტ პაციენტს გაეწია სამედიცინო მომსახურება და 6000-ზე მეტი ახალშობილი დაიბადა.

მოსახლეობის მოთხოვნილებიდან გამომდინარე სამედიცინო მომსახურების სფერო გაფართოვდა და 11 მაისს იხსნება მრავალპროფილური 100 საწოლიანი  სამედიცინო ცენტრი, რომელიც 5 სართულზეა განთავსებული.

ცენტრში ფუნქციონირებს:

·         ER - გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დეპარტამენტი;

·         რეანიმაცია;

·         მოზრდილთა სტაციონარი;

·         ბავშვთა სტაციონარი;

·         სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტი;

·         კეთილმოწყობილი პალატები 100 საწოლზე;

·         ქირურგიული დეპარტამენტი: 3 საოპერაციო დარბაზით;

·         ფუნქციურ-დიაგნოსტიკური დეპარტამენტი.

ავერსის კლინიკის მარნეულის მრავალპროფილური 100 საწოლიანი კლინიკის  გახსნას  დაესწრებიან:

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის   სამინიტროს წარმომადგენლები

ქვემო ქართლის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე, რწმუნებულები.

ავერსის დამფუძნებელი – პაატა კურტანიძე

ავერსის კლინიკის გენერალური დირექტორი – დიმიტრი ჯორბენაძე                         

 

ჟურნალისტებს გთხოვთ მობრძანდეთ 11 მაისს  13:00 სთ–ზე შემდეგ მისამართზე –  ქ. მარნეული 26 მაისის ქუჩა. საკონტაქტო პირი -  ლალი ბრეგვაძე. ტელ: 5 77 76 03 86