რეკლამა Presa.ge-ზე,
სპეციალური ფასები: 599 877 900
ნო­ემ­ბ­რის თვის ჰო­როს­კო­პი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
24 ოქ­ტომ­ბ­რის ას­ტ­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი
კომ­პა­ნია RMG –იმ სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებს სა­ჩუქ­რე­ბი გა­დას­ცა
მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ თი­ბი­სი ბან­კის ახა­ლი ვი­ცე-­პ­რე­ზი­დენ­ტე­ბი წა­რად­გი­ნა
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ამინდი
პროფესორი ანზორ მელია: შური, გულის მთავარი მტერია

17:04 18.03.2011
[ანანო კვაჭანტირაძე]

მედიცინის დოქტორისა და პროფესორის ანზორ მელიას თქმით, წითელი ღვინო სამკურნალოა. კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ ხელმძღვანელი, საზოგადოებას ურჩევს, არ იყვნენ შურიანები, რადგან შური გულის ერთ–ერთი მთავარი მტერია. პროფესორი, მაღალი წნევის მატარებელ ადამიანებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან მიმდინარე სეზონზე ისინი ინსულტისა და ინფარქტის რისკ–ჯგუფს განეკუთვნებიან. „პრესა,ჯი“ მედიცინის დოქტორსა და კლინიკა „გულის“ ხელმძღვანელ ანზორ მელიას სეზონური დაავადებებისა და მოსალოდნელი გართულებების შესახებ ესაუბრა.

 

– გაზაფხულის სეზონზე, ძალიან აქტუალურია გულსისხლძარღვთა დაავადებები. შეგიძლიათ გვითხრათ, ძირითადად, რა ასაკში იჩენს ეს პრობლემები თავს?

 

– ხანდაზმულ ასაკში ძალიან აქტუალურია ეს დაავადებები. ძირითადად 60 წელს გადაცილებულ ადამიანებში იჩენს  გულსისხლძარღვთა დაავადებები თავს. თუმცა, შემიძლია ისიც ვთქვა, რომ არაჯანsაღი ცხოვრების გამო, ახალგაზრდებშიც იმატა კარდიოლოგიურმა პრობლემებმა.

 

– შეგიძლიათ თუ არა სტატისტიკური დასკვნების გაკეთება?

 

– სტატისტიკურად, ამ დაავადებების გამოვლინების რაოდენობით ამერიკა დგას პირველ ადგილზე, თუმცა, არც საქართველო ჩამორჩება მას და კარდიოლოგიური და გულსისხლძარღვთა დაავადებების ასაკი, უკანასკნელ წლებში გაახალგაზრდავდა.

 

– კიდევ რა დაავადებების გამოვლინებაა შესაძლებელი  ამ სეზონზე?

 

– კარდიოლოგიურ და გულსისხლძარღვთა დაავადებეbთან ერთად, მოსალოდნელია ინფაქტებისა და ინსულტების გამოვლინება. ეს დაავადებები განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც მაღალი წნევები აქვს.

 

– ვინც ამ რისკ–ჯგუფს განეკუთვნება, რა პრევენციული ზომები ინდა მიიღონ, რომ თავიდან აიცილონ მოსალოდნელი ჯანმრთელობის გაუარესება?

 

– აუცილებლად უნდა იყოლიონ მკურნალი ექიმი. ეცადონ, ყოველ დღე თუნდაც თითო საათით გაისეირნონ, სიარული ყოველგვარ ფიზიკურ ვარჯიშზე უკეთესია. ჩემი რჩევა იქნება, არ იყვნენ შურიანები, რადგან შური გულის ერთ–ერთი მთავარი მტერია. ამერიკაში ექსპერიმენტიც კი ჩაატარეს: დააკვირდნენ „ბოროტ“ და „კეთილ“ ადვოკატებს. გაირკვა, რომ „ბოროტებში“ ინფარქტები უფრო ხშირი იყო, ვიდრე „კეთილებში“. აქედან გამომდინარე, შური და ბოროტება გულს ძალიან ვნებს.

 

– შეიძლება თუ არა პროფილაქტიკის დროს ალკოჰოლის მიღება?

 

– წითელი ღვინო, ოღონდ მცირე რაოდენობით,სამკურნალოცაა. პროფილაქტიკის დროს, მცირე რაოდენობით მისი მიღება სრულიად ნორმალური და სასარგებლოა.

 

– რას ურჩევთ იმ ადამიანებს, ვისაც ეს პრობლემები აწუხებს?

 

– აუცილებელია დაავადების კონტროლი და მუდმივი პროფილაქტიკა. დაუშვებელია არაჯანსაღი ცხოვრების სტილი. სიგარეტი და მაღალკალორიული საკვებიც, დიდ როლს ასრულებენ, ზემოთ აღნიშნული დაავადებების გამოვლინებაში.

 

– კიდევ რომელ სეზონზე უნდა ველოდოთ ასეთი დაავადებების გამოვლინებას?

 

– ისევე როგორც გაზაფხულზე, გულსისხლძარღვთა და კარდიოლოგიური პრობლემების გამოვლინება, შესაძლებებლია შემოდგომაზეც.

ბეჭდვა  
კომენტარები:
ეგზეკუტორი2011-03-20 10:22:11
მედიცინის დოქტორისა და პროფესორის ანზორ მელიას თქმით, წითელი ღვინო სამკურნალოა.


ოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო ოო


აჰა,ძმაო!
შენ მელია ეძახე!
მელია კი არა, ეს კაცი ბრძენია!

ნათია2011-07-17 00:31:36
ბატონი ანზორი ექიმი კიარა ზოგისთვის ღმერთია მართლაც რომ საუკეთესოა,

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. თბილისში მგზავრებმა ავტობუსიდან შავკანიანი ახალგაზრდა გადმოაგდეს
2. გამაოგნებელი სანახაობა, რომელიც გრენლანდიაში გადაიღეს (ვიდეო)
3. გაერო: ებოლა კონტროლს აღარ ექვემდებარება - ვირუსით კვირაში 10 000 ადამიანის სიკვდილს პროგნოზირებენ
4. ნაყენი, რომელიც მთელი ზამთრის მანძილზე უნდა მიიღოთ სურდოს თავიდან ასაცილებლად
5. ”პატრული პატრული!... სვანი ვარ დედას მოგი...ავ” - ჩხუბი ვარკეთილში (ვიდეო)
6. უმშვენიერესი გოგონას მიერ შესრულებული სიმღერა, რომელიც მალე ჰიტი გახდება
7. უნიკალური რეცეპტი - გათავისუფლდით სახსრების ტკივილისგან
8. როგორ დავიკლოთ კვირაში 3 კგ დიეტის გარეშე
9. 5 ყველაზე ძვირადღირებული სახლი მსოფლიოში - სად ცხოვრებენ მილიარდერები
10. 5 წუთი და მელოტი აღარ ხართ (ვიდეო)
ბლოგები
ცუ­ნა­მი, იაპო­ნე­ლე­ბი, ქარ­თ­ვე­ლე­ბი და სო­ლი­და­რო­ბა
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247, 595 58-18-18
599 877-901, 599 877-908
 
2014-10-23
visitor 48 492
visit 59 302
page 89 441
2014-10-24
  26 129
  31 738
  51 877