მთავარი | სიახლეები | ბიზნეს პრესა (BP.GE) | English | არჩევნები | პოლიტიკა | საზოგადოება | გმირები | კრიმინალი | დიასპორა | მედიცინა | სამხედრო | სპორტი | ხელოვნება | ლიტერატურა | ყვითელი | | ავტომარიაჟი | ბლოგები | ვიდეო | აფიშა | განრიგი | გურმანი | ვაკანსია 

გი­ორ­გი მაზ­მა­ნი­ა­ნი ITV-ს მე­დი­აკ­ლუბ­ში
თეა თუთ­ბე­რი­ძე ITV-ს მე­დი­აკ­ლუბ­ში
კან­ცე­ლა­რი­ას­თან გა­მარ­თუ­ლი აქ­ცია ინ­ცი­დენ­ტით დას­რუ­ლად
რე­ინ­კარ­ნა­ცია - მი­თი თუ რე­ა­ლო­ბა?
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ამინდი
  თბილისი12°-23°
  ქუთაისი16°-28°
  ბათუმი13°-22°
იდეალური ტანი

09:33 01.08.2012
[presa.ge]
პროპორციული ტანი ყველა ქალის ოცნებაა, მაგრამ ბუნება ზოგს საოცრად ლამაზ სხეულს არგუნებს, ზოგს კი, არაპროპორციული ნაკვთების გამო, დიდ საფიქრალსა და სადარდებელს უჩენს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ არც ეს პრობლემაა უსაშველო (ყოველ შემთხვევაში, მაშინ მაინც, თუ პლაჟზე არ იმყოფებით): თქვენი სხეულის ესა თუ ის ხარვეზი ან ნაკლი, შეგიძლიათ, დაფაროთ ან შენიღბოთ ტანსაცმლით. ასეთ დროს კი უნდა გაითვალისწინოთ არა მხოლოდ სამოსის სტილი, არამედ ქსოვილის ფერიც და ფაქტურაც. ახლა შემოგთავაზებთ რჩევებს, თუ როგორი ტიპის ტანს რომელი ქსოვილი და რა სტილის სამოსი უხდება: „ქვიშის საათი“ (მკვეთრად გამოკვეთილი წელი, მკერდისა და თეძოების ერთნაირი გარშემოწერილობა) – ითვლება კლასიკურ ქალურ ფიგურად. მთავარი ღირსებების ხაზგასმაში დაგეხმარებათ რბილი, ვარდნილი ქსოვილები: თხელი შალი, ტრიკოტაჟი, ხარისხიანი ვისკოზა, ბამბის ქსოვილები, კრეპდეშინი, აბრეშუმი. არ გირჩევთ სქელ, ნაკლებად დრეკად, მჭიდროდ ნაქსოვ ნაჭერს. თქვენს ნაკლს ხაზს გაუსვამს გარეცხვის შედეგად დაწელილი ტანსაცმელი; „მსხალი“ (ვიწრო მხრები, განიერი თეძოები) – ყურადღება გაამახვილეთ სხეულის ზედა ნაწილზე, პარალელურად, უნდა შენიღბოთ თეძოების არასასურველი ფორმა. მხრების გაგანივრების პრობლემა საერთოდ არ არსებობს – ნებისმიერ სამოსს შეგიძლიათ გაუკეთოთ ეგრეთ წოდებული „ლიპები“. შეარჩიეთ ნათელი ფერები, განსაკუთრებით აქტუალური იქნება თქვენთვის შიფონი, ხავერდნარევი ვისკოზა, სელის ქსოვილები; „ვაშლი“ (ტანის მომრგვალებული ფორმა. დამახასიათებელია სიმსუქნისკენ მიდრეკილი ქალბატონებისთვის) – თქვენ მოგიხდებათ ტანსაცმელი გრძივი, ვერტიკალური ნაკერებით, ზოლებითა და მოსართავებით. ქსოვილი უნდა იყოს თხელი და აუცილებლად კარგი ხარისხის, რომ თქვენი გარეგნობა არ იყოს ვულგარული: რბილი შალი, შიფონი, კრეპდეშინი, მსუბუქი გაბარდინი, სატინა. ამასთან, გახსოვდეთ: თხელი ქსოვილი ადვილად კარგავს ფორმას, კარგავს ფაქტურას, რის გამოც მას განსაკუთრებით სათუთი მოვლა სჭირდება. მოერიდეთ, ეგრეთ წოდებულ, ფართო მოცულობის ქსოვილებს: ტვიდს, მოხერს, სქელ ტრიკოტაჟს, ატლასს – ისინი ვიზუალურად გაზრდის თქვენს გარშემოწერილობას; „მართკუთხედი“ (გამხდარი, სწორი აგებულება, წელის, მკერდისა და თეძოების პრაქტიკულად ერთნაირი ზომები) – ასეთი ტანისთვის სასურველია სქელი, ნაკლებად დრეკადი, უხეში ქსოვილები, რომელიც გამოკვეთს სხეულის ფორმებს: გაბარდინი, მკვრივად ნაქსოვი შალი, აბრეშუმი, ტვიდი, ბამბა, ატლასი. ფეხსაცმლის დეტალები უნდა შეესაბამებოდეს ქსოვილის ტიპს – რაც უფრო მასიური იქნება, მით უფრო მოუხდება. სამოსის შერჩევისას, მაშინვე უნდა იცოდეთ, როგორ მოუვლით მას. გახსოვდეთ, რომ მკვრივი, სქელი ქსოვილები ძალიან ხშირად იკეთებს ეგრეთ წოდებულ „ბუსუსებს“.
ბეჭდვა  
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. სასულიერო პირი აქციის მონაწილეებს: დაგხოცავთ, თქვენი დედა მოვტ--ნ (ვიდეო)
2. ჟვანია შუბლაძეს: მე რომ სტუდიაში შიშველი შემოვიდე და დავიწყო სექსუალური მოძრაობები...
3. აქციის მონაწილეებმა მეტრო თავისუფლების პიკეტირება სცადეს
4. მეუფე იაკობის განცხადებამ, დაპირისპირება გამოიწვია
5. ჯონ ლენონი – ნამდვილი მეგობარი
6. თეა წულუკიანმა ივანიშვილს „ქონდრისკაცი” უწოდა?
7. სააკაშვილი ოფიციალური ბაქოსთვის, სოლიდარობის გამოცხადებაზე საუბრობს
8. კოტე ყუბანეიშვილი: პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა შეგეც..თ (ვიდეო)
9. პრეზიდენტობის კანდიდატები ნაციონალებიდან
10. გარდაიცვალა პოეტი რუსუდან გიგინაშვილი („აღმომაჩინეთ“)
ბლოგები
დრო­ის მა­ხი­ნა (მოგ­ზა­უ­რო­ბა მო­მა­ვალ­ში)
რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962