რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები: 599 877 908
სარეკლამო ადგილი - 82
252 x 100
ვის­თან ერ­თად ერ­თო­ბა ანი ახ­ვ­ლე­დი­ა­ნი ბა­თუმ­ში ოთო ფო­ლა­დაშ­ვილ­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ
შსს-მ გან­სა­კუთ­რე­ბით დი­დი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კი ამო­ი­ღო
და­ნით შე­ა­რა­ღე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი შშმ პირ­თა პან­სი­ონ­ში შე­იჭ­რა და 19 ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა
ქრის­ტი­ნე იმე­და­ძე ბა­თუმ­ში მი­ლი­ო­ნერ შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად ის­ვე­ნებს
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ამინდი
  თბილისი18°-31°
  ქუთაისი18°-31°
  ბათუმი19°-28°
აკვიატებულ მოქმედებათა ნევროზი

08:36 25.06.2012
[presa.ge]

აკვიატებული მოქმედებები და აკვიატებული შიშები აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზების რიცხვს ეკუთვნის. ნევროზები ფსიქოგენურ-რეაქციულ დაავადებათა ჯგუფია. ამ დაავადებებს საფუძვლად უდევს უმაღლესი ნერვული მოქმედების დარღვევა, რომელიც განსხვავებული ძალისა და ხანგრძლივობის სტრესული (პათოგენური) ფაქტორების ზეგავლენით არის გამოწვეული.
ნევროზის აღმოცენება უმეტესად დამოკიდებულია არა პათოგენური გამღიზიანებლის ძალაზე, არამედ ფსიქიკური ტრავმის მიღების მომენტში ადამიანის უმაღლესი ნერვული მოქმედების ფუნქციონალურ მდგომარეობასა და მატრავმირებელი ზემოქმედების მნიშვნელობაზე.
ნევროზის განვითარებას ხელს უწყობს როგორც ინდივიდუალურად მნიშვნელოვანი გამღიზიანებლების მოქმედება, ისე ნერვული სისტემის დამსუსტებელი მავნე ფაქტორების (სომატური დაავადებები, გადაღლა, იძულებითი გამოუძინებლობა, ენდოკრინული დარღვევები, ალკოჰოლიზმი და სხვა) ზეგავლენა. აკვიატებულ მდგომარეობებს საფუძვლად უდევს ლოკალური დაზიანებები, რომლებიც ბიძგს აძლევს ავადმყოფის ტვინის ქერქში მიმდინარე პათოლოგიურ ფუნქციონალურ ძვრებს.
დაავადების სახელწოდება, აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი, იმაზე მიუთითებს, რომ მის კლინიკურ სურათში ცენტრალური ადგილი აკვიატებას უკავია. აკვიატებული მდგომარეობა შინაარსით პოლიმორფულია: ხშირად შეინიშნება აკვიატებული შიშები, აზრები, მოქმედებები და ა.შ.
აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს, მაგრამ უმეტესად დაავადება ბავშვობიდან იღებს სათავეს. ადამიანი ერთიანად მოცულია აკვიატებული აზრებით, მიუხედავად იმისა, რომ ესმის მათი აბსურდულობა, მაინც ვერ ახერხებს, შეწყვიტოს აკვიატებული მოქმედებები, თავი დააღწიოს აკვიატებულ აზრებს.
აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი ფსიქიკის სერიოზული ქრონიკული დარღვევაა, რომელიც სხვადასხვა სიმძიმის ფორმით ვლინდება. ზოგიერთს მხოლოდ აკვიატებული აზრები ტანჯავს: აკლია საკუთარი თავის რწმენა, გამუდმებით ყოყმანობს, გონებრივი სამუშაოს შესრულებისას რამდენჯერმე კითხულობს ერთსა და იმავეს, მანამდე ამოწმებს შესრულებულ სამუშაოს, ვიდრე არაქათი არ გამოელევა. ამგვარი ნევროზით შეპყრობილები გრძნობენ თავიანთი ეჭვისა და შიშის უსაფუძვლობას, ებრძვიან ავადმყოფურ სიმპტომებს, მაგრამ ამაოდ.
შიშისა და მღელვარების შესამცირებლად ასეთი ავადმყოფები ასრულებენ მოქმედებებს, რომელსაც ფსიქოლოგები რიტუალებს უწოდებენ. აკვიატებული შიშები და აზრები ჯანმრთელ ადამიანსაც შეიძლება ჩამოუყალიბდეს. ასეთი რამ ხშირად ხდება გადაღლის, უძილობის, გადატანილი შიშის შემდეგ. ზოგჯერ აკვიატება ისე იპყრობს ადამიანს, რომ ცხოვრების კალაპოტიდან აგდებს. ავადმყოფს უჭირს მუშაობა, ოჯახსა და სოციალურ გარემოსთან შეგუება. საინტერესოა, რომ აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზით შეპყრობილები სხვა მხრივ სავსებით ნორმალური, გონიერი ადამიანები არიან, ესმით თავიანთი აკვიატების უსაფუძვლობა, მაგრამ დამოუკიდებლად მათი დათრგუნვა არ შეუძლიათ.
ცალკე გამოყოფენ აკვიატებულ შიშებს – ფობიებს. ამა თუ იმ ფობიით დაავადებულია მოსახლეობის 8-9 პროცენტი. აკვიატებული შიშები მეტად მრავალფეროვანია.
მათ რიცხვს ეკუთვნის:

    თანატოფობია – სიკვდილის შიში;
    კარდიოფობია – გულის დაავადებების შიში;
    აგორაფობია – ღია სივრცის, მოედნების, ხალხმრავალი ადგილების შიში;
    კლაუსტროფობია – დახურული სივრცის შიში, როდესაც ადამიანს ეშინია ლიფტით, მეტროთი, სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა, ძრწოლა იპყრობს, როცა სახლში მარტო დარჩენილს შემთხვევით კარი ჩაეკეტება. ზოგიერთი ასეთ დროს ფანჯრიდან გადახტომას ცდილობს.

როდესაც ფობიით შეპყრობილი ადამიანი მისთვის არასასურველ ადგილას (მეტროში, ლიფტში, კინოთეატრში, ხალხმრავალ ადგილას) მოხვდება, უსუსურობის განცდა ეუფლება. შფოთავს, არ ჰყოფნის ჰაერი, გონება ებინდება, უხშირდება გულისცემა. `საშიში~ სიტუაციის გარეთ კი გრძნობს თავისი შიშის უსაფუძვლობას, აბსურდულობას, ცდილობს, წინააღმდეგობა გაუწიოს ამ გრძნობას,  იპოვოს გზა მის დასაძლევად, შესასუსტებლად. ბევრი, იმის გამო, რომ ესმის თავისი ქცევის უაზრობა, სირცხვილის გრძნობას განიცდის და მალავს თავის განცდებს. უმეტესობა ექიმს მხოლოდ მაშინ მიმართავს, როცა თავისი მდგომარეობის ატანა და დამალვა უკვე აღარ შეუძლია.
წინათ ნევროზი იშვიათობად ითვლებოდა, ბოლო დროს კი გაირკვა, რომ ამ დაავადებით მილიონობით ადამიანი იტანჯება. ფობიებს, საზოგადოდ, ნევროზებს კომპლექსურად – ფსიქოთერაპიის, ფარმაკო-თერაპიის, საერთო მომამაგრებელი თერაპიის გამოყენებით მკურნალობენ. ფსიქოთერაპიული მეთოდის სახეობა ნევროზის ფორმასა და დაავადებულის პიროვნულ თვისებებზეა დამოკიდებული.
აკვიატებებისა და ფობიების დროს ხშირად ეფექტურია სუგესტიური ფსიქოთერაპიის, აუტოტრენინგის სხვადასხვა მეთოდი. სუგესტიური ფსიქოთერაპია შთა¬გონებით მკურნალობას ნიშნავს. შთაგონება შეიძლება განხორციელდეს როგორც ჰიპნოზის გამოყენებით, ასევე ავადმყოფის ფხიზელ მდგომარეობაში ყოფნისას. მკურნალობის ეფექტურობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს თვითშთაგონებას. ნევროზების მკურნალობა რთული და ხანგრძლივი პროცესია და დიდ პროფესიონალიზმს მოითხოვს. თვითმკურნალობა დაუშვებელია!

ბეჭდვა  
კომენტარები:
ლენა2012-08-17 18:35:31
52 წლის ვარ და ერთი დღე არ შემძლია მასტრუბაციის გარეშე....?

2015-04-19 02:54:48
ეს რა ნევროზოს პასუხია მასტურბაცია

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



გამოკითხვა
როგორ ფიქრობთ, გასულ წლებთან შედარებით, თქვენი ეკონომიკური მდგომარეობა:
  
ტოპ ათეული
1. თბილისში სექსუალური მანიაკი გამოჩნდა – თავდამსხმელი მორიგ მსხვერპლს თემქაზე სასტიკად გაუსწორდა
2. გარემოებები, რომელიც მეტყველებს, რომ მაგდა პაპიძე შესაძლოა მკვლელი არ არის
3. გულისამაჩუყებელი ვიდეო, რომელიც გარდაცვლილ ცოლ-ქმარს მიუძღვნეს
4. სიკვდილის მონაკვეთი
5. ქრისტინე იმედაძე: "შეიტანეთ მენიუში მჭადი -არ გვინდა ეს უცხო სიტყვათა კონა!"
6. "ჩხრეკა პრეზიდენტის შვილის სახლში ჩატარდა"
7. "კიდევ ერთი საშინელი შემთხვევა... როდემდე?"
8. თომა ბეთანელი: "სასულიერო პირთან დაწოლა მადლია"
9. რა კავშირშია ადამიანის ბედისწერა და დაბადების დღის რიცხვი?
10. თიკა ჯამბურია ესპანეთიდან: "არ თქვათ რომ ქართველებს სიმპატიური ბიჭები გვყავს"
ბლოგები
წე­რი­ლი ჭორ­ვი­ლი­დან: იცი შენ, გლა­ხა რჩე­ვას არ მოგ­ცემ მე, შე­ნი კარ­გი­და­კე­თი­ლი მინ­და...
სარეკლამო ადგილი - 83
252 x 60
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901, 599 877-908