რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები: 599 877 908
რა ხდე­ბა 14-ში?
თი­ბი­სი ბან­კ­მა აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კ­თან სამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე და­ას­რუ­ლა მუ­შა­ო­ბა
„ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რის ფუქ­ცი­ო­ნა­ლუ­რი და სა­ინ­ჟინ­რო რე­კონ­ს­ტ­რუქ­ცია წინ გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯია სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა­ში”
კა­ხა კა­ლა­ძე: არ­სე­ბობს სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ აფ­ხა­ზეთს ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გია ვერ მი­ვა­წო­დოთ
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
29123456
ამინდი
  თბილისი1°-12°
  ქუთაისი7°-21°
  ბათუმი11°-22°
საქართველოში, C ჰეპატიტზე, 500 ადამიანს უფასოდ უმკურნალებენ

19:24 03.12.2011
[თეონა მანაგაძე]

საქართველოში, ცე ჰეპატიტით დაავადებულ იმ კატეგორიის პაციენტებს უმკურნალებენ უფასოდ, რომლებიც ამ ვირუსის გარდა, შიდსითაც არიან ინფიცირებულები.

ამის შესახებ „პრესა.ჯი“-ს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ კატეგორიის პაციენტთა მკურნალობა, სავარაუდოდ, დეკემბერში ან იანვარში დაიწყება.

ცერცვაძის თქმით, აღნიშნულ პროგრამას შიდსთან და ჰეპატიტთან ბრძოლის გლობალური ფონდი აფინანსებს და ამ პროექტით, ჰეპატიტზე მკურნალობა 500 ადამიანს ჩაუტარდება.

რაც შეეხება საქართველოში შიდსით დაავადებულ ადამიანთა მონაცემებს, ცერცვაძის ინფორმაციით, ამ ვირუსით 3080 ადამიანია ინფიცირებული, რომელთაგან 500-ს ჰეპატიტიც აღმოაჩნდა.

ამასთან, „პრესა.ჯი“-სთან საუბარში, ცერცვაძემ ყურადღება შიდსის ვირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში, რისკ ჯგუფების, პირველ რიგში კი, ნარკომანების გამოკვლევა უნდა დაიწყოს.

’’რაც შეიძლება, მეტ ნარკომანს უნდა დავუკავშირდეთ და გამოვიკვლიოთ. ფაქტები რაც მალე გამოვლინდება, მით უფრო კარგია პაციენტების სიცოცხლისთვის და ასევე, სხვა ადამიანებისთვის, რადგან მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტი საფრთხეს სხვისთვის არ წარმოადგენს, ანუ, სხვას არ აინფინცირებს, რაც მნიშვნელოვანია’’, - განაცხადა ცერცვაძემ.

უნდა ითქვას, რომ ზოგადად, საქართველოში, ცე ჰეპატიტი, დღეისათვის, ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და მისი აქტუალობა დღითიდღე იზრდება. ამასთან, საქართველოში ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანთა ზუსტი მონაცემები ცნობილი არ არის. როგორც „პრესა.-ჯის“ დეპუტატმა მაგდა ანიკაშვილმა განუცხადა, დაავადებული ადამიანები, ყველაზე კრიტიკულ პაციენტთა ჯგუფია.  

დეპუტატის ინფორმაციით, ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების ზუსტი მონაცემების შედგენა ძნელია, თუმცა, არასამთავროების მიერ ჩატარებული ზოგიერთი კვლევის თანახმად, ირკვევა, რომ საქართველოში 100 ათასზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული.

შეგახსენებთ, რომ ჰეპატიტი ღვიძლის ანთებითი დაავადებაა.  შემთხვევათა 75-85%-ში ქრონიკულ მიმდინარეობას იძენს, თუმცა, ჯანდაცვის საერთაშორისო მსოფლიო ორგანიზაცის ინფორმაციით, დედამიწის მოსახლეობის ერთ მესამედზე მეტს ცე ჰეპატიტი აქვს, ხოლო ამ სენისგან წელიწადში დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი კვდება. მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში, ცე  ჰეპატიტის ვირუსით, მოზრდილი მოსახლეობის 5-10%-ია ინფიცირებული.

ბეჭდვა  
კომენტარები:
ცირა2011-12-07 01:57:10
რომელ საავადმყოფოს მივმართოთ ც ჰეპატიტზე სამკურნალოდ,რომელიც უფასოდ ჩაგვიტარებს მკურნალობას

ფსდდ2012-03-08 20:09:32
ჩაჩავაში მიდი ცირა და მანდ გიმკურნალებენ ც ჰეპატიტზე უფასოდ)))რა უფასოდ ვინ რას გიმურნალებს ისე გაგწველიან აზრზე რო მოხვალ აგარაფერი გექნება სახლში.სახლიც თუ სჰეგრჩა ვაბშე)))

გია2014-04-13 14:31:12
ჩემი აზრით,მთავობამ უნდა შეაჩეროს ინსრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება,შეამციროს შსს სამინისტროს ხარჯები და სხვა.ეს იქნება საკმაოდ სოლიდური თანხა და მიმართოს ც ჰეპატიტით დაავადებულთა სამკურნალოდ.კარგია ასფალტირებული გზები, მაგრამ თუ დაავადებული ადამიანები აღარ იქნებიან ცოცხლები ვის რაში დაჭირდება ეს გზები ან ვის დაიცავს შსს.

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



გამოკითხვა
ჩამოთვლილთაგან, რომელია ყველაზე წარუმატებელი და თანამდებობისათვის შეუფერებელი მინისტრი?
  
ტოპ ათეული
1. გარემოებები, რომელიც მეტყველებს, რომ მაგდა პაპიძე შესაძლოა მკვლელი არ არის
2. სამარშრუტო ტაქსიში მომხდარი შემთხვევა, რომელიც თავს ახალგაზრდა გოგონას გადახდა
3. კახეთში 17 წლის ბიჭი საკუთარი დის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს
4. ბიანკა შიგუროვას დასაფლავების კიდევ ერთი ფოტო
5. როგორ დავიკლოთ 5-დან 10კგ-მდე 1 კვირაში (წიწიბურას დიეტა)
6. iPhone 7 Ultra-ს პირველმა კადრებმა სოციალური ქსელი დაიპყრო
7. მაგდა პაპიძის და: "ქალებმა და გოგოებმა ჩემი და ჯვარზე გააკრეს"
8. წარწერა სტომატოლოგის საფლავის ქვაზე - სიცილისგან ცუდად გახდებით
9. "მაგდა პაპიძეს წიგნები რომ ჰქონდა, ძირითადად მკვლელობებზე იყო"
10. ბიანკა შიგუროვას დასაფლავება - დღის ფოტო
ბლოგები
კა­ტე­ხიზ­მო: „მრგვა­ლი მა­გი­და – თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო“ - პარ­ტი­ა?
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901, 599 877-908