რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
სარეკლამო ადგილი - 111
728 x 90
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272812345
ამინდი
  თბილისი0°-14°
  ქუთაისი2°-13°
  ბათუმი3°-10°
უგემრიელესი ტოლმა

14:14 15.12.2016
["პრესა.ჯი"]
ტოლმა უდავოდ ერთ-ერთი ჩვენი უსაყვარლესი კერძია. მას საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც კარგად იცნობენ და მსგავსი კერძის მრავალი განსხვავებული რეცეპტიც მოეპოვებათ. მოამზადეთ 15-მდე ქართული ტოლმა დეტალურად განმარტებული რეცეპტით და თქვენი საყვარელი კერძიგემრიელად მიირთვით!

რეცეპტის ინგრედიენტები:

  • 1 ცალი საშუალო ზომის კომბოსტო
  • 300 გრამი საქონლისა და ღორის ხორცის ფარში
  • 80 გრამი ბრინჯი
  • 2 თავი ხახვი
  • 2 ცალი პამიდორი
  • 3 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 3 დაფნის ფოთოლი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ჩაის კოვზი უცხო სუნელი
  • 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი
  • 30 მილილიტრი ზეთი
  • შავი წიწაკა და მარილი
  • წყალი

1. ერთად დანაყეთ ნიორი, მარილი გემოვნებით და სუნელები(უცხო სუნელი|ხმელი ქინძი).

2. დაჭერით 2 დიდი პამიდორი საშუალო ზომის ნაჭრებად და მოათავსეთ თასში. ჩაუმატეთ დანაყილი მასის ნახევარი, დაფნის ფოთლები და არაჟანი. კოვზის გამოყენებით კარგად შეურიეთ ეს ინგრედიენტები ერთმანეთს. შემდეგ ჩაუმატეთ ნახევარი ლიტრი წყალი, 1 სუფრის კოვზი ზეთი, ისევ შეურიეთ და მიღებული მასა შემდეგი ეტაპისთვის გადაინახეთ.

3. მოხარშეთ ბრინჯი მარილიან წყალში. დაჭერით ხახვი და შეწვით ზეთში. მოათავსეთ ხორცის ფარში თასში მოხარშულ ბრინჯთან და შემწვარ ხახვთან ერთად. ჩაუმატეთ პირველ ეტაპზე დანაყილი მასის დარჩენილი ნახევარი და კარგად შეურიეთ ეს ინგრედიენტები ერთმანეთს.

4. აადუღეთ წყალი და მოათავსეთ მასში თავი კომბოსტო ისე, რომ წყალმა ის ნახევრამდე დაფაროს. ჩაყარეთ 1 სუფრის კოვზი მარილი და გააჩერეთ კომბოსტო მდუღარე წყალში 5 წუთის განმავლობაში. დროის ამ მონაკვეთში რამდენჯერმე გადააბრუნეთ, რომ ყველა მხრიდან დარბილდეს. ამ ეტაპის მიზანი არა კომბოსტოს მოხარშვა, არამედ მისი დარბილებაა. ამოიღეთ კომბოსტო წყლიდან და ფრთხილად დაიწყეთ მისი დაშლა ფურცლებად. ამაში კოვზი დაგეხმარებათ. ფოთლებს ფრთხილად მოათალეთ სქელი ღეროები, ცენტრალურ ზოლად რომ გასდევთ მათ.

5. მოათავსეთ ერთ-ნახევარი სუფრის კოვზი ხორციანი მასა თითოეულ ფოთოლზე. გადაკეცეთ კომბოსტო გვერდებიდან და გადაახვიეთ ტოლმა სიგრძეზე.

6. ჩააფინეთ ქვაბის ძირში მორჩენილი კომბოსტოს ფურცლები და დაალაგეთ მასზე ტოლმები. დააფარეთ ფოთლები ზემოდანაც, დაადეთ ღრმა თეფში და მასზე კიდევ რაიმე სიმძიმე. მოასხით გვერდებში მეორე ეტაპზე მომზადებული პამიდვრის სოუსი და დააფარეთ ქვაბს თავსახური. აადუღეთ და ხარშეთ 50 წუთის განმავლობაში, ან უფრო დიდხანს თუ კომბოსტო სქელია და მეტ დროს მოითხოვს.

ბეჭდვა  
კომენტარები:
2016-12-21 18:30:14
სუნელი რად უნდა ვერ ვგებულობ , ხარცჰოა, საცივია ტუ? ყველაპერი სუნელიტ არ მომწონს , მკვლიავი ან ქონდარი(მტის) კიდე ჰო უხდება ხორცს ..

ტოლმა2016-12-24 20:25:16
5 წუთი წყალში რას დაარბილებს უმ კომბოსტოს?ხარშვის დროსაც კი გული უმი რჩება/თუ თანდათან არ შემოაცილე ფოთლები და ისევ არ ჩააბრუნე მდუღარე წყალში 3 ნაწილად მაინც...

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



გამოკითხვა
დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს, რომელ ოპოზიციურ პარტიას დაუჭერდით მხარს?
  
ტოპ ათეული
1. ლელა კაკულიას სკანდალური განცხადება დეკანოზ გიორგი მამალაძეზე (ვიდეო)
2. რა უნდა აკეთოს ადამიანმა გარდაცვლილთა სულების საცხონებლად
3. კვირიკაშვილი მიდის - ვინ გახდება ახალი პრემიერი?
4. თვითმკვლელობა სიყვარულის გამო - სოფო ქოიავას უკანასკნელი მიმართვა შეყვარებულს (ვიდეო)
5. ია ფარულავა ნინო კუზანოვას დას: "არასდროს მევასებოდი"... "შენი ყველა პასუხი მტრობით არის გაჟღენთილი"
6. ანუკი არეშიძე: "გამხდარი ქალები აღარ არის მოდაში"
7. ვინ არის 19 წლის გოგონა, რომელიც მე-5 სართულიდან გადმოხტა
8. “ქორწილი ჩაიშალა, ბიჭი მთელი ღამე დაკითხვაზე იყო” – გახმაურებული თვითმკვლელობის ახალი დეტალები
9. მეცნიერებმა ჩერნობილის ტყეებში საოცარი რამ აღმოაჩინეს
10. სოფო ქოიავას მე-7 სართულიდან გადმოხტომა სოცქსელის ტესტმა უბიძგა?
სარეკლამო ადგილი - 29
468 x 60
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901