Carpet Cleaning Calgary
რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
სარეკლამო ადგილი - 82
252 x 100
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272812345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ამინდი
  თბილისი1°-11°
  ქუთაისი3°-11°
  ბათუმი5°-9°
აჭარული ლობიანი

14:08 15.12.2016
["პრესა.ჯი"]

რეცეპტის ინგრედიენტები(მზადდება 4 ლობიანი):

ცომისათვის:

  • 1 კგ. ფქვილი
  • 300 მლ. წყალი ან რძე
  • 1 კვერცხი
  • 1 სუფრის კოვზი საფუარი
  • 1 ჩაის კოვზი შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
ლობიოსათვის:
  • 600 გრ. ლობიო
  • 100 გრ. კარაქი
  • 3–4 დაფნის ფოთოლი
  • მარილი გემოვნებით
ცომი:ცომის მოსამზადებლად რამდენიმე რეცეპტი არსებობს, მაგრამ ჩვენ გთავაზობთ მათგან ყველაზე მარტივ მომზადების წესს.1. თასში ჩაყარეთ 700 გრ. ფქვილი. შუაში გააკეთეთ ჩაღრმავება და დაუმატეთ კვერცხი, საფუარი, შაქარი და მარილი.2. 35°C-მდე გამთბარი რძე ან წყალი ნელ–ნელა ჩაასხით თასის შუაგულში. მოზილეთ ხელით, გარედან შიგნით.3. ხელით გააკეთეთ ცომის გუნდა. თასს გადააფარეთ ცელოფანი და დატოვეთ სულ მცირე 2 საათით თბილ ადგილას, ასაფუებლად.

ლობიოს მომზადება:1. მოხარშვამდე გააჩერეთ ლობიო ცივ წყალში 2 საათით. წყალი გადაწურეთ, დაუმატეთ დაფნის ფოთლები და 2 ლიტრი წყალი.2. ხარშეთ საშუალო ტემპერატურაზე ლობიოს დარბილებამდე, შემდეგ კი წყალი მთლიანად გადმოწურეთ .3. მოხარშული ლობიო გადმოიტანეთ ჯამში და დაუმატეთ მარილი და 100 გრ. კარაქი.4. ლობიო და კარაქი კარგად დასრისეთ, სანამ არ პიურეს არ დაემსგავსება.5. მოაყარეთ ფქვილი სამუშაო ხის დაფას და ცომი გამოყენებამდე გადაზილეთ. გააჩერეთ 10 წუთით.6. გაყავით ცომი 4 ნაწილად და თითოეული ნაწილი ხელითვე დაამრგვალეთ.7. გააბრტელეთ თითოეული ნაწილი და მიეცით ოვალური ფორმა.8. ლობიოს მეოთხედი მოათავსეთ ცომის შუაგულში და ცომი ყველა მხრიდან გადმოკეცეთ.9. საცხობ ლანგარს მოაპნიეთ ცოტაოდენი ფქვილი, მოათავსეთ მასზე ლობიანი და შედგით წინასწარგახურებულ ღუმელში დაახლოებით 12 წუთით, მაღალ ტემპერატურაზე.მიირთვით ცხელი, წიწაკის მწნილთან ერთად!
ბეჭდვა  
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



გამოკითხვა
დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს, რომელ ოპოზიციურ პარტიას დაუჭერდით მხარს?
  
ტოპ ათეული
1. "მოძღვარმა ჯერ ლოცვები წაიკითხა, შემდეგ ლიფი ამიწია, ზეთი მაცხო და ორივე მკერდზე მაკოცა"
2. რა ხილვა ჰქონდა ბავშვს, რომელიც ავტოავარიას ემსხვერპლა? – ,, ღვთისმშობელი გამომეცხადა და მითხრა ილოცეო”
3. "გთხოვთ, გაავრცელეთ!" - პოეტი შალვა ბაკურაძე დაიკარგა
4. უბედური შემთხვევა თბილისში - ვაკეში მიწა ჩავარდა და მამაკაცი ჩაიყოლა
5. ქრისტეს სისხლის ანალიზის გამაოგნებელი შედეგები – მეცნიერებმა მისი ღვთაებრივი წარმოშობა დაადასტურეს
6. ილია მეორე: გაძლევთ ლოცვა-კურთხევას, სახლის კუთხეებში დააწეროთ მთავარანგელოზ მიქაელის სახელი
7. "მე - მაია ასათიანმა, არ ვიცოდი და არც არავის უთქვამს ჩემთვის"
8. "ძალიან სამარცხვინო და გამაღიზიანებელია, როცა ხარ ნანუკა ჟორჟოლიანი" - გურამ შეროზია
9. ოცნების გეგმა: თბილისის მერი - კალაძე, საქართველოს პრეზიდენტი - ღარიბაშვილი, "პენსიაზე" - კვირიკაშვილი
10. ნიკა ჭავჭავაძე: გუშინ ნანუკა ჟორჟოლიანი დამესხა თავს!
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901