• თბილისი
  • 33°C
  • 29 ივნისი, 2017
article

წაბლის სუპი ფრანგულად

გაეცანით და ისიამოვნეთ გლუვი, მდიდარი ფრანგული სუპით! შეგიძლიათ თამამად მოიწონოთ თავი სადღესასწაულო სუფრებზე ამ განსხვავებული და ორიგინალური კერძით.

რეცეპტის ინგრედიენტები:

  • 4 ნაჭერი მსხვილად დაჭრილი ბეკონი
  • 2 სუფრის კოვზი უმარილო კარაქი
  • 1 დიდი მსხვილად დაჭრილი ჭლაკვი(ხახვი)
  • 1 საშუალო მსხვილად დაჭრილი სტაფილო
  • 1 პატარა მსხვილად დაჭრილი პრასი
  • 1 მსხვილად დაჭრილი ნიახურის ღერო
  • 4 ½ ჭიქა ქათმის ბულიონი
  • 1 კგ ახალი, მოხალული და კანგაცლილი წაბლი, ან 2 ცალი
  • 400გრ–იანი ქილა გადაწურული მოხალული წაბლი.
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • 1 ღერო ქონდარი
  • ½ ჭიქა ნაღები
  • ½ სუფრის კოვზი ახლადდაფქული ჯავზი (მუსკატის კაკალი)
  • მარილი და ახლადდაფქული შავი პილპილი გემოვნებით

1. გააჩერეთ ბეკონი ქვაბში საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე, დაახლოებოთ 3–4 წუთი, ურიეთ დროდადრო, სანამ ცხიმს არ შეიწოვს და ბეკონი არ გახდება თითქმის ხრაშუნა.

2. დაუმატეთ კარაქი, ჭლაკვი, სტაფილო, პრასი და ნიახური. თუშეთ 5–7 წუთი, ურიეთ დროდადრო, სანამ ბოსტნეული არ დარბილდება. დაუმატეთ ბულიონი, წაბლი, დაფნის ფოთოლი და ქონდარი. წამოადუღეთ. შეამცირეთ ტემპერატურა საშუალომდე. ხარშეთ მსუბუქად დახურულ მდგომარეობაში დაახლოებით 25 წუთი, წაბლის კარგად დარბილებამდე.

3. გადმოდგით ცეცხლიდან და ოდნავ გააგრილეთ. ამოიღეთ დაფნა და ქონდარი. რამდენიმე წყებად ჩაასხით მიღებული მასა ბლენდერში და თქვიფეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.

4. ჩაასხით სუპი უკანვე ქვაბში და შედგით საშუალო ტემპერატურაზე. შეურიეთ ნაღები, მუსკატი, მარილი და პილპილი. ადუღეთ დაახლოებით 5 წუთი, მსუბუქად შესქელებამდე.