რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272812345
ამინდი
  თბილისი0°-14°
  ქუთაისი2°-13°
  ბათუმი3°-10°
6 შეცდომა, რომელსაც კარტოფილის შეწვის დროს ვუშვებთ

16:38 18.11.2016
["პრესა.ჯი"]
შემწვარი კარტოფილი - ყველაზე მარტივი, ყველაზე პოპულარული და ყველაზე საყვარელი კერძი. რა უნდა კარტოფილის შეწვა, ეს ხომ ასე იოლიაო, - ბევრი იტყვის. არადა მთლად ასეც არ არის საქმე. ხრაშუნა, ოქროსფრად დაბრაწული კარტოფილის მომზადება ყველამ არ იცის. ძალიან ხშირად შემწვარზე მეტად კარტოფილი ჩაშუშულს ან მოხარშულს უფრო ჰგავს. ან პირიქით, დამწვარი, მაგრამ მშრალი და მოუხარშავი გამოდის. ამიტომ ამ სატატიაში ვისაუბრებთ რამდენიმე შეცდომაზე, რომელთა გამოც ჩვენს მიერ შემწვარი კარტოფილი ხრაშუნა და დაბრაწული არ გამოდის. 

1. არ ვირჩევთ სათანადო კარტოფილს

საქმე ეხება არა კარტოფილის ჯიშს (ისინი უამრავი არსებობს და უბრალო ადამიანს ნამდვილად გაუჭირდება მათში გარკვევა) არამედ მხოლოდ გარეგან იერს, უფრო კონკრეტულად, ფერს, რომლის სწორად არჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს. დაიმახსოვრეთ, რომ თეთრი კარტოფილი კარგად იხარშება, იგი უკეთესია პიურესთვის, სუპებისთვის და ა.შ. ცხადია, მისი შეწვაც შეიძლება, მაგრამ უფრო დიდი შანსია, რომ ჩაგეშალოთ. თუ გსურთ, რომ შეწვისას კარტოფილი არ დაიშალოს და ფორმა შეინარჩუნოს, არჩევანი შეაჩერეთ ყვითელი ან წითელი ფერის კარტოფილზე. 

2. არ ვჭრით სწორად

ნათქვამია, კარტოფილს როგორც დაჭრი, ისე შეიწვებაო. დაჭრა ძალი ბევრნაირად
შეიძლება - ჩხირებად, კუბიკებად, ფირფიტებად - მთავარი ის არის, რომ რაც უფრო თხელი იქნება ნაჭრები, მით სწრაფად შეიწვება. ხოლო სქელ ნაჭრებს შესაწვავად დროც მეტი დასჭირდება და სახამებლის გემოც მეტად ექნება შენარჩუნებული. 

3. არ ვაშორებთ ხედმეტ სახამებელსა და წყალს

ზედმეტი სახამებლის მოშორება ძალიან მნიშვნელოვანია. ასე შემწვარი კარტოფილი უფრო ხრაშუნა გამოვა. დაჭრილი კარტოფილი გარეცხეთ, დაასხით ცივი წყალი, გააჩერეთ მინიმუმ 30 წუთი, შემდეგ კი შეამშრალეთ. თუ წყალი ან სახამებელი დარჩა, კარტოფილი ჩაიშლება.

4. არ ვაცხელებთ ტაფას და არ ვასხამთ სწორად ზეთს

სანამ ზეთს (თუ სხვა ცხიმს) დავასხამთ, ტაფა უნდა გაცხელდეს. ზეთი კარტოფილს დაახლოებით ნახევრამდე უნდა ფარავდეს. 

5. არ ვწვავთ სწორად

იმისათვის, რომ კარტოფილი ხრაშუნა გამოვიდეს, ჯერ უნდა შევბრაწოთ მაღალ ცეცხლზე და ხშირად ამოვურიოთ. შემდეგ კი ცეცხლს ჩავუკებთ, ტაფას თავსახურს დავახურავთ და ვაგრძელებთ შეწვას მომზადებამდე, თან რაც შეიძლება იშვიათად ვურევთ. პროფესიონალი მზარეულები თანხმდებიან, რომ კარტოფილის შესაწვავად ტაფის თავსახური უმჯობესია იყოს გუმბათისებური, რადგან ასე მეტი სივრცე იქმნება ორთქლის ცირკულაციისთვის, ტემპერატურა არ ვარდება და კარტოფილი თანაბრად იწვება. ამგვარად კარტოფილი გამოდის საკმაოდ ხრაშუნა, მაგრამ არა მაგარი და შიგნითაც კარგად არის შემწვარი. 

6. მარილს ვაყრით არასწორ დროს

თუ მარილს შეწვამდე დავაყრით, კარტოფილი „წვენს“ გაუშვებს და ხრაშუნა აღარ გამოგვივა. ამიტომ მარილის მოყრა უმჯობესია სანახევროდ შემწვარ ან უკვე შემწვარ კარტოფილზე.
წყარო

ბეჭდვა  
კომენტარები:
ნინო2016-11-29 11:21:18
რა სისულელეა,კარტოფილს დაჭრისთანავე უნდა მოაყაროთ მარილი და გააჩეროთ სანამ ტაფა გაცხელდება. კარტოფილის ტაფაში ჩაყრის შემდეგ ისევ უნდა მოასხათ ზემოდან ზეთი და არის უგემრიელესი.

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



გამოკითხვა
დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს, რომელ ოპოზიციურ პარტიას დაუჭერდით მხარს?
  
ტოპ ათეული
1. ლელა კაკულიას სკანდალური განცხადება დეკანოზ გიორგი მამალაძეზე (ვიდეო)
2. რა უნდა აკეთოს ადამიანმა გარდაცვლილთა სულების საცხონებლად
3. კვირიკაშვილი მიდის - ვინ გახდება ახალი პრემიერი?
4. თვითმკვლელობა სიყვარულის გამო - სოფო ქოიავას უკანასკნელი მიმართვა შეყვარებულს (ვიდეო)
5. ია ფარულავა ნინო კუზანოვას დას: "არასდროს მევასებოდი"... "შენი ყველა პასუხი მტრობით არის გაჟღენთილი"
6. ანუკი არეშიძე: "გამხდარი ქალები აღარ არის მოდაში"
7. ვინ არის 19 წლის გოგონა, რომელიც მე-5 სართულიდან გადმოხტა
8. “ქორწილი ჩაიშალა, ბიჭი მთელი ღამე დაკითხვაზე იყო” – გახმაურებული თვითმკვლელობის ახალი დეტალები
9. მეცნიერებმა ჩერნობილის ტყეებში საოცარი რამ აღმოაჩინეს
10. სოფო ქოიავას მე-7 სართულიდან გადმოხტომა სოცქსელის ტესტმა უბიძგა?
სარეკლამო ადგილი - 83
252 x 60
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901