რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ამინდი
  თბილისი8°-17°
  ქუთაისი12°-22°
  ბათუმი11°-17°
ბრინჯის ვერმიშელი ქათმით და ბოსტნეულით

15:36 10.11.2016
["პრესა.ჯი"]

ქათმის მკერდი - 400 გრ. (შეგიძლიათ ქათმის სხვა ნაჭრებიც გამოიყენოთ, მხოლოდ ძვლის გარეშე)

თევზის სოუსი - 4 ს.კ.

სოიოს სოუსი - 4 ს.კ.

ჩილის სოუსი - 1 ს.კ. (არ არის სავალდებულო, მითუმეტეს თუ ცხარე არ გიყვართ)

შაქარი - 1 ჩ.კ.

ქამა სოკო - 6-7 ცალი, მოზრდილი ზომის (თუ იშოვით, სასურველია სოკო შიტაკი)

ბულგარული წიწაკა - 1 ც.

ხახვი - 1 ცალი, საშუალო ზომის

სტაფილო - 1 ც.

კომბოსტო -  პატარა კომბოსთოს ყუა(პროპორციებისთვის იხ. სურათი)

ნიორი - 2 კბილი

ბრინჯის ვერმიშელი - 250 გრ.

პილპილი (სოიოს სოუსი მარილიანია და გასინჯეთ კერძი , სანამ მარილის დამატებას გადაწყვიტავთ).

ზეითუნის ზეთი - არა-რაფინირებული (extra-virgin)- 4-5 ს.კ.


ჯამში ჩაასხით თევზის სოუსი, სოიოს სოუსი, ჩილის სოუსი (ეს არ არის სავალდებულო, თუ ცხარე არ გიყვართ), შაქარი და კარგად მოურიეთ. დაამატეთ ქათმის ნაჭრები და კარგად მოურიეთ. ჯამს დააფარეთ დავსახური და დადგით ოთახში 25-30 წუთით. თუ იმავე დღეს არ აპირებთ გაკეთებას, მაშინ შედგით მაცივარში. 

გაახურეთ ტაფა მაღალ ცეცხლზე (რაც უფრო მძიმეა ტაფა უკეთესია, მით უფრო მეთად ინარჩუნებს სიმხურვალეს, რაც განსაკუთრებულ არომატს სძენს კერძს). მოასხით ზეითუნის ზეთი, კარგად რომ გახურდება, ტაფაზე ფრთხილად დააწყვეთ ქათმის ნაჭრები  და სწრაფად მოურიეთ. გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ ქათმის ნაჭრები უნდა დააწყოთ და წვენი ისევ ჯამში დატოვეთ რაც დარჩება. 

3-4 წუთის განმავლობაში გააჩერეთ ქათამი ცეცხლზე და პერიოდულად მოურიეთ. შემდეგ დაამატეთ დაჭრილი ბოსტნეული. სურათზე მოცემულია, თუ როგორ უნდა დაჭრათ ბოსტნეული - სასურველია ბოსტნეული წვრილად არ დაჭრათ! გარდა რეცეპტში მოყვანილი ბოსტნეულისა, შეგიძლიათ თავისუფლად დაამატოთ სხვა ნებისმიერი ბოსტნეული, მაგალითად ბროკოლი, სიმინდის ნორჩი, პატარა ტაროები, ქორფა მწვანე ლობიო, პრასი, ა.შ. თუმცა გთავაზობთ იმ რეცეპტს, რაც ეხლახანს მოვამზადე და სურათზეც ამ რეცეპტის მიხედვით არის გაკეტებული ეს კერძი. 

ბოსტნეული და ქათამი ჩაშუშეთ 2-3 წუთის განმავლობაში და შემდეგ დაამატეთ ჯამში დარჩენილი სითხე და კარგად მოურიეთ. 

ცალკე ქვაბში, მდუღარე წყალში ჩაყარეთ ბრინჯის ვერმიშელი. შეფუთვაზე მითითებული იქნება მომზადების წესი. როგორც წესი, ბრინჯის ვერმიშელის მოხარშვას 3-4 წუთზე მეტი არ ჭირდება. გადაწურეთ ვერმიშელი, მოასხით ცივი წყალი და ისევ კარგად გადაწურეთ. 

ქათამს და ბოსტნეულს, ისევ მაღალ ცეცხლზე, შეურიეთ ვერმიშელი და კარგად ამოურიეთ - ცეცხლზე გააჩერეთ კიდევ 2 წუთი და კერძი მზად არის.

gemrieli.ge

ბეჭდვა  
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



გამოკითხვა
თქვენი აზრით, ქვეყანაში მძიმე დანაშაული:
  
ტოპ ათეული
1. "გაავრცელეთ!!! ბევრმა არც კი იცის!!! არადა ძალიან სასარგებლოა"
2. "საბოლოოდ მოვეფერები შენს გაყინულ ხელებს" - ეკა ყურშიტაშვილის სევდიანი წერილი
3. პარანორმალური მოვლენა და შეშინებული მოსახლეობა - რა ხდება შამგონაში? (ვიდეო)
4. რა დაწერა 4 შვილის დედის მკვლელმა რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში?
5. "15 წლის სკოლის მოსწავლე 40 წლის ბაბულიკამ გააუპატიურა... რეაქცია ნული"
6. "ხალხო, წაიკითხეთ! შოკი მაქვს! სახლების ფანჯრებზე წმინდანები გამოისახა"
7. „რის მეოთხე სტადია, რა მეოთხე სტადია“ - გია მაისაშვილის ეს წერილი ძალიან გაგახარებთ
8. „ნიჟარაძე ვერ იტანს ლამაზ გოგოებს“ - როგორ ეხმაურებიან სოფო საჟინიანის გამოსვლას?
9. 112-ის ოპერატორის სწრაფმა რეაგირებამ 24 წლის გოგონა სუიციდისგან იხსნა
10. ცნობილი ექიმი რეზო გაგუა გარდაიცვალა
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901