რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ამინდი
  თბილისი7°-18°
  ქუთაისი14°-24°
  ბათუმი13°-19°
ჩაქაფულის ძველი კახური რეცეპტი

12:18 20.12.2016
[presa.ge]

ბატკნის ხორცს (მთლად ქორფა არ გინდათ) გარეცხავთ, ძვლიანად დაჭრით (არ მსხვილ, უფრო საშუალო) ნაჭრებად და ჩადებთ ქვაბში, იქვე დაუდებთ ცოტა დუმის ქონს, იმასაც - წვრილად დაჭრილს. დადგამთ ძალიან ნელ, ლამის მბჟუტავ ცეცხლზე და ადუღებთ საკუთარ წყალში.

 

გარეშე წყალს საერთოდ არ დაასხამთ არც ერთ ეტაპზე. თუ ამოშრა ხორცის მომზადებამდე, დაუმატებთ ღვინოს. რომ ამოშრება სითხე და ხორციც მომზადდება, დაასხით ისევ ღვინო. დააყარეთ ერთი ფენა ნახევარგოლებად დაჭრილი ხახვი.

 

პარალელურად დაჭერით ბლომად ქინძი, იმის ნახევარი ოხრახუში და სულ ცოტა ნიახური. დაუმატეთ ბლომად ახალი ხახვი, გრძელი კახური წიწაკა (გემოზე), აურიეთ ერთმანეთში და მომზადებულ ხორცს დაადეთ ეს ყველაფერი ერთ ფენად.

 

დაუმატეთ ახალი ტყემალი (დაკონსერვებულიც შესაძლებელია) გემოზე. ბლომად ქორფა ტარხუნა დაჭერით მსხვილად, ან, თუ ღერო მაგარი აქვს, ღერო გამოაცალეთ, დატოვეთ მხოლოდ ფოთლები და ტარხუნაც ზემოდან დაადეთ ფენად.

 

ფენები უნდა ისეთი იყოს, რომ მათ ქვეშ ხორცი არ ჩანდეს. დაახურეთ ხუფი  და ხარშეთ. ბოლოს ისევ შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა ღვინო. ქაფის გამოჩენიდან 15-20 წუთში კერძი მზადააა. მიირთვით ცხლად. დასაწყისში მარილის დაყრა არ დაგავიწყდეთ. გარდა ამისა, ვისაც უყვარს, შეუძლია მწვანილამდე ცოტა დაფქვილი წითელი წიწაკა დაამატოს არომატისთვის. პროპორციები - გემოზე.

 

მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: წარაფების რქაწითელი.

ბეჭდვა  
კომენტარები:
2010-11-30 13:55:04
გაიხარეთ! შესანიშნავია. მაგრამ ამ შუამარხვაში რას გვიშვებით კაცოოო

გიო1232010-11-30 14:18:41
მე ისე მიყვარს რომ ჩემთვის ჩაქაფულმა მარხვა არ იცის. ))))))))))))0

ვატო2010-11-30 15:39:53
უფ,რა გემრიელად გეახლებოდით ახლა ამ კერძს!!! მაგრამ სადაა...

2010-11-30 16:43:03
უნდა იმარხულო სულიერად თორემ სამახრვო კარაქი, სამარხვო ხინკალი, სამარხვო მწვადი და ა.შ. თუ მიირთვი ეს რა მარხვაა. ვნება თუ ვერ დაიოკე ეს არ არის მარხვა.

გივი2010-11-30 16:55:53
ერთი კაი ლოობიოს რეცეპტიც მოაყოლეთ რა :D:D:D:D:D წითელი ფხალიც შეიძლება :)

2010-11-30 18:47:49
ეხ! ხორცი რა ხანია ქელეხის გარდა არ მინახავს!

მაწაკა2010-11-30 19:12:40
ვინ გითხრათ და სად გაგიგიათ ჩაქაფულში ქინძი ფუუუ.მე გასწავლით ნამდვილ ჩაქაფულს, ბატკნის ხორცი,ხერხემლის თავის ნეკნებით და ბარკლიის ნაჭრეები აუცილებლად. დაჭერით წვრილათდ გარეცხეთ და ჩაყარეთ ქვქბში,არავითარი წყალი არ დაამატოთ, ქვაბი უნდა იყოს საშუალო სიმაღლის და განიერი.ახალი ხახვი 3კონა, ,1თი პატარა თავი ძველი ხახვი,კონა ნახევარი პეტრუშკა ნახევარი კონა წიწმატი,ხმელი 1ცალი მწარე წიწაკა, 4კონა ტარხუნა,დაჭერით ეს ყველაფერი წვრილად და დააყარეთ ქვაბში მოთავვსებილ ხორცს ყველაფერი ერთად,მოაყარეთ ბოლოს მწვანე ტყემალი და დაასხით 2ჭიქა თეთრი ღვინო,დაახურეთ ქვაბს და შემოდგით თითქმის ძალიან ნელ ცეცხლზე,45წუთის განმავლობაში არ მოურიოთ,დროის შემდეგ ახადეთ ქვაბს გასინჯეთ მორევის გარეშე ხორცი,თუ მზად არის ბოლოს მოაყარეთ თქვენი გემოვნებით მარილი და ისე მოურიეთ,გამორთეთ გაზქურა და მიირთვით,დამიჯერეთ ეს არის ნამდვილი კახური ჩაქაფული.

ეგზეკუტორი2010-11-30 22:10:20
კარგით, გეყოფათ... ჩვენც ხალხნი ვართ...

კოდორ2010-12-01 11:12:57
გოგია უიშვილის დედაც, და კიდევ ნაცების

ჩიხორი2010-12-01 11:14:39
მარტო წაკითხვისაც მადის აღმძვრელია, ისე გემლიელი იქნება გაკეთებული!

ლიანა2010-12-01 12:03:24
გოგია უიშვილმა დაგლიჯა ------ მასაც უნდოდა ჩაქაფული მაგრამ ნაცების მსგავსმა არაკაცებმა შეუჭამეს ცოცხლად მსხვილფეხაც და წვრილფეხაც

M-52010-12-01 13:01:25
კარგია, მგონი ასურეთის შალა ჯობია წითელი ნახევრად მშრალი არA?

ანნა2010-12-01 16:00:31
მაწაკ,
გააკეტე და დამპატიჯე რაა, გეხვეწები , ზაან მინდა და სად ვჭამო??????????

გურმანი2010-12-01 16:32:23
საღოლ მაწაააააააკ საღოლ. ეგ არის ეგაააააააააააა

გურმანი2010-12-01 16:33:43
ოღონდ წიწმატი არა რა

მე ვარ2010-12-02 11:22:25
წიწმატი და ჩაქაფული???? არ ივარგებს!:)

ჩხორელი2010-12-02 19:42:54
დაილოცოს ქართული სამზარეულო, ყველა კერძი კარგია, ჩაქაფული კი კერჩების მეფე გახლამთ

კოწია2010-12-16 15:02:20
აი მაგარია რა!!
ძალიან მაგარი!!

2011-01-14 15:06:21
უუუუუუფფფფფფფ სჰენ გენაცვალე

2011-01-14 15:06:44
იფიფიფიფიფიფ

ბიბი2014-04-09 09:22:57
კახელი ვეგეტარიანელები ამტკიცებენ, რომ ჩაქაფული მცენარეულია. ასე, რომ მარხვაშიც შეიძლება ჭამა :) :) :)

კახა კ.2014-04-09 10:03:36
მერაბ,მწვანილი უნდა ქინძი,წიწმატი,ტარხუნა,მწვანე ხახვი.ყველაფერი ბლომად.მწვანე ტყემალიც და ეს ყველაფერი ფენა-ფენა უნდა ჩააწყო ქვაბში.სანამ არ მოიხარშება ხორცი არ უნდა მოურიო,იმიტო ქვია ჩაქაფული. ხოლო ღვინო არ უნდა ჩაქაფულს,წყალი უნდა ისე რომ არ ჩანდესქვაბში. ღვინოს ყაურმას უშვრებიან,ისიც ერთ ჭიქას... გემრიელად მიირთვით ხალხოო!!!!!!!!!!!

2014-04-10 14:24:47
რა გჭირთ ხალხო, ჩაქაფულს უნდა ბლომად ქინძი, ტარხუნა, ოდნავ ოხრახუში, ცოტა წიწმატი, მე ოდნავ პიტნას და ახალ ნიორს ვუშვრები, ახალი ხახვი და ტყემალი. ხოდა ამას ფენა ფენა ვაწყობ, ვამატებ წიწაკას და მარილს, და უკვე თითქმის მზად რომ არის ერთ ჭიქა ზე ცოტა ნაკლებ თეთრ ღვინოს, ხო, ერთ თავ ძველ ხახვსაც ვუკეთებ. ხოდა კახელების რძალი ვარ და ასე აკეთებენ კახეთში

კახ2014-04-10 19:01:17
გურჯაანში იგეთი ექიმი ჩამოსულა ,ჩაქაფულისგან ბატკანს აწყობსო :D

ნანა2014-04-12 18:22:40
ხბოს ხორცითაც ძაან გემრიელიააა

2014-04-15 18:58:27
Dზან მომინდააა:)

გიორგი ჯანყარაშვილი2014-04-15 22:10:32
გამარჯობათ, წავიკითხე თქვენი რეცეპტები და სრულიად სისულელე წავიკითხე.
მე გასწავლით ყველას ნამდვილი ჩაქაფულის მომზადებას.მე ეს რეცეპტი ჩემი დიდი პაპისგან ვიცი რომელიც მეცხვარე და ჩაქაფულის დიდი მოყვარული ყოფილა.
თავად ამზადებდა თურმე განსაკუთრებულს,შემდეგ თაობისთვის გადმოუცემია თავისი ცოდნა და შესაბამისად ჩაქაფულის რეცეპტიც. მისი გადმოცემით
ჩაქაფულისთვის კარგია 4 თვის ბატკანი, გაზაფხულის ბატკანს რომ ეძახიან. როცა ბატკანს დაკლავენ, გაატყავებენ, შიგნეულს გამოაცლიან, ხორცს არ გარეცხავენ და საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრიან, ქვაბში ფენა-ფენა ყრიან ხორცს, საშუალოდ დაჭრილ მწვანე ხახვს, ტარხუნას, ქინძს, ახალ ტყემალს, მარილს, ზემოდან ასხავენ კახურ თეთრ ღვინოს იმდენს რომ ხორცის ნაწილის 1/4 იფარება ღვინით, დაახურავენ ქვაბს თავსახურს და 15-20 წუთი საშუალო ცეცხლზე ხარშავენ. როგორც გადმოცემით ვიცი თუ ბატკნის ხორცი არ აქვთ და დიდი ცხვარი დაკლეს და იმით აკეთებენ ჩაქაფულს, უმატებენ კიდევ ცოტა პიტნას და წიწმატს მაგრამ წიწმატის მიტანება ცოცხლად ჯობიაო, რადგან მოგეხსენებათ ცხვრის დუმა როგორი ცხიმიანიცაა, თუ მასაც ჩააჭრით ჩაქაფულში ცოცხალი წიწმატი ამდენს ცხიმს გაგინეიტრალებთ. ესაა ნამდვილი ჩაქაფულის რეცეპტი.
პროპორციები დაახლოებით შემდეგია:
2 კილოგრამი ბატკნის ხორცი, 8 კონა ტარხუნის მხოლოდ ფოთლები, 3-4 კონა მწვანე ხახვის ნახევარი ნაწილი ძირიდან(ზედა ნაწილი ლორწოს უშვებს და კარგი არაა) 2 კონა ქინძის ფოთლები, 200 გრამი ახალი ტყემალი, 400 მილილიტრი თეთრი ღვინო(მშრალი, ძალიან უხდება რქაწითელი) მარილი მსუბუქად, თუ დიდი ცხვრით აკეთებთ მაშინ დაუმატეთ 1 კონა პიტნის ფოთლებიც. წიწმატი როგორც მოგახსენეთ ჯობია მიაყოლოთ.
თუ დამიჯერებთ და დაუჯერებთ ჩემი წინაპრის გამოცდილებას დამერწმუნეთ არ ინანებთ, თავად მაქვს გაკეთებული და ყოველ გაზაფხულზე ამ რეცეპტით ვაკეთებ.

2014-04-15 22:13:28
რა პეტრუშკა დ. Nიახური,ვის გაუგია, ჩაქაპულს უნდა Mწვანე ხახვი,ქინძი დ. ტახურხუნა Bლომად.... Eრტანად უნდა Dაადგა და ჩაიქაფოს.... Bოლოს უმატებტ გემოვნებიტ ღVინოს....

2014-04-15 22:16:55
Gაიხარე ჯანყარაშვილო!! საიდან Mოიტანეს ეს პერტუშკა Dა ნიახური,ბორშიაა?))) ნამდვილი ჩაქაპულის რეცეპტი,ჯანყარაშVილმა დაწერააააა))

გიორგი ჯანყარაშვილი2014-04-15 22:25:34
ბოდიშს გიხდით კერძის სახელის წარმოშობაც რომ არ მივაწერე და ახლავე მოგახსენებთ. ცხვარი აპრილის ბოლოდან მთაში მიყავთ, იმისდა გამო, რომ იქ წყალი ისე არ არის როგორც ბარში, შესაბამისად ხორცს არ რეცხავენ მისი დაკვლის შემდეგ და ახალ დაკლული თბილ-თბილი ხორცითვე ამზადებენ ჩაქაფულს, მორევა არ სჭირდება კერძს. რადგანაც ხორცი ხარშვისას სისხლს გამოყოფს და ღვინოსთან ერთსდ დუღს, მცირეოდენ ქაფს იგდებს მზადების პროცესში კერძი, მას ამ ქაფს არ ხდიან, ერთი დაახურავენ ქვაბს თავსახურს და 20 წუთი მზადდება, სულ ესაა. გამზადებულ ჩაქაფულს მცირეოდენი ქაფი ეტყობა ბოლოს და სწორედ აქედან მოდისო კერძის სახელიც ჩაქაფული, როგორც გადმოცემით ვიცი და სრულიად შესაფერისი სახელიც ჰქვია ჩემი აზრით.

დევი2014-04-21 10:16:34
ჯანყარაშვილის პაპა რომ აკეთებდა ზუსტად ეგრე ვაკეტებ და მართლაც მაგარია, ყვარელში ვისწავლე

მარუსია2014-04-21 14:07:40
ჩემი რეცეპტი ადვილი და გემრიელია.ფენა-ფენა ყველაპერი პეტრუშკა, ახალი ხახვი,ქინცი,ტყემალი,პერტუშკა და გვინო რა თქმა უნდა ბატკნის ხორცი ცვრილად დაჩრილი. ეს ყველაპერი ნელ ცეცხლზე მოხარშეტ და არ მოურიოთ სანამ არ მოიხარშება.გემრიელატ მიირტვიტ

მარუსია2014-04-21 14:08:31
ტარხუნა დამავიცყდა

ქეთინო2014-04-21 17:34:31
ქაფი რომ მოვხადო, დაშავდება რამე?

ურაჰ!2014-04-21 18:37:24
დედი თქვენისამ,რომ გავრეცხო ღებინებას დამაწყებინებს ანდა ქინძი გაამწარებს?!

კახელი2014-04-22 00:31:17
სისულელეა, ბატკანში რა უნდა ნიახურს და პეტრუშკას????????????

ეკა2014-05-02 15:31:50
ისე ბევრ ოჯახში გამისინჯავს ცაქაფული, ვითომ თავი მოსწონთ, მაგარი ვიცითო ,მაგრამ არ იჭმევა..ყველაზე ნაღდი ჩაქაფულის რეცეპტი ბატონმა გიორგი ჯანყარაშვილმა დაგიწერათ, ახლა გინდა გაიგეთ და გინდა არა...

2014-08-07 09:17:16
სჰეგიზლიატ ბატკნის ხორცის ნაცვლად კურდგლის ხორცი გამოიკენოტ არ ინანეეეეებტ.ხო,კიდევ ცჰაქაფულს ნიახური არ ცჰირდება.

კახელო "მზარეული"2014-08-07 20:51:02
ბატკანი მაქსიმუმ 5–6 კილო, პეტრუშკა–3 საშუალო კოკნა, ქინძი–3 საშუალო კონა, ტარხუნა 3–კონა, ახალი ხახვი 3–კონა, 500–700 გრამი ახალი ტყემალი ან ალუჩა, მწარე წიწაკა 1–2ცალი(მწვანე),თეთრი ღვინო 1–ლიტრი

მომზადება:
ბატკნის ხორცი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭერებად,ასევე მწვანილი დავჭრათ და ავურიოთ ერთად, გარეცხეთ, გაყავით ხორცი 3 ნაწლად, ჩაყარათ ქვაბში გაყოფილი ხორცის ერთი ნაწილი და მოაყარეთ დაჭრილი მწვანილის და ალუჩა ან ტყემლის ნაწილი,ასე გავაგრძელოთ დანარჩენზეც,გავაკეთოთ ისე რომ ბოლოს მოვაყაროთ მწვანილი და მარილი, მოვასხათ ღვინო და მოვხარშოთ დაახლოებით 30–40 წუთი,ის წვენი რსაც გაუშვებს ხარშვისას შეიძლება ბევრი გეჩვენოთ მაგრამ ნაბახუსევზე თუ დალევთ მიხვდებით რა საჭირო იყო. გემრიელად მიირთვით.

ლონდონი2014-08-07 20:58:46
ჯანყარაშვილმა რაც დაწერა მასეა ზუსტად და თუ აქამდე ქართველმა კაცმა ეგ არ იცოდით აბა სადღა ჭამდით ამ ჩაქაფულს სხვის სახლებში?:D მასეა მასე.

მე ცოტა ახალგაზრდა ვარ მეგობრებო მაგრამ დიდი გურმანი და კაი მზარეული კი ვაარ:))

თავს ვიქებ არა?:D:D

ხოოდა გემრიელად მიირთვით ყველა ქართველმა ყველა ქართული კერძიი:))

ქუსუნია@მაილ.რუ2014-10-01 20:04:21
იიიფ როგორ მიყვარს

თამუ2014-10-01 20:05:10
კარგიაააა

2015-04-14 20:51:30
მიყვარს ძალიან

რუსუდანი2015-04-15 10:05:28
ყველა რეცეპტები გადავიკითხე!ყველა ადამიანი თავისებურად ამზადებს ჩაქაფულს!ყველაფერი გასაგებია,მაგრამ ფუუ რა სიტყვაა ქალბატონო? განა საფუო რა ეწერა იმ რეცეპტში? ნუ იქნებით ასეთი უხეშები და იქონიეთ ტაქტის გრძნობა.არ ვარგა ზედმეტად თავდაჯერებულობა!

2016-03-04 17:41:25
გიორგი ჰერელი
შავღონდი ხალხოოო, გაიგეეთ შავღონდი მეთქი.ჰო კიდევა ერთი. ის კაცი შავარცხვინე წინა ჩაქაფული დაუდონ და იძახდეს მარხვააო.ეგრემც უქნია სულ მარხვაზე ამყოფის. მამინდომეს ამათმაც დიპლიპიტო ნაღარი გარეშე

ძროხუნია2016-05-07 21:16:53
გიორრგი მართალია

ძროხუნია2016-05-07 21:17:51
ჯანყარაშვილ გიორგიზე ვიძახი

2016-12-23 14:55:10
გიორგი ჰერელი
შავღონდი ხალხოოო, გაიგეეთ შავღონდი მეთქი.ჰო კიდევა ერთი. ის კაცი შავარცხვინე წინა ჩაქაფული დაუდონ და იძახდეს მარხვააო.ეგრემც უქნია სულ მარხვაზე ამყოფის. მამინდომეს ამათმაც დიპლიპიტო ნაღარი გარეშე
მეც იგივეს დაწერა მინდადა რა დროს მარხვაა ახლა მოდაშია

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



გამოკითხვა
თქვენი აზრით, ქვეყანაში მძიმე დანაშაული:
  
ტოპ ათეული
1. "გაავრცელეთ!!! ბევრმა არც კი იცის!!! არადა ძალიან სასარგებლოა"
2. რა დაწერა 4 შვილის დედის მკვლელობაში ბრალდებულმა რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში?
3. "საბოლოოდ მოვეფერები შენს გაყინულ ხელებს" - ეკა ყურშიტაშვილის სევდიანი წერილი
4. „რის მეოთხე სტადია, რა მეოთხე სტადია“ - გია მაისაშვილის ეს წერილი ძალიან გაგახარებთ
5. პარანორმალური მოვლენა და შეშინებული მოსახლეობა - რა ხდება შამგონაში? (ვიდეო)
6. "15 წლის სკოლის მოსწავლე 40 წლის ბაბულიკამ გააუპატიურა... რეაქცია ნული"
7. "ხალხო, წაიკითხეთ! შოკი მაქვს! სახლების ფანჯრებზე წმინდანები გამოისახა"
8. "ეს წაიკითხეთ ყველამ, ვისაც ბანკების კრედიტები გაქვთ"
9. 112-ის ოპერატორის სწრაფმა რეაგირებამ 24 წლის გოგონა სუიციდისგან იხსნა
10. „ნიჟარაძე ვერ იტანს ლამაზ გოგოებს“ - როგორ ეხმაურებიან სოფო საჟინიანის გამოსვლას?
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901