რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
სარეკლამო ადგილი - 105
200 x 240
მაგ­და პა­პი­ძის საქ­მე­ში და­ტო­ვე­ბუ­ლი ცა­რი­ე­ლი ფურ­ცე­ლი - მკვლე­ლო­ბის ად­გი­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ნივ­თ­მ­ტ­კი­ცე­ბე­ბი, რო­მე­ლიც აქამ­დე არ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლა
და­შორ­დ­ნენ თუ არა ერ­თ­მა­ნეთს სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი და ზუ­რა ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი?
27 სექ­ტემ­ბ­რის ას­ტ­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი
“ჩვენ ვართ კი­კუ­ე­ბი? შე­ნი დე­და მოვტ***“ - და­პი­რის­პი­რე­ბა პირ­და­პირ ეთერ­ში
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012
ამინდი
  თბილისი9°-21°
  ქუთაისი11°-21°
  ბათუმი15°-22°
როგორ შევიძინოთ კარგი ღვინო

08:57 13.11.2010
[მაგდა სურგულაძე, სომელიე]

საქართველოში დამკვიდრებულია ჩამოსასხმელი ღვინის კულტი. რატომღაც ვერ ვხვდებით, რომ ასეთი ღვინის ფალსიფიცირება უფრო ადვილია, თუკი ამას ვინმე მოინდომებს. მაინცდამაინც ჩამოსასხმელი ღვინის ყიდვა თუ გვინდა, ბრმად არ უნდა შევიდეთ ნებისმიერ მაღაზიაში, მით უფრო - ბაზარში, ჩამოვასხმევინოთ ღვინო და წავიღოთ სახლში ისე, რომ ელემენტარულად არ ვიკითხოთ, რომელი კომპანიის და რა სახეობის ღვინოს ვყიდულობთ.

 

კარგი ჩამოსასხმელი ღვინის ყიდვა მოწესრიგებულ სპეციალურ ღვინის მაღაზიებში, ან ცნობილი კომპანიების საფირმო მაღაზიებში უფროა შესაძლებელი. მე გირჩევთ ოპერის გვერდით “ღვინის სამყაროს”, ასევე ვაკეში, “ქინძმარაულის მარანის” მაღაზიას. მსგავს კომპანიებს არავითარი სურვილი არ ექნებათ, ცუდი ღვინო გაყიდონ და სახელი გაიფუჭონ.

 

ბაზარში დიდწილად გაურკვეველი წარმოშობის ღვინოებია. იშვიათად შეიძლება ნახო პატიოსანი გლეხი კარგი ღვინით. ასეთ შემთხვევაში, თვითონ მყიდველი უნდა ერკვეოდეს ღვინოში ისე, რომ ბრმად არ ენდოს გამყიდველს.

 

რაც შეეხება ბოთლის ღვინოებს, რუსეთის ფედერაციის მოთხოვნების გამო, რუსეთში გასაგზავნ ბოთლებს ეტიკეტზე ეწერა ვადები. შეიძლება ასეთი “ვადაგასული” ღვინოები შეგხვდეთ და ყურადღებას ნუ მიაქცევთ. მე მქონდა შემთხვევა, როცა სტუმარს შევთავაზე 2004 წლის “წინანდალი” (ჩემი საყვარელი “წინანდალია”) და არც წამიკითხავს, ეტიკეტზე ვადა თუ ეწერა. სტუმარი მეუბნება: ღვინო ძველია და მომწამლავსო. ეს დიდი სისულელეა. ვინც ოდნავ მაინც ერკვევა ღვინოში, იცის, რომ დაძველებული ღვინო უფრო კარგია. მით უფრო, “წინანდალს” არ შეიძლება 3-4 წელიწადში ვადა გაუვიდეს. რქაწითელის ღვინოს შენახვისა და დაძველების დიდი პოტენციალი აქვს.

 

ბოთლის ღვინის შეძენისას, აუცილებელია, მივაქციოთ ყურადღება ბრენდებს. ღვინის გემოვნური თვისებები დამოკიდებულია მოსავალზეც. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, წინასწარ უნდა ვიყოთ ინფორმირებული, რომელი ღვინის რომელი წლის მოსავალს აქებენ.

 

გასათვალისწინებელია, არის თუ არა დაცული მაღაზიაში ღვინის შენახვისათვის საჭირო ტემპერატურა. ბოთლები უნდა ეწყოს ჰორიზონტალურად, რათა საცობი არ გამოშრეს, არ განვითარდეს მიკრობები და ღვინომ არ დაკარგის ღირსებები. სამწუხაროდ, ჩვენს მაღაზიებში იშვიათად მინახავს სწორად დალაგებული ღვინო.

 

ღვინის კლუბი

ბეჭდვა  
კომენტარები:
იზა2010-11-13 11:21:22
საინტერესო ინფორმაციაა, ცოტა ვრცლად და კონკრეტულად რომეწეროს.

რამო2010-11-13 12:00:18
ვეთანხმები იზას. ესე ზოგადად მეც დავწერდი მიუხედავად იმისა რომ ღვინის დეგუსტატორი არ ვარ. ოპერასთანაც შემიძენია ღვინო და ვაკეშიც ორივეგან მაღალი ხარისხისაა. ხოლო მიზეზი რატომ ყიდულობენ საქართველოში ჩამოსასხმელ ღვინოს მარტივია. უბრალოდ დაიანგარიშეთ 20 კაციანი სუფრა რა დაჯდება ჩამოსასხმელი ღვინით და ბოთლის ღვინით. გარდა ამისა ავტორს უნდა ვკითხო როგორ ღვინოს ანიჭებს უპირატესობას კლასიკურად (გლეხურად) დამზადებულს და ბუნებრივად დაძველებულ გაფილტრულს თუ ქარხნულს. მე ვთვლი რომ გემოთი ისინი განსხვავდებიან თუნდაც ერთნაირი მასალით დაამზადონ.

გიო332010-11-14 02:59:30
მე ოპერასთან მაღაზიაშიც მიყიდია კარგი ღვინო და ლესელიძეზეც. შარშან ვიყიდე ბლომად. მანავის მწვანე 3 ლარი ხოლო საფერავი 7 ლარი ღირდა 1ლ. ქარხნული ღვინოები იყო მაგრამ ჩამოსასხმელი. მგონია რომ სახლში წვალებით დაწურვას და რა გამოვა მერე და მჟავეა და თან შენ უნდა აქო, ეგრე ჯობიამაღაზიაში შეიძინო. 2 ოცლიტრიანი თეთრი ვიყიდე 1 შავი. მთელი წელი მეყო. თან იქვე დეგუსტაციაც შესაძლებელია.

Nacisti082010-11-14 22:57:26
გიო33

60ლიტრი ღვინო გეყო მთელი წელი? მალადეც ძმაო შენ.

p.s. ბოთლის ღვინო კიდე კარგა ხანი ვერ დაიკავებს ქართული ბაზრის ნახევარსავც კი. ჯერ ერთი რომ ძვირია ჩამოსასხმელთან შედარებით, ქართული ღვინის სმა კი განუსაზღვრელ ღვინის მარაგს მოითხოვს და აქ როგორც ევროპაში (1 ბოთლ ღვინოს რომ დალევენ და ძაღლი პატრონს ვერ ცნობს)თითო ბოთლით ფონს ვერ გახვალ. ბევრი ღვინო კიდე "ბევრ"ფინანსებს მოითხოვს. მეორეც საქართველოში ძალიან დიდი პროცენტი მოსახლეობისა სახლში ამზადებს ღვინოს( განსხვავებით ევროპისგან) და ზოგი არც თუ ისე ცუდად, ამიტომ ვინც სახლში ამზადებს ის ფაქტიურად ეთიშება იმ მომხმარებელთა სიას ვინც ბოთლის ღვინოს მოიხმარს. დარჩა ტურისტი და ე.წ. "ზედა ფენა" რომელთაც არ ენანებათ 15-20 ლარის გადახდა 0.75 ლ. ბოთლ ღვინოში.

2010-11-15 16:37:17
45 თეთრად ნაყიდი ყურძნისგან მიღებულ ღვინოს რომ მოგყიდის 5–6 ლარად,მერე კი იფიქრებ თვითონ ყურძნის შეძენას და დაწურვას.

?! :))))))))))))2010-11-16 14:54:01
მადლობა ავტორს! - კი ვიცოდი,რომ ღვინის ბოთლი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში უნდა შევინახოთ, მაგრამ რატომ - ახლა გავიგე პირველად.

tg0762@yahoo.com2010-11-16 15:36:54
ერთი თვის წინ "ქინძმარაულის მარანში" ვიყიდე საფერავი. ეტყობა, წლევანდელი მოსავლის იყო და დუღილი ჯერ დამთავრებული არ ქონდა. ამიტომ არც გემო ქონდა მაინცდამაინც კარგი. ამის შემდეგ იქ ღვინის მყიდველი აღარ ვარ.

ვაჟა-ლუკა2010-12-22 15:41:22
20 წელი იქნება საკუთარი ვენახის ღვინოს ვაყენებ და ხარისხი უკვე უმაღლესია. ჩინურის და გორულის ღვინო 5-6 ლარად და ალადასტური 7-8 ლარადაც არ მიღირს გასაყიდად, მითუმეტეს გასაყიდი ღვინო 2-3 წელი მაინც არ მექნება.

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



გამოკითხვა
დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას?
  
ტოპ ათეული
1. ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ელით წარმატება 2017 წელს?
2. სოფო ბედია ყოფილ ქმარს პასუხობს: "ყველაფერი მის ნამუსზე იყოს"
3. სკანდალი: ალასანიას ფარული გარიგება ქართულ ოცნებასთან...
4. აი, როგორი ჩაცმული მივიდა ცირა კობიაშვილი უნივერსიტეტში (ფოტო)
5. ემიგრანტ შინამოსამსახურეებს და ძიძებს ევროკავშირში ოფიციალური სტატუსი მიეცემათ
6. "ჩვენ ვართ კიკუები? დედა მოვტ***“ - ხელჩართული ჩხუბი და ჭიქების მსხვრევა “პრიორიტეტის" ეთერში (ვიდეო)
7. დეტალები მაგდა პაპიძის საქმიდან - რა გაუხმაურებელი ნივთმტკიცებები ამოიღეს მკვლელობის ადგილიდან?
8. საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობა კიდევ 15 ქვეყანაში შეეძლებათ
9. ქართველი თავად-აზნაურების გვარები - იქნებ თქვენი გვარიც იპოვოთ?
10. სამეგრელოში შვილების ნახვის უფლების ჩამორთმევის გამო მამაკაცმა თავი მოიკლა
სარეკლამო ადგილი - 83
252 x 60
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901