ალბათ ყველას გქონიათ ბავშვობაში „მისაკრავი ტატუები“, Violent Lips-მა რაღაც მსგავსი, დროებითი ტატუს ახალი კოლექცია გამოუშვა, ოღონდ ნაწარმი განკუთვნილია დიდებისათვის და მხოლოდ ქალბატონებისათვის.
Violent Lips-მა მანამდე უკვე შექმნა ტუჩის საცხი, რომლის მოცილებაც ძალიან ადვილად არის შესაძლებელი, ამჯერად კი ქალბატონების ტუჩებზე კომპანიამ სხვა ფორმით იზრუნა.
„მისაკრავი“ პომადის გამოყენება ძალიან ადვილია. კომპლექტში შედის ორი შლიკერი - მუყაოს ფორმები, რომელიც უნდა გამოჭრათ თქვენი ტუჩის ზომაზე. მიიკრათ ტუჩზე და სველი ღრუბელის საშუალებით, რამდენიმე წამში, მისი სრული „გადატანა“ ხდება კანზე. ავტორებმა შექმნეს დროებითი ტატუს რამდენიმე ვარიაცია, არის როგორც ჩვეულებრივი ერთი ტონალობის, ასევე ნახატებით.
ტატუ 4-დან 8 საათამდე ძლებს. მუშაობისას, სადილის ან კოცნის შემდეგ სარკეში ჩახედვა და ტუჩების მოწესრიგება აღარ იქნება საჭირო.
საღებავი ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის, 3 წლის ბავშვებისთვისაც კია რეკომენდირებული.