|
|
 | პორტუგალიის ქართველები ფორუმებზე 30.08.2011 ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით არიან მიმობნეულნი, რა თქმა უნდა ნოსტალგია აქვთ საკუთარ ქვეყანაზე. სწორედ ამიტომ, მათ მრავალი სოციალური გვერდები და ფორუმები აქვთ შექმნილი. პორტუგალიაში მცხოვრები ქართველებიც არ არიან გამონაკლისები და მათ ერთ–ერთ ფორუმზე განიხილება თემა, „საქართველოს კიდევ აქვს გადარჩენის შანსი?“. |
|
|  | „GEORGISK FORENING” – ქართული სათვისტომო დანიაში 30.08.2011 როგორც ცნობილია, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ქართველი ემიგრანტები მრავლად არიან. მათი რაოდენობა განსაკუთრებით მაღალი ევროპისა და ამერიკის ქვეყნებშია. ისინი ქვეყნიდან ძირითადად ოთხმოცდაათიან წლებში, მძიმე სოციალური პირობების გამო გავიდნენ. |
|
|  | ქართველები გერმანიაში 29.08.2011 გერმანიის ქართული სათვისტომო, დაახლოებით 50 წლის წინ დაარსდა. გარკვეული პერიოდი იგი ერთადერთი ორგანიზაცია იყო, რომელიც გერმანიაში ქართველი ემიგრანტების კეთილდღეობისთვის იბრძოდა. შექმნიდან 10–15 წლის შემდეგ, იგი პოლიტიკური ორგანიზაციიდან ნელ–ნელა კულტურულ ორგანიზაციად გადაიქცა და კულტურულ–საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი მიიღო. სათვისტომო აქტიურად ეხმარება გერმანიაში მცხოვრებ ქართველებს და მრავალი პროგრამა აქვს შემუშავებული. |
|
|  | „მე ჩემს „ჯორჯიაში“ მინდა წასვლა...“ 27.08.2011 ერთხელ, როცა ბავშვებს ერთ–ერთ ქართულ სიმღერას ვასწავლიდით, ერთმა ბავშვმა სიმღერის დასრულების შემდეგ თქვა, „მე ჩემს „ჯორჯიაში“ მინდა წასვლაო“. ამ ფრაზამ კი მიგვახვედრა, რომ ის საქმე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, დადებითად მოქმედებს ქართველ ემიგრანტებზე. |
|
|  | ზაარლანდის გერმანულ–ქართული საზოგადოება 22.08.2011 ზაარლანდის მხარე და საქართველო დაახლოებით 30 წელიწადია რაც თანამშრომლობენ. ზაარბრუკენმა და თბილისმა ერთმანეთთან ურთიერთობა ჯერ კიდევ 1975 წელს დაიწყეს. აღნიშნული გერმანულ–ქართული საზოგადოება მეტად საინტერესო პროგრამებს უწევს ორგანიზებას. მათი ძალისხმევით, ოთხმოცდაათიანი წლებიდან არსებობს მოსწავლეთა და პრაქტიკანტთა პროგრამები. |
|
|  | ქართული დიასპორის ორგანიზაციები ბელორუსში 22.08.2011 ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ბელორუსშიც არსებობს ქართული სათვისტომოები და არა მარტო სათვისტომოები, არამედ ესა თუ ის დაწესებულებები. მაგალითად, საზოგადოებრივი გაერთიანება „მამული“, ქალაქ მინსკში, ქართული საზოგადოება, „იბერია“ ქალაქ მოგილოვში, „გროდნოს ქართველთა საზოგადოებრივი გაერთიანება“, ქალაქ გროდნოში. |
|
| |
|  | ლევილის მამული საქართველოსთვის 18.08.2011 საფრანგეთის რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოში, ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემისათვის შექმნილი სპეციალური პასუხისმგებელი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია, ასოციაცია „ქართული კერის“ თავმჯდომარე, ირენ ციციშვილი და კომისიის სხვა წევრები ესწრებოდნენ. |
|
|  | საპატიო წარმომადგენლები დიასპორის საკითხებში 18.08.2011 წარმომადგენლების გარდა, დიასპორის განვითარებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე, აქტიურად იღწვიან, ამა თუ იმ სათვისტომოების ხელმძღვანელები, საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბიზნესმენები, სწავლულები, კონსულები და რაც მთავარია, დიასპორის აქტიური წევრები. |
|
| |
|
|
გამოკითხვა
ვანო მერაბიშვილის დაკავება არის
|
|