მთავარი | სიახლეები | ბიზნეს პრესა (BP.GE) | English | არჩევნები | პოლიტიკა | საზოგადოება | გმირები | კრიმინალი | დიასპორა | მედიცინა | სამხედრო | სპორტი | ხელოვნება | ლიტერატურა | ყვითელი | | ავტომარიაჟი | ბლოგები | ვიდეო | აფიშა | განრიგი | გურმანი | ვაკანსია 

სა­მა­ლა­ვე­ბის საქ­მე­ზე მე­გის ქარ­და­ვას ბრა­ლე­უ­ლო­ბა გა­მო­იკ­ვე­თა
რი­ა­ნამ კონ­ცერ­ტ­ზე თა­ვის ფანს მიკ­რო­ფო­ნი ჩა­არ­ტ­ყა
ამ სი­სას­ტი­კის და სა­დიზ­მის ჩამ­დე­ნი უნ­და და­ი­სა­ჯოს
ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა _ გი­გი უგუ­ლა­ვა
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ამინდი
  თბილისი17°-26°
  ქუთაისი17°-26°
  ბათუმი18°-23°
„ქარტია 2010“ - ის საგანგებო განცადება 2008 წლის აგვისტოს ომის თარიღთან დაკავშირებით

13:26 06.08.2012
„ქარტია 2010“ - ის საგანგებო განცადება 2008 წლის აგვისტოს ომის თარიღთან დაკავშირებით

მედეა თუშმალიშვილი

დასავლეთში მცხოვრებ ქართველთა გაერთიანება „ქარტია – 2010” მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებად” წოდებული კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის და მისი მომხრეების მიერ გაჟღერებული ბრალდება, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავს დაესხა მძინარე ცხინვალს არის ქვეყნის ინტერესების ისეთი სიღრმის ღალატი, რომლის მსგავსი ანალოგი გასული საუკუნის ოციანი წლების ქართველი ბოლშევიკების ანტიეროვნულ მოქმედებებში თუ შეიძლება მოვიძიოთ.

"ქართული ოცნების" ლიდერის და მისი თანამოაზრეთა ინტერპრეტაციამ აგვისტოს ომის თაობაზე, მრავალ სხვა სერიოზულ მიზეზთან ერთად, განაპირობა ჩვენი უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება ამ კოალიციის მიმართ, რომელიც ჩვენ მრავალგზის გამოვთქვით ქართული პრესის ფურცლებზე.

რუსეთის საამებლად ნათქვამმა ამ სრულიად აბსურდულმა ბრალდებამ, შესაძლოა, მომავალში რეალური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენას, რამეთუ მსოფლიოს ისტორიაში არის პრეცედენტები, როცა პრეზიდენტის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები ქვეყანაზე და ქვეყნის პასუხისმგებლობაზე პროეცირდება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიგვაჩნია დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენოთ სულ რამოდენიმე ფაქტი, რომელიც წინ უსწრებდა ქართული ჯარის შესვლას ცხინვალში და რომელთა მნიშვნელობაზე მრავალმა უცხოელმა პოლიტოლოგმა და სამხედრო ექსპერტმა გაამახვილა ყურადღება.

• 28 ივლისს, როდესაც დაიწყო ცხინვალიდან ქართული სოფლების მიმართულებით ინტენსიური სროლა, ცხინვალში ჩავიდნენ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე არმიეს გენერალი პანკოვი და 58-ე არმიის მეთაური ანატოლი ხრულოვი.

• 3 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში შევიდა 42-ე დივიზიის მზვერავი ბატალიონი.

• 4 აგვისტოს რუსეთის 58 არმიის სამედიცინო და კავშირგაბმულობის ნაწილები.

• 5 აგვისტოს როკის გვირაბიდან შემოვიდა 33-ე საჰაერო – სადესანტო ბრიგადა.

• 6 აგვისტოს ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის ხელმძღვანელობა დაბანაკდა ჯავაში.

• 7 აგვისტოს დილის ოთხ საათზე როკის გვირაბიდან შემოვიდნენ სატანკო ბრიგადები.

• და მხოლოდ 8 აგვისტოს საქართველოს ჯარი, საქართველოს ტერიტორიის დასაცავად, შევიდა ცხინვალში. დაიბომბა 58-ე არმიის ნაწილები როკის გვირაბთან (დაჭრილი იყო 58-ე არმიის მეთაური).

• სამი დღე დაკარგეს რუსებმა ცხინვალის დასაბრუნებლად. საბოლოო ჯამში სტრატეგიული ბრძოლა თბილისზე მოგებული იყო. ამერიკელებმა უმოკლეს ვადაში გადმოისროლეს 2 ათასი ჩვენი ჯარისკაცი ერაყიდან, რომლებიც განლაგებულები იქნენ თბილისის დასაცავად.

ასეთი იყო რეალური ვითარება 2008 წლის აგვისტოს განთიადისას. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება შეეყვანა ქართული ჯარი ცხინვალში, შეეჩერებინა რუსეთის ჯარის წინსვლა დედაქალაქისაკენ და ამასთან ერთად მიეცა დრო დასავლეთისთვის მოეხდინა სათანადო რეაგირება რუსეთის სამხედრო ინტერვენციაზე იყო არა „ თავდასხმა მძინარე ცხინვალზე“, არამედ საქართველოს სუვერენიტეტის გადარჩენის ერთადერთი გზა და საშუალება.

საქართველოს მიწაზე რუსეთის მიერ დაწყებული სამხედრო მოქმედებების მიზანი ცხადია არ იყო 1993 წლიდან რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების კვლავ ოკუპაცია. რუსეთის მიზანი იყო „ურჩი“ ხელისუფლების შეცვლა და საქართველოს დაბრუნება რუსეთის პოლიტიკურ სივრცეში. სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენ გვიხდება ამ ცნობილი და საყოველთაოდ აღიარებული ფაქტების გამეორება, რამეთუ ჩვენი ღრმა რწმენით ივანიშვილის მიერ შექმნილი ოპოზიციური კოალიცია მიზნად ისახავს რუსეთის გეოსტრატეგიული ინტერესების განხორციელებას სამხრეთ კავკასიაში.

იმედს გამოვთქვამთ, რომ პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველი ხალხის მიერ გამოვლენილი თვითშეგნება არ დაუშვებს ძნელად მოპოვებული სახელმწიფო დამოუკიდებლობის დაკარგვას და ჩვენი ქვეყნის მორიგ ოკუპაციას რუსეთის მიერ.

„ქარტია 2010” _ ის სახელით 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული უზენაესი საბჭოს დეპუტატები:

მედეა თუშმალიშვილი – საფრანგეთი

ვიქტორ დომუხოვსკი – პოლონეთი
ბეჭდვა  
კომენტარები:
ჯიჰა2012-08-06 13:41:19
მივესალმები ქართველ პატრიოტებს!

გაბრიელი2012-08-06 13:49:18
ბიძინას პოლიტიკა ასეთია მოეკალით მოეტკანით და თქვენ მაინც საჯდომი გეჩვენებიათო.

2012-08-06 13:54:02
ბ/ნ პუტინ,

საქართველოს ნაცვლად სხვა რამე რო შემოგთავაზოთ რას იტყვით, მაგალითად ჩემი 25 სანტიმეტრიანი, დღეში ორჯერ, მემგონი კაი გარიგება იქნება, პასუხს ველოდები
პასივისცემით,
კახელი

გოგიტა2012-08-06 13:57:54
ისე არ მომკლა ღმერთო პუტინის აძაღლება მანახა კუბოში,მაგრამ ვინც გადაწყვეტილებებს იღებ დღეს საქართველოში მას მივმართავ: რაღატო ებრძვი ქართულს და ყველა ნამდვილი ქართული საქმის მკეთებელს მაგას ვერ ვიგებ მე და ვერც უკვე ძალიან დიდი უმრავლესობა მოსახლეობის საქართველოსი,ვერანაირად ვერ დაიჭერს თავს თუ ოდნავადაც კი ისევ ასე გაგრძელდა უახლოეს მომავალში არაა საქმე რუსეთის ავკარგიანობაზე რუსეთი ჩვენთვის არი ერთი ცუდი რუსეთი და დამთავრდა, მარა რა დაგიშავა ათასობით ქართულმა ოჯახმა ასე უღმერთოდ რომ ტყუილად სტანჯავენ ზოგიერთი მაღალჩინოსნები პირადი ინტერესების გამო აბსოლიტურად კანონთან მიმართებაში მართალ ხალხს, აბსურდია აბა რა არის, სხვის თვალში ბეწვს რომ ეძებენ და თავის თვალში დირეს არ ხედავენ, შევარდნაძის დროს 30 ლარიანი ხელფასებით უზომოდ დამდიდრებულები, დღეს რომ ისევ თანამდებობებზე გიზიან არაა ძმაო მასე,ყველა არა მარა მაგენის უმეტესობა არიან მოღალატეები თუ არიან, ქვეყანას კი არა საკუთარ მეს გაყიდიან, დღეს ასეა სინამდვილე და მართალი: "ანარქიის ზღვარზე"

2012-08-06 14:11:50
არანაირი ე.წ.: ქვეყნის მომავალზე ფიქრი და სიმართლის დადგენის სურვილები; გაწეული ქველმოქმედება და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა; თუნდაც ალტრუიზმი და ა.შ. არ ამართლებს რუსეთის მიერ ომის დაწყებაში ეჭვის შეტანის ისტორიულ(!) შეცდომას(დანაშაულს?).

გიორგი2012-08-06 14:15:45
ქ–ნო მედეა! მადლობა იმ სიმართლისათვის რომელიც ასე დაავიწყდა ყველას და ბიძინასა და რუსეთში მიისწრაფიან საკუთარი ჯიბის გასასქელებლად და პირადი გამორჩენისათვის სამშობლო ვიღას ახსოვს მაშინაც ასე მოხდა დემოკრატიის სახელით დაამხეს ეროვნული ხელისუფლება ჩამოიყვანეს გამყიდველი შევარდნაძე და ჩვენი ქვეყანა დაქუცმაცეს დღესაც იგივეს ცდილობენ მოვუწოდებ ყველას საზღვარგარეთ ვინც იმყოფება მტიკეცედ დადექით საქართველოს სადარაჯოზე თორემ უბედურება გარდაუვალი იქნება

2012-08-06 14:18:37
გაუმარჯოს ქრტველებს და საქარტველოს საქარტველო გბრწყინდებაააააააააააა

2012-08-06 14:20:37
საქართტველო გვთისმსჰობლის წილხვედრი ქვეყანაა და გმერთი არასდროს მიატოვებს გაუმარჯოს საქართველოს

2012-08-06 14:43:38
ბიძინისტებო, მიშა არ გევასებათ გასაგებია მარა პუტინი რატო გევასებათ,
თუ არა და ერთი ცუდი სიტყვა პუტინსაც უწყალობეთ, მაშინ მივხვდებით რო პოლიტიკური ოპონენტები ხართ და არა საქართველოს გამყიდველები

2012-08-06 14:49:13
ბიძინისტებო, ბოლო ბოლო ეხლაც რო დავცხოთ ცხინვალს ვისი ბრალი იქნება? არ გვაქვს უფლება საქართველოს გაერთიანების, თუ ისე დაბეჩავდით რო მაგაზე ფიქრიც აღარ გინდათ, თქვენ ხართ ჩმორები, თქვენ უკვე წააგეთ ომი რადგან წრწრუნას გულები გაქვთ, მიდით მიდით კიტოვანს ბატია დაუძახეთ და პუტინს ბაბაია

ტოტო2012-08-06 15:06:32
ცემი უგრმესი პატივისცემა ქალბატონ მედეა ტუსმალისვილს.საინტერესოა, ბორია ივანოვის "ინტელრქტუალური" ლობი, ტროყო, ლივერპული, ჰიცკოკი, მარი.... რა აზრის იქნებიან ამ არგუმენტებზე?

ვვს2012-08-06 15:16:45
გაუმარჯოს ერტიან საკარტველოს და არა ოტნებას

2012-08-06 15:26:09
რა ქვეყანა გვაქვს რა,ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში,ნებისმიერმა პოლიტიკოსმა თავის ქვეყანას ასეთი ხლეობა რომ დააბრალოს,მინიმუმ პოლიტიკურად გარდაიცვლება,თუ ელექტროსკამზე არ შემოასკუპეს კიდევ,
გინდაც ჩვენ შევსულიყავით პირველი და სამაჩაბლოს შემოერთება გვეცადა,რა არ გვაქვს უფლება საკუთარი მიწის დაბრუნების?მაღალის შეცდომა ისაა რომ ოსების წინააღმდეგ საბრძოლველად მოემზადა და არა ღრუს-ოს-აფსუებისა და ომი ხუთ დღეში "მოიგო"

ბრიტანიკა2012-08-06 15:26:19
რა ქვეყანა გვაქვს რა,ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში,ნებისმიერმა პოლიტიკოსმა თავის ქვეყანას ასეთი ხლეობა რომ დააბრალოს,მინიმუმ პოლიტიკურად გარდაიცვლება,თუ ელექტროსკამზე არ შემოასკუპეს კიდევ,
გინდაც ჩვენ შევსულიყავით პირველი და სამაჩაბლოს შემოერთება გვეცადა,რა არ გვაქვს უფლება საკუთარი მიწის დაბრუნების?მაღალის შეცდომა ისაა რომ ოსების წინააღმდეგ საბრძოლველად მოემზადა და არა ღრუს-ოს-აფსუებისა და ომი ხუთ დღეში "მოიგო"

ვაჟა832012-08-06 15:27:02
"ტოტო 2012-08-06 15:06:32
ცემი უგრმესი პატივისცემა ქალბატონ მედეა ტუსმალისვილს.საინტერესოა, ბორია ივანოვის "ინტელრქტუალური" ლობი, ტროყო, ლივერპული, ჰიცკოკი, მარი.... რა აზრის იქნებიან ამ არგუმენტებზე?"

ყველამ შემოცითვალათ , დააყენეთ ერთი ადგილიო!

2012-08-06 16:14:35
ვაჟა შე ცანცარა კიკინებიანო პინგვინო! გცივა მაგ ჩრდილოერთში ?? სულ უარყოფით ქვეტექსტში როგორ უნდა წერო!

ვაჟა832012-08-06 16:55:03
"2012-08-06 16:14:35
ვაჟა შე ცანცარა კიკინებიანო პინგვინო! გცივა მაგ ჩრდილოერთში ?? სულ უარყოფით ქვეტექსტში როგორ უნდა წერო!"

აღარ დაიღალეთ , თქვე მასხარებო? ხო ხედავთ , ხო ხედავთ , ხალხს თქვენზე აღარც ეღიმება!

2012-08-06 17:06:47
ვაჟა-----სჰენი ენა, ტვინი და გული შეჭამა ღორმა საღორეში, კაია რომ შორს ხარ სადღაც ტორემ გულს გამოგიღებდა ნებისმიერი ქარტველი. არ გაგიტენდეთ ხვალინდელი დღე ყველა ღრუსეტუმეს.არ დაიღალეტო რომ წერ, შენ არ დაიღალე სამშობლოს სიძულვილიტ? რამდენს გიხდიან რომ იმად ღირდე ვინც ხარ, მ ო რ ა ლ ა ტ ე!

2012-08-06 17:16:55
ჟორდანია ქართველ მენშევიკებს არ უყურებდა ეჭვის თვალით და ამიტომაც დღემდე ვიხდით მისი შეცდომისათვის. ძალიან რთულია ენდო ადამიანს და ამავდროულად იპოვო რეალური პარტიოტი ადამიანები როცა ქვეყანა საომარ მდგომარეობაშია. მე მაგალითად არ ველოდები რომ აღმოაჩენენ ჩემში დიდ პატრიოტიზმს, მთავარია საჭირო დროს გვერდით დავუდგეთ საქართველოს.

დაიმახსოვრეთ: ვიდრე საომარ პირობებში ვართ და ჩვენი ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგას მანამდე ნუ ელოდებით სახელმწიფოსგან 100%.

2012-08-06 17:18:25
ნდობას

2012-08-06 17:37:23
საყოველთაო სიძულვილი მოღალატე ქართველებს!

აქაური2012-08-06 17:59:10
არცერთი ჭკუათმყოფელი არ უარყოფს რომ ომი რუსეთმა დაიწყო. 8-ში, ომი კი არ დაიწყო, იყო ერთი ეტაპი, მორიგი ეპიზოტი, რომელიც ცუდად დაიგეგმა და ....თქვე კაი ხალხო, თუ იცოდა რომ რუსები მზად იყვნენ, რაზე წამოეგო პროვოკაციას? რატო არ ატეხა განგაში? რატო არ გაიყვანა ხალხი?

2012-08-06 18:10:25
საქვეყნო სიძულვილი ერის და ქვეყნსი მოღალატებს პუტნის ინტერესებსიდ ამცველებს პუტნის წარმომადგენლებს არა ქართველებს მოღალატენო მთელი ქვეყნისა მთელი ცხოვრება შერცხვენილები ივლით და თავ დახრილები ქუჩაში რო გაიბლით თვალებში არავსი შეცქეროთ თქვენ მაგსი უფლება არ გაქვთ ეს დაღი თვქნ შთამომავლესბგადაეცმეა და თქვენი წიანპრები საფლავში იტრიალებნ გრცხვენოდეთ

აქაური2012-08-06 21:39:00
ასე რომ ვინმე დაიწყევლო 100% დარწმუნებული უნდა იყო, სხვანაირად უკან დაგიბრუნდება. დარწმუნებული ვარ სხვა დროს ამას დაუფიქრდები

2012-08-14 17:48:55
შეგ...ცით,ფული არ მოგეცით.

მზისო2012-08-27 19:38:42
"იმედს გამოვთქვამთ, რომ პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველი ხალხის მიერ გამოვლენილი თვითშეგნება არ დაუშვებს ძნელად მოპოვებული სახელმწიფო დამოუკიდებლობის დაკარგვას და ჩვენი ქვეყნის მორიგ ოკუპაციას რუსეთის მიერ."


ესენი ტყემალზე სხედან. საქართველოდან ტყვიით გააგდეს და კიდევ დამოუკიდებლობის დაკარგვას გაიძახიან. რომ დაგამხვეს ხელისუფლება,მაშინ დაიკარგა დამოუკიდებლობა. მაგარი პოლიტიკოსები ხართ, ჩემმა მზემ, ეგ თუ ვერ გაგიგიათ.
'

2012-08-31 19:44:08
გიჟები არიან რააა, , შეიყვანეს ეს უცოდინარი და უიარაღო ბიჭები (რეზერვისტები))არააქვთ თანამედროვე იარაღი არ ყავთ ტეხნიკა არ აქვთ გამაგრებული ზურგი, საჰაერო სივრცე,შევარდნენ ცხინვალში. დაიჭირეს ჩიტი.ჩახოცეს ამდენი ადამიანი ტყუილად, მეთაურების არაკვალიფიცურობის გამო ჩვენმა ნაწილებმა შეცდომით ერთმანეთს გაუხსნეს ცეცხლი

კახაბერ2012-09-22 10:38:19
ინფორმირებული წყაროების ცნობით, 2004 წლიდან დაწყებული ყველა, ან თითქმის ყველა კანონიერმა ქურდმა, ვინც დროზე გაქცევა ვერ მოასწრო, გაიარა სპეციალური პროცედურა, – პოლიციის განყოფილებებში, წინასწარი დაკავების საკნებში, ციხეებში თუ კონსპირაციულ ბინებზე. ყველა აქტზე ფოტო- და ვიდეოგადაღება შედგა. ასე რომ კანონიერი ქურდები მაგრად და ღრმად არიან დაშანტაჟებულები. სწორედ ამიტომ არიან საქართველოდან გაქცეულები. ახლა საკითხავი ის არის, ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, არქივი ვის ხელში აღმოჩნდება.

კანონიერმა ქურდებმა საქართველოს ჯერ რუსეთში, შემდეგ მთელ დანარჩენ მსოფლიოში გაუთქვეს სახელი. ვფიქრობ, საქართველოს კანონიერი ქურდების სიმბოლო უკანალში გაყრილი ცოცხი უნდა იყოს. ჯერ ერთი, სიმართლეს შეესაბამება, და მეორე, – ახია.

ერთი კარგად დაფიქრდით, ბოლო წლების განმავლობაში რა მიჩუმებულები იყვნენ კანონიერი ქურდები. არ დაფიქრებულხართ, რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ სპეც-ბრიგადებმა უკანალში ცოცხები გაუკეთეს, და თანაც ყველა აქტზე ფოტო-და ვიდემტკიცებულებები შეადგინეს. სამუდამოდ დაშანტაჟებულები არიან.

თანამედროვეობის ყველაზე აქტუალური პოლიტიკური ლოზუნგია:
„ვამბობთ „კანონიერი ქურდი“, ვგულისხმობთ „უკანალში გაყრილ ცოცხს“; ვამბობთ „უკანალში გაყრილი ცოცხი“, ვგულისხმობთ – „კანონიერ ქურდს““.

იუმორისტულად შეიძლება ითქვას:
„ბიძინამ ჩაუშვა ქურდები და ახლა ციხეში ნამყოფი ყველა ქურდი უკანალში ცოცხგაყრილად ითვლება. ჩაშვება არ არის ქურდული, ვაჟკაცური. ბიძინა, რატომ გაუბაზრე ქურდებს?“

NANI2012-09-28 05:58:54
PATIVCEMUL MAMULISHVILEBS GAMORSHAT 2 AGVISTO, ROCA QALEBI DA BAVHSVEBIT DATVIRTULI IKARUSEBIT GAIKVANES MOUSAVLETHSI. MAPATIET.

ლია2012-10-26 13:32:23
ტალიავინი წაიკითხეთ ტალიავინიიიიიიიიიიიიიიი უუუუუუუუუუუუუ

ქართველი2012-10-26 14:41:34
რომელიმე მეოცნებე გინახავთ ვინმეს მერაბის ან ზვიადის საფლავზე???? რაზეა საუბარი მათ მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ,ეს უკვე გამოჩნდა გამონათქვამებს,რომ თავი დავანებოთ კალაძის მაგალითიც საკმარისია.....თანდათან ყველაფერი ნათელი გახდება. ვინ რა ბიზნეს "მიიპრიხვატიზირებს" ყველანი დავინახავთ,იმის მაგივრად,რომ საქმე აკეთონ წარსულის ძაგებას უნდებიან....

ბახვა2012-12-03 23:37:58
ქართული ოცნების მხარდამჭერებო თქვენ ხართ სამშობლოს გამყიდველები, ბიძინას და მისი ფულის მონები. ყველაფერთან ერთად გონებაჩლუნგები და უკნიდან ფიქრობთ ყველაფერს. რა ვქნათ ასვალტი ვჭამოთ????????? ეხლა პატიმრებს მოჭამეთ

louis vuitton store2012-12-13 00:25:53
Hurrah, that's what I was seeking for, what a stuff! existing here at this website, thanks admin of this site.
louis vuitton store http://regts2013.overblog.com/

ყფ[ებ2012-12-17 18:08:57
руСИ МОДИС РУСИ МОДИС.ВАИ ТКВЕН ПАТРОНС .ШВИЛЕБИ РОМ МУТЕЛШИ ДАМАЛЕД ЦИНА ХХХХХХХХХХХХХХХХХХХХХХХХХХХХХХХХХХХААЗЕ ГАУШВИТ РУСИ РОМ ЦАМОВА

ყფ[ებ2012-12-17 18:11:09
ФУЛМА РОГОР ДАГАКЛЕВАД АСЕ. РА МАГАРИ КОФИЛА ПИГВИНА

დარეჯანი2012-12-26 17:53:41
ქალბატონო მედეა მადლობას გიხდით ასეთი მართალი და სრულად ჩამოყალიბებული მოსაზრების გამო, რადგან ნამდვილად ჭეშმარიტება ღაღადებს,სხვა არაფერი!!!

სამწუხაროდ, თქვენთვის კარგად ცნობილმა კოლაბორაციონისტებმა როგორც 90 წლებში, ასევე ეხლაც ფულზე და საკუტარ კეთიდღეობაზე გაყიდეს საქართველო და ამით სულში ჩააფურთხეს იმ ბიჭებს რომლებმაც თავი გასწირეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში!!!

ეს ადამიანები მუდმივად ასე იქცეოდნენ. ამ ადამიანებს სისხლში აქვთ და გენეტიკურად აქვთ გადმოცემული ,,ვორონცოვის" სინდრომი, რომელიც მუდმივად სხვის კმაყოფაზე ცხოვრებას ითვალისწინებს მხოლოდ!!!

ერთი კაცის კრიმინალურ ფულზე გაიყიდა საქართველო!!!

დარეჯანი2012-12-26 17:59:05
კახაბერ , რომ მენახე ერთი მაგრად ჩაგგკოცნიდი ასეთი მართალი დაგონიერი მოსაზრებისა გამო!!!!

გაიხარე მაგ სიმართლისთვის!!!

ზალიან მადლიერი დავრჩები თუკი კიდევ ჩამოაყალიბებ ასეთივე მოსაზრებას, რომელმაც იქნება ტვინები გამოურეცხოს საოცნებოდ მეოცნებე ოცნებისტებს!!!!

დარეჯანი2012-12-26 18:03:37
მზისო! მაგარი და მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკოსი ხომ გყავს..

პინგვინა და საპინგვინეთი, რომელმაც უკვე მთელი მსოფლირუსეთის უკანალზე გაცვალა!!!

დარეჯანი2012-12-26 18:10:07
რადენი სულელი და იდიოტი დადის ამ ქვეყანაზე!! მაგალითად აქაური, იქარზე დარდობს

და სულელურ პროვოკაციაზე ლაპარაკობს!!!

თვითონ რომ ტოფილიყო თბილისში დახვდებოდა, ზარზეიმით!!!

შევა რატომ წამოეგო 15000 პროვოკაციას? რატომ ამ სატანას არ თხოვთ აგხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რისეთისთვის ჩაბარებაზე პასუხს!!!

იმიტომრომ ტრაკი არა გაქვთ რუსეთის აგენტს, რომელმაგ საქართველო რუსეთს ჩააბარა რამე უთხრათ. გეშინიათ რუსეთის და იმიტომ!!!

2013-01-14 10:27:23
მადლობა ღმერთს!
კიდევ დარჩენილან ნაღდი ზვიადისტები ვისთვისაც საქართველოს ინტერესები უპირველესია.

ტოკა2013-01-14 14:26:30
ჯიჰა გამარჯობა :D

გიორგი2013-01-21 21:53:02
რად უნდა მტკიცება იმას რომ ომი რუსეთმა დაიწყო,არც ის უნდა იყოს სამტკიცებელი რომ ომი 28 აგვისტოს კი არა და დაიწყო იმ დღიდან რაც საქართველომ აღიდგინა დამოუკიდებლობა,რუსეთი გვებრძოდა მანამდეც,ებრძოდა ქართულ ენას,ქართულ ანბანს.ჩვენ შეიძლება კიდევ უფრო მძიმე დღეებიც გველოდება,არ ვიცით მაგრამ უარესისაგან ღმერთმა დაგვიფაროს,ამიტომაც გვმართებს ერთ მუშტად შეკვრა და გაერთიანება და არა დაყოფა და ერთმანეთის ლანძღვა. დაყოფით ჩვენ თვითონ მტრის სამსახურს ვუწევთ ჩვენს სამშობლოს.ღმერთმა დაგვიფაროს და გაგვაერთიანოს.

ზეზვა2013-01-27 03:49:56
ქართველებო შეწყვიტეთ რუსული პროდუქტების ყიდვა მაგ ფულით რუსი ფაშისტი ოკუპანტების ჯარი ფინანსდება!!! გამოუცხადეთ რუსულ პროდუქტებს და ბაზარს პროტესტი!!!რომელი თავმოყვარე ინგლისელი იყიდიდა მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტური გერმანიის ნაწარმს? ინგლისელი პატრიოტები მტრად აღიქვავდნენ იმწამსვე! გაიხსენეთ იესო ქრისტეს სიტყვები ვერცერთი მდიდარი ვერ მოხვდება სამოთხეში ისე როგორც აქლემი ვერ გაძვრება ნემსის ყუნწში! ის ვინც მარტო ჯიბითაა მდიდარი არაფერი ეშველება თუ სულიერი სიმდიდრე არ გააჩნია მაინც ფულის მონად დარჩება!!! ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!!! ოკუპანტებო გაეთრიეთ საქართველოდან: აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან!!! გაუმარჯოს ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ერთიან ძლევამოსილ არა კორუმპირებულ საქართველოს!!! ქართველებო ხელი ხელს ჩაჰკიდეთ და ერთმანეთს გვერდში ამოუდექით ისე როგორც 1989 წლი 9აპრილის შემდეგ ვედექით ერთმანეთს!!! არ გვინდა კაენის გზა!!! მერაბ კოსტავას გზაა საქართველოს გამთლიანება!!! ვერაგ მტერს თუ ძალით ვერ ვჯობივართ ჭკუით და ერთობით ერთმანეთის გატანით ვაჯობებთ ეს ის გზაა რასაც ჩვენი უფროსი ძმა მერაბ კოსტავა გვასწავლიდა!!!

ზეზვა2013-01-27 03:50:57
მალე ვნახავთ რუსეთის იმპერიას: რომის,ბიზანტიის,მონგოლთა იმპერიასავით დანაწევრებულს, თუ გულით ამოვუდგებით ერთმანეთს!!! რუსული იმპერია ხომ მონგოლთა იმპერიის ნარჩენებია და გაგრძელებაა!!! არავითარი განსხვავება არ არის შუა საუკუნეების მონგოლეთის იმპერიასა და რუსეთის იმპერიას შორის და ამ სამართალ მემკვიდრეობისთვის იბრძვიან რუსი ფაშისტი ოკუპანტები!!! ნუ ეძებთ და ნუ ელოდებით ახალ დავით აღმაშენებელს, დღეს დავით აღმაშენებლის სული თვითოეულ ქართველშია ეს რომ დავინახოთ და ვიგრძნოთ სულიერად უნდა გავერთიანდეთ და დავით აღმაშენებლის, მერაბ კოსტავას სული გაიღვიძებს ჩვენში! რუსი ფაშისტი ოკუპანტების წინააღმდეგ ჭკუით ბრძოლაა საჭირო და დავამარცხებთ ბარბაროსს, 21 საუკუნეში მარტო იარაღით მტერს ვერ დავამარცხებთ, ბევრს არ სჯეროდა რომა საბჭოთა კავშირის დამპალ იმპერიას დავამარცხებდით და დავანგრევდით უიარაღოდ მაგრამ მერაბ კოსტავას გზამ გვაჩვენა რომ ერთიანი საპროტესტო აქციებით შეიძლება დიქტატორული იმპერიის დანგრევა!!! დავადგეთ ერთად მერაბ კოსტავას მშვიდობიანი ბძოლის გზას და დიდება უფალს ვერაგ მტერს ისე დავამარცხებთ რომ ჩვენ თავადაც სახტად დავრჩებით ისე როგორც ბოროტების იმპერიის, საბჭოთა კავშირის დანგრევამ გააკვირვა მსოფლიო!!!

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. 4 ტყუილი სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავთან დაკავშირებით
2. ჩეხური დიეტა –კვირაში დაიკლებთ 5 კგ–ს
3. "რედისონთან" სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი
4. ხიდაშელი გიორგობიანის წინააღმდეგ
5. მორიგი უზუსტობა შს კადრებზე: რატომ აცვია ჩუსტი, არ უკეთია ხელთათმანი, რატომ არ ჩანს კადრში „დასაჭერები“
6. მერაბიშვილს ქონება დაუყადაღეს
7. როგორი კოცნა ახასიათებთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის მამაკაცებს
8. სექსუალური გოგონები სავარჯიშო დარბაზში (ფარული კამერა)
9. ნანუკა ჟორჟოლიანი ივანიშვილს მიმართავს
10. რა აღმოაჩინა შს-მ სამეგრელოში?
ბლოგები
"2012" - ის აურა და 2012 – ის მო­ლო­დი­ნი
რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962