• თბილისი
  • 6°C
  • 20 თებერვალი, 2018
article

გლდანის #8 დაწესებულებაში პატიმარი ყელგამოჭრილი იპოვეს

გლდანის #8 დაწესებულებაში პატიმარი ყელგამოჭრილი იპოვეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარება ამ დრომდე მძიმეა და ის ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

პატიმრის უფლებებს, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრადლებით არის დაკავებული, "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" იცავს. ადვოკატები ვარაუდობენ, რომ ეს თვითმკველობის მცდელობა არ არის, რადგან ამ დრომდე იარაღი, რომლითაც მსჯავრდებულმა დაზიანებები თითქოსდა მიიყენა, ნაპოვნი არაა.

გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.