• თბილისი
  • 7°C
  • 15 დეკემბერი, 2017
article

ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისი საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილიმტკიცებულებები და არაერთგზის დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებისთვის ბრალდებული ნ.გ. დამნაშავედ სცნოსაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილით(სამი ეპიზოდი), და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „დ" ქვეპუნქტებით (მეოთხე ეპიზოდი).

სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდშეძენა-შენახვისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ნ.გ.-მ ჩაიდინა როგორც ნარკოტიკული საშუალებისუკანონო შეძენა- შენახვა, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება. სასამართლოშიმტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, უტყუარად იქნა დადასტურებული, რომ ნ.გ.-მ უკანონოდ შეიძინადა შეინახა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი", რომელიც 2017 წლის 10 მარტიდან დან 22 მარტის ჩათვლითქ.თბილისში, სოფელ ფონიჭალაში გარკვეული თანხის სანაცვლოდ არაერთხელ გაასაღა მოქალაქე მ.გ-ზე.ასევე დადგინდა, რომ ნ.გ. დიდი ოდენობით ნარკოტიკულ ნივთიერება „ჰეროინს" თავის საცხოვრებელსახლშიც ინახავდა, რაც ამოღებულ იქნა სამართალდამცველების მიერ.

სამართალდამცველებმა ნ.გ. 2017 წლის პირველ აპრილს გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით , მე-4 ნაწილითდა 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „დ" ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისუკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნ.გ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელისსახედ და ზომად განაჩენთა ერთობლიობით 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.