• თბილისი
  • 7°C
  • 15 დეკემბერი, 2017
article

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ისევ სროლის ხმა ისმის - სპეცრაზმმა შტურმი დაიწყო

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სროლის ხმა ისევ ისმის, სპეცრაზმმა შტურმი დაიწყო.

დაახლოებით ერთი საათის წინ კი, ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზება მოხდა.

შენობიდან, სადაც სავარაუდოდ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იმყოფებიან, კვამლი გამოდის.

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დამატებითი ძალის მობილიზება მოხდა. ადგილზე შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები მიიყვანეს. ადგილზე შეყვანილია სპეციალური ჯავშანმანქანები - ე.წ. "კობრა". სამართალდამცველები მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ.