• თბილისი
  • 11°C
  • 18 ნოემბერი, 2017
article

ესპანეთში ბინის ძარცვაზე ქართველები დააკავეს

ესპანეთში, ბინის ძაცვაზე ორი ქართველი დააკავეს.

პოლიცია ადგილზე მას შემდეგ მივიდა, რაც ერთ-ერთ მძარცველს ბინის მეპატრონემ დანაშაულის მომენტში შეუსწრო.

გამოძიების ცნობით, დაიწყო ჩხუბი, რა დროსაც ბინის მფლობელი დაშავდა. მას სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. შემთხვევა ესპანეთის დედაქალაქის უბან ჩამარტინში მოხდა. 

პოლიციამ ასევე დააკავა მძარცველის თანამზრახველი, რომელიც სამართალდამცველების გამოჩენის დროს გაქცევას შეეცადა. სავარაუდოდ, ისიც წარმოშობით ქართველია. პოლიციის ცნობით, დაკავებულებს თან აღმოაჩნდათ ბინების ძარცვისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა.