• თბილისი
  • 17°C
  • 20 ნოემბერი, 2017
article

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარ კანდიდატს ოფისი დარბეული დახვდა

გამთენიისას ნაძალადევის რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის მურმან თხელაძის ოფისში შეიჭრნენ.

შტაბის უფროსის ინფორმაცით, სავარაუდოდ, წაღებული არაფერია, თუმცა ოფისი არეული, ნივთები კი ამოყრილი დახვდათ.

„დილით რომ გადმოვედით ასეთ მდგომარეობაში დაგვხვდა ოფისი გატეხილი. დილიდან მუშაობენ კრიმინალისტები  და ველოდებით პასუხს რა  იქნება. კომპიუტერი ჩართული დაგვხვდა, უჯრები გამოღებული, ამოყრილი ყველაფერი“, - განაცხადა შტაბის უფროსმა გიორგი ჯანიბეგაშვილმა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.