• თბილისი
  • 11°C
  • 18 ნოემბერი, 2017
article

სოლოლაკში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, სოლოლაკში, მაჩაბლის ქუჩაზე, გვიან ღამითახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით  დაჭრეს. 

თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უსწრებდა. მამაკაცს დაზიანებები ხელისა და მუცლის არეში აქვს. მათივე თქმით, შემთხვევის შემდეგ თავდამსხმელი მიიმალა, დაშავებული კი მისმა მეგობარმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

რა გახდა სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი, უცნობია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.