• თბილისი
  • 17°C
  • 20 ნოემბერი, 2017
article

ბიზნესმენზე თავდასხმა ზუგდიდში - დაჭრილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ზუგდიდში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. შსს არ აკონკრეტებს, მოხდა თუ არა თავდამსხმელის იდენტიფიკაცია და დანაშაულის მოტივის დადგენა, თუმცა სავარაუდო დამნაშავე უკვე ცნობილია და ის დაჭრილ ლევან ქუჩულორიას ბიზნესპარტნიორია.

უთანხმოების მიზეზი, სავარაუდოდ, წილებს უკავშირდება. ზუგდიდის რაიონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თხილის გადამამუშავებელი საწარმოს მფლობელს და „ქართული ოცნების“ დამფინანსებელს რუსთაველის ქუჩაზე მისსავე ეზოში ესროლეს.

თავდასხმის დროს სახლში არასრულწლოვანი ბავშვები და დაჭრილის მამა იმყოფებოდნენ. ლევან ქუჩულორია რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. დაშავებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.