• თბილისი
  • 9°C
  • 17 დეკემბერი, 2017
article

სპეცოპერაცია წყნეთის გზატკეცილზე - დაკავებულია 4 პირი

წყნეთის გზატკეცილზე წუხელ სპეცოპერაციის შედეგად, 4 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებულებს ბრალი გამოძალვისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით ედებათ.

უწყებით ცნობით, ბოროტმოქმედების დაკავება ჩანაფიქრის განხორციელებამდე მოხდა. სხვა დეტალების შესახებ სამინისტრო განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

პოლიციამ სპეცოპერაციის ადგილიდან ცეცხლსახროლი იარაღიც ამოიღო.