• თბილისი
  • 8°C
  • 17 დეკემბერი, 2017
article

თემქაზე დაჭრილი 26 წლის ბიჭი აშშ-ის მოქალაქე აღმოჩნდა

თემქაზე დაჭრილი 26 წლის ბიჭი აშშ-ის მოქალაქე აღმოჩნდა. დაჭრილის მამის განცხადებით, მისი შვილი 1 კვირის წინ ჩამოვიდა აშშ-დან და კონფლიქტი არავისთან ჰქონია. ოჯახი დაყაჩაღობის ვერსიას გამორიცხავს.

თემქაზე დაჭრილ კაცს უკვე ორი საათია ოპერაცია უტარდება. ის მე-5 საავადმყოფოში მრავლობითი დაზიანებითა და შემავალი ჭრილობებებით შეიყვანეს.

ინციდენტი დღეს მოხდა.