• თბილისი
  • 5°C
  • 24 ნოემბერი, 2017
article

ბათუმში ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ ამოიღეს. შსს-ს ინფორმაციით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, დაკავებულია 1994 წელს დაბადებული მამაკაცი. ის სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში აიყვანეს.

უწყების ცნობით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 769 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.